1.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგონილი საქმე, შეწერილი მილიონები, გაყალბებული ჩვენებებითა და მოწმეებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სულ მალე საერთაშორისო ტრეფიკინგში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დასრულდება. არცერთ ამ პროცესს განსასჯელები არ დასწრებიან. ეს უფლება მათ სააპელაციო სასამართლომ წაართვა. კვლავ ძებნილია ამ საქმეში მთავარ დამნაშავედ გამოცხადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც საბერძნეთში თავისუფლად ცხოვრობს. ეჭვმიტანილთა შორის საბერძნეთის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც დღემდე არავის დაუკითხავს. ქაღალდზე ჩადენილი დანაშაული - ნახეთ რეპორტაჟი...
2.საპროცესო შეთანხმებებით ბიუჯეტში შესულმა თანხამ 113 მილიონს მიღწია. თითოეული ბრალდებულის მიერ გადახდილმა ფულის რაოდენობა მკაცრადაა გასაიდუმლოებული. იმედა დარსალია გვიამბობს, როგორ გახდა საპროცესო გარიგებები ბიუჯეტის შევსების მთავარ წყარო.
3. უკვე 9 თვეა, ქართველი მეზღვაურები სომალელ მეკობრეებს ჰყავთ დატყვევებული. აკეთებს თუა არა საქართველოს ხელისუფლება იმაზე მეტს, ვიდრე საჯარო დაპირებებია? როდის გათავისუფლდება 15 ბათუმელი? ამის შესახებ ზვიად თხელიძე გვიამბობს.