პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, მთავრობის შემადგენლობას რამდენიმე მინისტრი დატოვებს.
როგორც for.ge-ს სამთავრობო კულუარებში განუცხადეს, ფინანსთა მინისტრის პოსტს ნოდარ ხადური დატოვებს, რომელსაც ამ თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს.
თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება ახალ პრემიერ-მინისტრს, წყაროს ცნობით, ის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, რომლის შემცვლელად მიხეილ ჯანელიძე მოიაზრება, მაგრამ ამის თაობაზე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს.