„პუტინმა იპოვა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც მცირეწლოვან ბიჭებთან მისი სექსი იყო გადაღებული“

„პუტინმა იპოვა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც მცირეწლოვან ბიჭებთან მისი სექსი იყო გადაღებული“

ვლადიმერ პუტინი 12-14 თებერვალს მიუნხენში დაგეგმილ უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო კონფერენციას არ დაესწრება. პუტინის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მიუნხენში დაგეგმილი კონფერენცია პრუტინის გრაფიკს არ დაემთხვა და პრეზიდენტს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, გერმანიაში ჩავიდეს.

კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა დაადასტურა, რომ მან ორჯერ დაპატიჟა რუსეთის პრეზიდენტი, თუმცა ორივეჯერ ზრდილობიანი უარი მიიღო. დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინის უარი დაკავების შიშით არის გამოწვეული. მათივე მტკიცებით, სწორედ დაპატიმრების შიშით არ გაემგზავრა ვლადიმერ პუტინი გერმანიაში.

როგორც ცნობილია, ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლეობაში, ფაქტობრივად, დაადანაშაულა. საქმის მწარმოებელი მოსამართლის რობერტ ოუენის განცხადებით, დაზუსტებულია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკო რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამლეს და სავარაუდოდ, ეს მკვლელობა პუტინის მიერ იყო სანქცირებული.

ბრიტანული კანონების მიხედვით კი, ასეთ სერიოზულ ბრალდებას იურიდიული გაგრძელება უნდა მოჰყვეს, ვლადიმერ პუტინის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების კუთხით და იმ ქვეყნის სამართალდამცველებმა, რომელსაც ბრიტანეთთან დამნაშავეთა გადაცემის ორმხრივი შეთანხმება გააჩნია, ვლადიმერ პუტინი გამოჩენისთანავე უნდა დააპატიმრონ. გერმანია ამ ქვეყნების რიგს მიეკუთვნება და ამიტომ, პუტინის მიუნხენში ვიზიტი, თეორიულად, შესაძლოა, მისი დაკავებით და ლონდონში ექსტრადირებით დასრულდეს.

თეორიული შანსის მიუხედავად, ქართველი ექსპერტები გამორციხავენ, რომ როგორც გერმანიამ, ასევე სხვა ქვეყნებმა რუსეთის პირველი პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღოს. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ გამოძიების შემდეგ ლონდონში ვერ დარჩებიან რუსი მილიონერები, რომლებიც დიდი ხანია დამკვიდრებული არიან ლონდონში.

„პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ მიუღებლობაზე, რასაც ჰქვია რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლობების არსებობა დიდ ბრიტანეთში. სრულიად არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ შეიძლება რომელიმე ქვეყანაში დაააპატიმრონ რუსეთის პრეზიდენტი. ასეთი რამე ბუნებაში არ ხდება, რადგან ყველა, მეტ-ნაკლებად, გონიერ ადამიანს მშვენივრად აქვს გაცნობიერებული რას წარმოადგენს რუსეთი.

აუტკივარი თავის ატკივება მაშინ, როდესაც სატკივარი ისედაც ბევრია, არც ერთი ქვეყნის ინტერესებში არ შედის. არსებობს სხვა ფორმები, როგორიც არის სანქციები, ბოიკოტი, ასევე -  დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. არ ვთვლი, რომ რუსეთის პრეზიდენს საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

დამოუკიდებელ ექპერტი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ გერმანია ასეთ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, არ მიიღებს, რადგან ლონდონის სასამართლოს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მკველობა პუტინის ორგანიზებით და შეკვეთით მოხდა.

„მის განჩინებაშიც წერია, რომ შესაძლო შემკვეთი შეიძლება იყოს პუტინი, შესაძლო ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მტკიცებით ფორმაში დანაშაულის დადგენას. ამ შემთხვევაში, სასამართლო მტკიცებით ფორმაში საუბრობს ლუგოვოის და კოვტუნთან მიმართებაში. ვლადიმერ პუტინზე მტკიცებით ფორმაში არ არის საუბარი. შესაბამისად, არ მგონია, რომ გერმანიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში მისი დაკავება მოხდეს. იმიტომ, რომ ეს ორ სახელმწიფოს შორის დიდი სკანდალის საფუძველი გახდება. ფაქტობრივად შეიძლება მან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაც გამოიწვიოს. არ მგონია, რომ გერმანია ამ ნაბიჯზე წავიდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

როგორც ცნობილია დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალებისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინის თანხმობით განხორციელდა.

ბრიტანული გამოძიების დასკვნით, რუსი აგენტი, ალექსანდრე ლიტვინენკო, პუტინის დავალებით მოწამლეს. ბრიტანეთმა ეჭვმიტანილ პირებზე დაკავების ორდერი უკვე გასცა და მათი აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღო. გამოძიებამ დაადგინა, რომ რადიოაქტიური პოლონიუმი ლიტვინენკოს ჩაის ჭიქაში ყოფილმა კოლეგამ ანდრეი ლუგოვოიმ ჩაუყარა, რომელიც ამჟამად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია. ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან კავშირი რუს ბიზნესმენ დიმიტრი კოვტუნსაც აქვს. რუსეთი ლუგავოისა და კოვტუნის დიდი ბრიტანეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებს.

ვლადიმერ პუტინისა და მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ანდრეი ლუგოვოი. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობა მოსკოვთან ურთიერთობების ესკალაციას ეძებს და ბრალს სდებს რუსეთს, როგორც სახელმწიფოს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წლის ნოემბერში რადიაქტიური პოლონიუმით მოწამლეს. იმ დროისთვის ის უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო. ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, რომლის განცხადებით, ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს იყო სახელმწიფოს მიერ მოწყობილი მკვლელობა. პრემიერის განცხადებით, ანგარიშის გაცნობის შემდეგ მთავრობა ყველა დეტალს მიიღებს მხედველობაში.

„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოკლული თანამშრომელი ალექსანდრ ლიტვინენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პედოფილიაში ადანაშაულებდა“, - ნათქვამია ბრიტანეთის სასამართლოს თავმჯდომარის, სერ რობერტ ოუენის ანგარიშში. საუბარია სტატიაზე სახელწოდებით „კრემლის ჩიკატილო“, რომელიც ლიტვინენკომ გამოცემა „Chechenpress“-ში 2006 წლის 5 ივლისს გამოაქვეყნა.

სტატია ვლადიმერ პუტინის ტურისტებთან შეხვედრის აღწერით იწყება, როცა მან პატარა ბიჭს მოულოდნელად მუცელზე აკოცა. ეს შემთხვევა ლიტვინენკომ პუტინის პედოფილიით ახსნა, რომლის შესახებაც, ლიტვინენკოს ინფორმაციით, ჯერ კიდევ ანდროპოვის ინსტიტუტში პუტინის სწავლის დროს გახდა მისი ხელმძღვანელებისთვის ცნობილი.

მაშინ ლიტვინენკო წერდა, რომ წლების შემდეგ, როდესაც პუტინი უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი გახდა და პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, იმ კომპრომატების მოძიება და განადგურება დაიწყო, რომელსაც უშიშროების სამსახური მის შესახებ ადრეულ წლებში აგროვებდა.

სწორედ მაშინ იპოვა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც მცირეწლოვან ბიჭებთან მისი სექსი იყო გადაღებული. მოსამართლე ოუენი აღნიშნავს, რომ ლიტვინენკოს ეს ბრალდებები პუტინის მისამართით ძალიან სერიოზული იყო. შესაბამისად, მოსამართლე სვამს კითხვას – შეიძლებოდა თუ არა ამას კავშირი ჰქონოდა ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან?