„ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ მოქმედებდა და მოქმედებს“

„ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ მოქმედებდა და მოქმედებს“

ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას რუსულენოვანი არხის საშუალებით შეებრძოლება. რუსულენოვანი არხის შექმნის ინიციატივა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს ეკუთვის და როგორც ირკვევა, მთავრობის შიგნით ამ საკითხზე არაერთხელ უმსჯელიათ. როდის გამოჩნდება ქართულ მედია-სივრცეში ახალი რუსულენოვანი არხი, ჯერჯერობით უცნობია. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად საკმარისი არ არის რუსულენოვანი არხის გახსნა.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რუსული პროპაგანდა პრობლემა გახდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთვისთვის. ჩვენ შემთხვევაში რამდენად გააზრებულია ამ პრობლემის მთავარი არსი?

რამაზ საყვარელიძე: გეთანხმებით, რუსული პროპაგანდა პრობლემა გახდა მთელს მსოფლიოში, მაგრამ როგორც დასავლეთის, ასევე საქართველოს მიერ კარგად არ არის გააზრებული რატომ გახადა ეს თემა აქტუალური. თინა ხიდაშელმა რამდენიმეჯერ გაუსვა ხაზი იმას, რომ საჭიროა დასავლეთის მეტი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა ქართველმა მოსახლეობამ იგრძონს, რომ დასავლეთი ისევე პარტნიორობს საქართველოსთან, როგორც საქართველო დასავლეთთან. ეს ხაზგასმა სავსებით ლოგიკურია. თუ დასავლეთის მხარდაჭერა არ იქნება შესაბამისი ხარისხით, მოსახლეობას ვერანაირი პროპაგანდით ვერ შემოატრიალებ.

რეალური პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს სალაპარაკო გახდა რუსული პროპაგანდა, როგორც დასავლეთში, ასევე საქართველოში?

- რასაკვირველია. სანამ ეს პოლიტიკა არ შეიცველება, მხოლოდ პროგანდისტული მანქანის გაუმჯობესება არაფერს მოგვცემს. თუ სათქმელი არაფერი გექნა, პროპაგანდისტული მანქანით იოლად ვერ გახვალ. ასეთი პრობლემა ჩნდება არა ქართული მხარის გამო, არამედ დასავლეთის დაბლენულობის გამო. ბევრ საკითხში დასავლეთმა მოუმზადებლობა გამოვალინა, როგორც სირიის, ასევე პოსტსაბჭოთა კონფლიქტებთან მიმართებაში. რომელი პროპაგნდა უშველის ახლა ამ მდგომარეობას? მხოლოდ პროპაგანდა ამას ვერ უშველის, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან.

პაატა ზაქარეიშვილის ინიციატივა აჩენს კითხებს ხელისუფლების პროდასავლურობასთან დაკავშირებით?

- საქართველოს ხელისუფლებას კურსის ღალატი რომ უნდოდეს, ამისთვის ენის თემა და ახალი არხის შექმნა არ დასჭირდებოდა. მუშაობენ რუსული არხები და მათ მუშაობასთან მიგიშვებდა. პირიქით, პრობლემის წინ წამოწევაში კურსის ერთგულება ჩანს და არა კურსის ღალატი.

რუსული პროგანადის შესაჩერებლად რუსულენოვანი არხის გახსნა საკმარისია იმ ფონზე, როდესაც პროპაგანდა საქართველოში ქართულ ენაზე მიმდინარეობს? საქართველოში არსებობს ქართული გაზეთები და ტელევიზიები, რომლებიც ქართულ ენაზე ეწვიან რუსულ პროპაგანდას...

- ვთვლი, რომ აკრძალვა ყველაზე არაფექტური ხერხია. როცა კრძალავ, ეს ნიშნავს, რომ გეშინია. შიში უკვე აჩენს ეჭვს, რომ წამგებიან მდგომარებაში ხარ. სიტყვას, სიტყვა უნდა დაუპირისპირდეს და არა სიჩუმე. სიჩუმე, ყოველთვის ეჭვებს აჩენს. ამ შემთხვევაში აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან დაინტერესებული მხარე ყოველთვის მოძებნის ამ აკრძალვის გადალახვის მხარეს. როდესაც ორი ინფორმაცია დაიდება, იქ თვითონ მოქალაქე გაარკვევს, რომელია სიმართლე, რომელი არა. საკითხის ასე დაყენება ნიშნავს, რომ შენ კარგად უნდა გქონდეს აწყობილი შენი საინფორმაციო ველი.

როცა ხელისუფლებას თავისი საინფორმაციო ამოცანები ვერ გადაუწყვეტია, თავისი გაკეთებული საქმეები ვერ მიაქვს ადამიანებამდე, მოახერხებს ისეთ მობილიზაციას, რომ დაუპირისპირდეს ამ პროპაგანდას?

- თუკი ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს და ამოცანად გაიხდის რუსულ პროპაგნადასთან დავას, მაშინ დასავლეთის მედიაგამოცდილებაც გვერდით დაუდგება და ერთობლივი გზით აეწყობა ეს სისტემა. მთელი სისტემაა ასაწყობი, მაგრამ იქნება თუ არა შედეგიანი, დიდი ოპტიმზი არ მაქვს. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს საინფორმაციო პოლიტიკის წელში გამართვა. უკან დასახევი გზა არ არის, მით უმეტეს, რომ ეს მარტო შიდა პოლიტიკური ამოცანა კი არა, ამ შემთვევაში, საგარეო პოლიტიკური ამოცანაც ხდება.

თქვენ ამბობთ, პრობლემის წინ წამოწევაში კურსის ერთგულება ჩანს, და არა კურსის ღალატი. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისგანცხადებით, ხელისუფლება ამ ნაბიჯით ადასტურებს, რომ აღებული აქვს პრორუსული კურსი...

- რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას სწორედ ის შეცდომა ჰქონდა, რომლის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. მედია და არა მარტო მედია აკრძალვებით სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მიიღო.

რას გულისხმობთ?

- „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვებმა დასავლური ორიენტაცია კი არ გაამტკიცა საქართველოში, არამედ, დაასუსტა. რაც მთავარია, გავიხსენოთ როგორი საქმით მყარდება რუსული პროპაგანდა? – „ნაციონალური მოძრაობა“ იძახდა, რომ დასავლეთი და დასავლეთზე ორიენტაცია კარგიაო, მაგრამ ამ დროს ციხეები გატენილი ჰქონდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა დასავლეთის პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის. ანტიდასავლური განწყობილების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები გახდა.

ეს მიზანმიართული პოლიტიკის შედეგი იყო? ფაქტია ისიც, რომ ყველა დიდი რაოდენობით რუსული კაპიტალი ქვეყანაში სააკაშვილის ხელისუფლების დროს შემოვიდა. აქვთ კი მორალური უფლება ხელისუფლების პრორუსულობაზე ილაპარაკონ?

- ვფიქრობ, სიტყვა მორალი ისე იხმარეთ, არ გაითვალისწინეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკობთ. ვინ, ვინ და ნაციონალები როგორ ლაპარაკობენ ვინმეს პრორუსულობაზე?! ცუდია, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ მოქმედება შედარებული არ არის მათ რიტორიკასთან. მე ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ მოქმედებდა და მოქმედებს. ეს ჩანდა ეკონომიკურ ჭრილში. კარი გაუხსნეს რუსულ ბიზნესს და ამისთვის რუსეთიდან ჩამოიყვანეს კახა ბენდუქიძე.

ამავე დროს, რუსულ ინტერესებს გამოადგა, როგორც ტერიტორიული მოხაზვით, ასევე წაყვანითა და სტრატეგიით 2008 წლის საომარი მოქმედებაც. ეჭვი არ მეპარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსულ ორიენტაციაზე აწყობილი პარტიაა. ადამიანურად მიმაჩნია, რომ ბევრი გულუბრყვილოთ არის ამ კამპანიაში ჩართული, მაგრამ არა ყველა. როდესაც ლაპარაკი იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნაზე, რუსი ექსპერტები ღიად ამბობდნენ, სააკაშვილი იმდენად დგამს ჩვენთვის ხელსაყრელ ნაბიჯებს, არ ვიცით, უარი ვთქვათ თუ არა მის წასვლაზეო.

ხელისუფლება რატომ არ ცდილობს დაანახოს საზოგადოებას, რა იყონაციონალური მოძრაობისრეალური კურსი? მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობასაერთაშორისო ტრიბუნას იყენებს იმისთვის, რომ ხელისუფლებას ბრალი დასდოს ანტიდასავლურობაში...

- სიმართლე გითხრათ ჩემთვისაც გაუგებარია. ვფიქრობ, რომ ნაწილობრივ დასავლეთის პოლიტიკური შეცდომაა, როდესაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკის გამტარებლად წარმოაჩინოს. ამიტომ გაჩნდა დასავლეთის მიმართ გაღიზიანება საქართველოში.

რატომ იღებს ორიენტაციას დასავლეთი იმ პარტიაზე, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია?

- ეს კითხვა ერთ-ერთი ქვაკუთხედია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება დასავლეთის მიმართ საქართველოს მოსახლეობას. სამწუხაროდ, დასავლეთი არ ზრუნავს იმაზე, რომ თვითონ არ დაუშვას შეცდომა და ხშირად მიაჩნია, რომ ის უშეცდომოა, რაც საქართველოში წარმოებული პოლიტიკით ყოველთვის არ დასტურდება.