ფორთოხლის მარმელადი

ფორთოხლის მარმელადი

საჭირო მასალა: 3 ფორთოხლის კანი, 500 გ გათლილი ფორთოხალი, 500 გ ფორთოხლის წვენი, 500 გ შაქარი, 1 პაკეტი “ჟელფიქსი 2:1

მომზადების წესი: გათლილი ფორთოხლისგან მოამზადეთ პიურე და ჩაასხით ქვაბში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი 3 ფორთოხლის კანი, წვენი, ჟელფიქსი და ნახევარი შაქარი. მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და 3 წუთით ადუღეთ. გადმოდგით და მაშინვე ჩაასხით მშრალ ქილებში, მოხუფეთ და 5 წუთით თავდაყირა გააჩერეთ.