„შევეცადოთ, საკუთარ თავში ვეძიოთ პასუხი კითხვაზე, რატომ გაჩნდა MAP-ის მიღების აუცილებლობა“

„შევეცადოთ, საკუთარ თავში ვეძიოთ პასუხი კითხვაზე, რატომ გაჩნდა MAP-ის მიღების აუცილებლობა“

სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწარფებებთან დაკავშირებით - სავარაუდოდ, ასეთი იქნება ნატოს წევრი ქვეყნების პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. უკვე ცნობილია, რომ ვარშავის სამიტზე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები არ მოხდება და საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი, ჯეიმს აპატურაი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება.

რატომ არ არიან ნატო-ს წევრები მზად, საქართველსთან დაკავშირებით მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და რჩება თუ არა რუსეთის პოზიცია ნატოს ლიდერებისთვის მთავარ არგუნტად? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება. რატომ არ არიან ნატო- წევრები მზად, საქართველსთან დაკავშირებით მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რითია გამოწვეული ალიანსის თავშეკავებულობა?

სოსო ცისკარიშვილი: დიდი ალბათობით, ალიანსის თავშეკავება გამოწვეულია იმ არაერთი გაუგებრობით, რასაც ადგილი აქვს საქართველოში. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ გაწვერიანების მოთხოვნით იმდენად აგრესიული იყო მოთხოვნები ჩვენი მხრიდან, რომ ამან გარკვეული დისტანცირება გამოიწვია. რასაკვირევლია, ნატოს ლიდერებისთვის მთავარ არგუნტად რჩება რუსეთის პოზიცია.

რა სახის კომუნიკაციები და ურთიერთშეთავაზებები მიმდინარეობს რუსეთსა და აშშ-ს შორის, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ 1992 წლის ამერიკის დიპლომატიის პატრიარქი, ბატონი კისინჯერი უბრალოდ არ ჩაფრინდებოდა პუტინთან შესახვედრად მოსკოვში. მოგეხსენებათ, რომ სამი დღის წინ იმყოფებოდა მოსკოვში.

ამიტომ, არ მინდა გულგატეხილობის წინაპირობა შევქმნა, მაგრამ ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ ჩვენში და ეს მუდმივი შფოთი, რომელიც სუფევს ქვეყანაში, არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბებით არის განსჯადი. ფაქტია, რომ ნატოს ნამდვილად სურს თანამშრომლობა საქართველოსთან. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევძლოთ ნატოს ხელმძღვანელების ეს სურვილი რეალობად ვაქციოთ გონიერი ნაბიჯებით და არა შეტევითი მოთხოვენებით.

როგორც აპატურაი ამბობს, ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება საქართველოსთვისვე რისკს გაზრდის. როდესაც ასეთი პოზიციას ვისმენთ ალიანსის მხრიდან, ეს ნიჰილიზმს არ აჩენს საქართველოს მოსახლეობაში?

- რასაკვირველია, მაგრამ არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ რისკი გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაწევრიანდება. ეს რისკი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ნატოს წევრებისთვისაც და ცხადია, ამ რისკის საფუძველი გახლავთ რუსეთი, რომელიც უკვე მრავალი წელია იმუქრება. რასაკვირველია, ეს საფრთხე არსებობდა და არსებობს დღესაც.

ამიტომ, იქნებ მოხდეს ისე, რომ როგორმე გავხდეთ ალიანსის პოლიტიკური ნაწილის წევრი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ თავად საფრანგეთი სამხედრო შემადგენლით 10 წლის განმავლობაში გამოსული იყო ალიანსიდან, მაგრამ პოლიტიკურ პოროცესებში მონაწილეობდა. ჩემი აზრით, უფრო დიდი ნაბიჯი იქნებოდა, რომ პოლიტიკურად ვყოფილივიყავით მისაღები.

სამხედრო კუთხით საქართველომ ყველა დავალება შეასრულა, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში წარმატებას ვერ აღწევს. იქნებ ამ ვითარებაზე პასუხისმგებელია თავად ალიანსი და მათი მხრიდან არ იქნა შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული, რომ საქართველოს ჰოქნოდა პოლიტიკური მხარდაჭერა?

- პოლიტიკური მზაობა უნდა მოახერხოს საქართველომ. რაც შეეხება ცალკე აღებულ ნატოს წევრ ქვეყნებს, რასაკვირველია, მათ ამ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ევროპის სახელმწიფოთა სოლიდურ ნაწილს სანქციები აქვს დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ. მათ თვალწინ რუსეთი ბომბავს ჰოსპიტალს სირიაში, ასეთი უპასუხისმგებლო ხელისუფლების ხელშია დღეს რუსეთი. ამიტომ, საქართველოს ინტერესები ვერ იქნება უპირველესი არგუმენტი ნატო-ს თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.

მაგრამ ჩვენ ვერ შევცვლით ჩვენს გეოგრაფიულ მდგომარეობას, რუსეთი იყო, არის და იქნება მეზობელი სახელმწიფო...

- წარმოუდგენელია, რომ რუსეთი დიდხანს იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის. გარდა ამისა, დღეს, ნატოს წვერი ქვეყნების მთავარი ტკივილი გახლავთ მათი პირადი ურთიერთობა რუსეთთან. არა იმიტომ, რომ ენა მოუჩლიფონ და თავზე ხელი გადაუსვან, არამედ სწორედ საკუთარი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის. ცხადია, რომ ეს ინტერესები არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს და აგერ უკვე, უკანსკნელი სამი წელია ამ მცირდება ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯების რეალობა.

თინა ხიდაშელი ჯერ კიდევ 2015 წელს ამბობდა, რომ არ აპირებდა გეგმა C-ზე და B-ზე ლაპარაკს და ვაჭრობას, რადგან ყველაფერს აქვს თავისი გონივრული განვითარება და მოსახლეობა იმსახურებს მიიღოს პასუხი, როგორც MAP-ზე, ასევე გაწევრიანებაზე. დღეს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვარშავის სამიტზე არ ელოდება სამოქმედო გეგმას...

- არ გამოვრიცხავ, რომ მინისტრის პირველი განცხადება საკმაოდ უჩვეულო ყოფილიყო ნატოსთვის, ბრძანების ელფერს შეიცავდა. და თუ ასეა, ალბათ, გარკვეული რეაგირება იყო მათი მხრიდან, რისი შედეგიც არის ჩვენი მინისტრის დღევანდელი პასუხი. მაქვს მოლოდინი, რომ აქტიური თანამშრომლობა იქნება ნატოსთან და გარკვეული სიკეთე ექნება ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, სრულფასოვანი წევრობა სერიოზული ფიქრის საგანია ნატოში შემავალი ყველა ქვეყნისთვის, რომელთაც გარდა საკუთარი პრობლემებისა, უკვე მოეძალათ საერთო პრობლემები რუსეთის სრულიად უპასუხო ქმედებების გამო.

დღეს, ნატოს მთავარი საფიქრალი არის რუსეთის ბირთვული შეიარაღება, ვიდრე რომელიმე ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა. ვეცადოთ, დავრჩეთ ოპტიმისტებად და MAP-ის არმიღება არ შევაფასოთ მხოლოდ როგორც საფრთხე, რადგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, MAP არ იყო ნატოს წევრობის აუცილებელი წინაპირობა. შევეცადოთ, საკუთარ თავში ვეძიოთ პასუხი კითხვაზე, რატომ გაჩნდა MAP-ის მიღების აუცილებლობა და ალბათ, ეს იქნება პასუხი იმისა, რატომაც არ ვიღებთ MAP-ს - ვერ დავიმსახურეთ, თუ უკეთეს პერსპექტივას უნდა მოველოდეთ?