ბადრიჯნის ხიზილალა

ბადრიჯნის ხიზილალა

საჭირო მასალა: 1 კგ. ბადრიჯანი, 2-3 კბილი ნიორი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ცალი ლიმონი, 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი, 1 კონა შერეული მწვანილი (რეჰანი, ქონდარი, ოხრახუში, ქინძი), მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსამდე. ბადრიჯნები გავრეცხოთ, ჩავჩხვბლიტოთ აქა-იქა, წავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ ღუმელში. ბადრიჯნებს გავაცალოთ კანი, შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი, ზეთი, მარილი, წიწაკა, დაკეპილი მწვანილები, ლიმონის წვენი და თან ვზილოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღეთ.