წინ უფრო მნიშვნელოვანი პროცესებია, ვიდრე განვლილი 2015 წელი იყო, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას თავი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით დაამახსოვრა. პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ 2016 წელი შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის და მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, სწორედ იმიტომ, რომ თურქულ-რუსული კონფლიქტის პარალელურად, შეიძლება გაიზარდოს რუსული ფაქტორი, ამდენად საქართველოს ამ პროცესში ჩართვას შეიძლება შველის ფუნქცია ჰქონდეს აფხაზებისთვის და ოსებისთვის.
რითი დაამახსოვრა 2015 წელმა საქართველოს მოსახლეობას თავი და რა მოვლენები გველოდება 2016 წელს? ამ საკითხებთან დაკავშირებიმ
თ for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ეკონომიკური თვალსაზრისით ურთულესი წელი იყო, მაგრამ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღო ვიზა-ლიბერალიზაცია, რამაც გადაწონა თითქმის ყველა ნეგატივი. ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებდით 2015 წელს ქვეყენაში განვითარებულ პროცესებს, რა იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფით მხარე?
რამაზ საყვარელიძე: გეთანხმებით, რომ ეკონომიკური პრობლემები მნიშვნელოვანი უსიამოვნო მოვლენა იყო, მაგრამ უფრო მძიმე ეკონომიკაც გვქონდა და გამახსენდა კუპონის ეპოქა, როდესაც ერთი პური 3 მილიონი კუპონი ღირდა. რაც შეეხება უარყოფით ფაქტორებს, ნამდვიალდ უსიამოვნო იყო კინკლაობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის, რაც ნამდვილად არ ტოვებს სასიამოვნო შთაბეჭდილებას. ყველა მოქალაქეს უნდა, რომ მისი ქვეყნის პირველი პირების საქციელი ეამაყებოდეს. იმედია, რომ ჩვენი პირველი პირები ისწავლიან პრობლემის კორექტულად მოგავრებას.
რაც შეეხება დადებით მოვლენებს, 2015 წლის მიწურილს სულხან საბას დროინდელი ოცნება ასრულდა და სიტყვა ეროპამ უფრო რეალური შინაარსი შეიძინა, ევროპული ქვეყნების და საქართველოს ერთიანობის ნიშანი სახეზეა. ეროპისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ლამის, უტოლდება ჩინური მატარებლის შემოსვლა საქართველოში და ჩინურ აბრეშუმის გზის პროექტებში საქართველოს გზის ინტენსიური ჩართვა. ვფიქრობ, რომ არანაკლები პერსპექტივებია აზიის მიმართულებით პოზიციების გამყარება. ასე რომ, როგორც აღმოსავლეთისკენ, ასევე დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს.
ამ კონტექსტში რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რუსეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. დასავლელი ანალიტიკოსები აცხადბენ, რომ რუსეთი ევროპასთან კონკურენციის თამაშს იწყებს. ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რას მატებს ქვეყანას რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება?
- რაც უფრო მეტი მიმართულებით ექნება საქართველოს პერსპექტივები, მით უფრო მეტად გაუწევს ანგარიშს ესა თუ ის ქვეყანა. ნამდვილად, რუსეთმა გადაწყვიტა ამგვარი კონკურენცია და ეს მნიშნელოვანი კონკურენციაა ევროპული მიმართულებისთვის, რადგან რუსეთისკენ მოძრაობას შეჩვეული ვართ, უფრო იოლია და რაც მთავარია ძალიან დიდი დიასპორაა რუსეთში. ქართველი გლეხი და მეწარმე ბევრ ეკონომიკურ თემას აკავშირებს რუსეთთან. ამ მხრივ, მოსახლეობისთვის ეს ნაბიჯი უდავოდ პოზიტიურია და ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად დიდ ხიფათს არ შეიცვას. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაჭრობა დაიწყო რუსეთმა, გადავალთ იგივე მდგომარეობაზე, როგორშიც დღეს ვართ.
ცნობილია, რომ ევროპის ქვეყნებმა და თურქეთმა რუსეთის ავიაციისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. რუსები თვლიან, რომ ამ გადაწყვეტილების გამო სირიის საჰაერო ოპერაციაში ჩართულ რუსულ თვითმფრინავებს ფრენის განხორციელებისთვის შემოვლითი მარშუტი უწევთ. შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაში პუტინმა სავიზო რეჟიმის მოხნა სავაჭრო თემად გახადოს და მოითხოვოს საქართველოს საჰაერო სივრცე? მით უმეტეს, რომ ამ საკითხზე საუბრობდნენ სამხედრო ექსპერტები...
- ნამდვილად გამორცხული არ არის საქართველოს საჰაერო სივრცეზე ლაპარაკი, მაგრამ არის სხვა ალტერნატივებიც. მე უფრო მაშინებს ის დაძაბულობა, რომელიც ყოველდღიურად მატულობს თურქეთსა და რუსეთს შორის. რუსეთს ძალიან აწყობს საომარი წერტილების სიმრავლე იმ ეკონომიკური მდგომარეობის გადასაფარავად, რაშიდაც რუსეთი მოხვდა ნავთობის გაიაფებისა და დასაველეთის სანქციების შედეგად. ამიტომ, არ არის გამორიცხული რუსეთი შეჰყვეს თურქეთთან კონფლიქტს დ აუფრო გაამწვაოს ვითარება, მით უმეტეს, რომ არც თურქეთი უდებს ტოლს. შეიძლება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გახდეს სახმელეთო ოპერაცია და შესაბამისად, ყველა იმ ტერიტორიაზე ძალების გადასროლა, რომელიც თურქეთის საზღვართან არის.
სომეხი ანალიტიკოსები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ანალოგიური მობილიზაცია გამოცხადებულია სომხეთშიც...
- საყურადღებოა ისიც, რომ ახლა ალაპარაკდნენ აფხაზები რუსულ-აფხაზური გაერთიანებული თავდაცვის სტრუქტურების შექმნაზე, მაშინ, როდესაც ამ ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა. არ გამოვრციხავ, რომ გარკვეული სამხედრო თვალსაზრისით, კავშირში იყოს თურქეთთან არსებულ დაძაბულობასთან, ვინაიდან ამ გაერთიანებულ სამხედრო ძალებში წამყავნი ფიგურა რუსეთი იქნება. სამწუხაროდ, თურქული კონფლიქტი პროვოცირებას უკეთებს რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედების დაწყებას. მეშინია საქართველოს ტერიტორია არ დასჭირდეს რუსეთს.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას, მართალია წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღო ვიზა-ლიბერალიზაცია, მაგრამ იგივე წარმატება არ ჩნდება საქართველო-ნატოს ურთიერთობაში. ჩვენ ისევ დაპირებების პროცესში ვართ. შეიძლება ითქვას, რომ საგარეო მიმართულებით ქვეყანა არ იყო წარმატებული?
- ამ შემთხვევაში მიზეზი ნაკლებად არის საქართველო. რამდენი მონიტორინგიც გაკეთდა ალიანსის ხაზით, ყველგან აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა მოთხოვნილება შესრულებული აქვს, მაგრამ რატომ ყოვნდება საქართველოს გაწევრიანების საკითხი, ამის მიზეზები საქართველოში არ დევს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ნატოს გაფართოებას არ ჩქარობს რუსული მიზეზით. მე ვიტყოდი, რომ არ ჩქარობს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რათა რუსეთმა არ განახორციოელოს იმ ტიპის აგრესია, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს.
რუსეთი შეჩვეულია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, ამიტომ მის გაღიზიანებას ერიდებიან. გასაგებია, რომ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგეს და ამიტომაც დადგა თურქეთის მხარეს ალიანსის წევრი ქვეყნები, რომ ეს ერთიანობა გასაგები გახადონ რუსეთისთვის, მაგრამ ის, ვინც ჯერ არ არის ნატოს წევრი, მაგრამ აპირებს წევრობას, შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს.
მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო 2015 წელი შიდა პოლიტიკური პროცესების მხრივ. თუმცა, 2016 წელი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, იანვარიდან საარჩევნო კამპანიაში ერთვება ბიძინა ივანიშვილიც. ყოფილი პრემიერის საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ექნება ის ეფექტი, როგორც ეს იყო 2012 წელს?
- საქართველოს პარალელურად, 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებია ამერიკაში, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესში, 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ივანიშვილი ჩაერთო პროცესში, გვახსოვს, რომ მაშინ ქართველი ერი სააკაშვილის რეჟიმისგან განთავისუფლების სურვილს ჰყავდა შეპყრობილი. ივანიშვილი, რომელიც 20 წლის განმავლობაში უჩუმრად ჩადიოდა თავის ქველმოქმედებას, ერმა სააკაშვილის პრობლემის გადამწყვეტ ფიგურადაც აღიქვა.
მაგრამ დღეს ასეთი ვითარება არ არის...
- თან, დღეისთვის ივანიშვილი ნახეს სახელმწიფოს მართვაში, ნახეს ისიც, რომ შესაძლოა, საკადრო პოლიტიკაში დაუშვას შეცდომები. გამოჩნდა ისიც, რომ ადვილად არ იღებს კრიტიკულ შეფასებებს, გარკვეული ადამიანური სისუსტეები დაინახეს ადამიანში, რომელიც მანამდე ლეგენდა იყო. ამიტომ უფრო გაუკვირდათ და უკმაყოფილონი აღმოჩნდნენ, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდნენ. ამიტომ, მეეჭვება, რომ შედეგი ისეთივე იყოს, როგორც 2012 წელს.
მაშინ ივანიშვილი პროცესებში ჩაერთო ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიით და ამიტომ უჭერდა მოსახლეობა მხარს, მაგრამ დღეს თუ ჩაერთვება მხოლოდ იმ ფრაზის მთქმელი, რომ მე „ქართული ოცნების“ ამ შემადგენლობას ვაძლევ უპირატესობასო, ეს ბევრი არაფრის მთქმელი არ იქნება.
დიდი ეფექტის მომტანი არ იქნება, სწორედ იმიტომ, რომ მოსახლეობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის კანდიდატურას, რომელიც მან შესთავაზა ამომრჩეველს, მაგრამ მერე უკმაყოფილო იყო გიორგი მარგველაშვილით. ასევე ერთგულად გაიტანა მერის საკითხიც, მაგრამ დღეს მთელი თბილისია უკმაყოფილო დავით ნარმანიას საქმიანობით.
არის რაღაცა მომენტები, სადაც ივანიშვილის სიტყვა არ გამართლდა. ამდენად, მის სიტყვას დღეს ის ძალა არ ექნება, რაც ჰქონდა 2012 წელს. თუკი, ამ პროცესში შემოვა როგორც შემფასებელი, არ მგონია, რომ შედეგი მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ თუკი, მისგან თანამდებობის დაკავების იმედი გაუჩინა მოსახლოებას, მაშინ გაცილებით მეტი მომხრე გაუჩნდება „ქართულ ოცნებას“, ვიდრე დღეს.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში, როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს მას?
- ბურჭულაძეს ოფიციალურად ჯერ არ დაუფუძნებია პარტია, მაგრამ დავუშვათ, რომ შემოვიდა პოლიტიკაში იმ გუნდთან ერთად, ვისზეც არის ლაპარაკი, რაც მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდება, მით უფრო მოიგებს მოქალაქე. მეორე მხრივ მეჩვენება, რომ როგორც ბურჭულაძე, ასევე სხვა შესაძლო ფიგურები, რომლებიც შეიძლება გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე და მათ შორის უკრაინელი კოსმონავტი, აგვიანებენ პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლას. მოსახლეობას სჭირდება შეგუება ამბიციებთან. მნიშვნელოვანი ამბიციის ჩვენება, რომ შეუძლია საქმის კეთება, ამას ყველაფერს დრო უნდა, დრო კი, უკვე, ცოტაა.