კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი თუ ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, 60%-ს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, 3%-მა არ იცის ვის მისცეს ხმას, 2% კითხვას არ პასუხობს - ასეთია „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოკითხული 1881 ადამიანის განწყობა, რომლის მიმართ ნდობა არ აქვს არც ხელისუფლებას და არც ექსპერტების ნაწილს.
გამოკითხვა, რომელიც NDI-იმ ჩაატარა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. NDI-მ მორიგი სოციოლოგიური კვლევა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის მიხედვით 30% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია. 18% აცხადებს, რომ პირველი არჩევნების მიხედვით მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“დგას, ხოლო მეორე არჩევანის მიხედვით 4%. „ნაციონალური მოძრაობა“ - პირველი არჩევანი 14%, მეორე არჩევანი - 3%; „თავისუფალი დემოკრატები“ - პირველი არჩევანი - 9%, მეორე არჩევანიც - 9%; „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ - პირველი არჩევანი - 5%, მეორე არჩევანი - 3%; „ლეიბორისტული პარტია“ - პირველი არჩევანი - 5%, მეორე არჩევანი -4%; „პატრიოტთა ალიანსი“ - პირველი არჩევანი - 4%, მეორე არჩევანი -3%.
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 16% ხმას „ქართულ ოცნებას“ აძლევს, „ნაცმოძრაობას“ - 10%. გამოკითხულთა 35% -მა ჯერ არ იცის ვის მისცემს ხმას, ამ კითხვას 15%-მა არ უპასუხა. 7% კი გადაწყვეტილი აქვს, რომ ხმას „თავისუფალ დემოკრატებს“ მისცემდა. გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ ხმას ნინო ბურჯანაძის პარტიას მისცემს; ასევე ტრადიცულად გამოკითხულთა 3% აძლევს ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“ და „პატრიოტთა ალიანსს“.
კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს მიიღებდით თუ არა მონაწილეობას - გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა. ხოლო კითხვაზე, „ხვალ რომ არჩევნები იყოს რომელი პარტია გაიმარჯვებდა“, NDI-ის მიერ გამოკითხული 33% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, 9% თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 5% „თავისუფალ დემოკრატებს“ ასახელებს. ხოლო კითხვაზე - რომელ პარტიას არ მისცმებდით ხმას არასოდეს? - გამოკითხულთა 21% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 16% „ქართულ ოცნებას“, 25-%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს, NDI-ის რესპოდენტთა 19% მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად რუსეთთან ურთიერთობას „ქართული ოცნება“ გაუმკლავდება, 6%-6% კითხვაზე პასუხად „ნაციონალურ მოძრაობას“ და „თავისუფალ დემოკრატებს“, ხოლო 12% „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“. ხოლო კითხვაზე, ვინ გაუმკლავდება ყველაზე ცუდად რუსეთთან ურთიერთობას? 41% კითხვაზე პასუხი არ აქვს, 27% „ნაციონალური მოძრაობას“ ასახელებს, 8% „ქართულ ოცნებას“, 1% „თავისუფალ დემოკრატებს“, ხოლო 2% „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ ასახელებს.
რაც შეეხება ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობას, პასუხები ასე გამოიყურება: 17% „ქართული ოცნება“, 19% „ნაციონალური მოძრაობა“; 11% „თავისუფალი დემოკრატები“; 2 „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“.
კითხვაზე, „თქვენი აზრით, ყველაზე ცუდად რომელი პოლიტიკური პარტია გაუმკლავდება ევროკავშირთან ურთიერთობას?“, პასუხები ასე გადანაწილდა: 14% „ქართული ოცნება“, 8% „ნაციონალური მოძრაობა“; 0% „თავისუფალი დემოკრატები“ 3% „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ -50%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის; 9% კი აცხადებს, რომ - არც ერთი პარტია.
ხოლო კითხვაზე, რომელი პარტია გაუმკლავდება ყველაზე კარგად ნატო-სთან ურთიერთობას? პასუხები ასე გამოიყურება: 16% - „ქართული ოცნება“, 20% - „ნაციონალურ მოძრაობა“, 11% - „თავისუფალი დემოკრატები“; 1% - „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“; 32%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 12% თვლის, რომ ვერც ერთი პარტია არ გაუმკლავდება ნატოსთან ურთიერთობას.
რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი პარტია გაუმკლავდება ყველაზე ცუდად ნატო-სთან ურთიერთობას? -51%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 14% „ქართული ოცნებას“ ასახელებს; 7% -„ნაციონალურ მოძრაობას“; 0% - „თავისუფალ დემოკრატებს“; 4% - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“.
გამოკითხულთა 69%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი, 21% -ისთვის კი მიუღებელია. კვლევის თანახმად იკვეთება ტენდენცია, რომ სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებს შორის ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა მაღალია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 4%-ით შემცირდა, თუ 2015 წლის აგვისტოში გამოკითხულთა 28% აცხადებდა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის და ყაზახეთის მიერ, 2015 წლის ნოემბერში მათი რიცხვი 4%-ით შემცირდა და 24% შეადგინა.
გარდა ამისა, NDI-ის კვლევის თანახმად, მეგობრებთან პოლიტიკურ მოვლენებზე სატელეფონო საუბრისას გამოკითხულთა 50% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს. NDI-ის კვლევში მოხვდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავა, კვლევის თანახმად, 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა, უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებულია და მედიის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება. ამ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა 21%, 14%-ის პოზიცია გაურკვეველია, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 11%-მა.
ხოლო კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რეიტინგები ასე გამოიყურება: სიღარიბე- 29 %, ტერიტორიული მთლიანობა - 29 %, პენსიები – 28 %, ფასების ზრდა/ინფლაცია – 26 %, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობა – 20%, ხელფასები -17 %, ადამიანის უფლებები – 13 %, განათლება – 12%, რუსეთთან ურთიერთობა – 10 %. ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები და სამართლიანობის აღდგენა გამოკითხულთა 9-9 %-ს მიაჩნია.
როგორც წესი, NDI-ის მეთოდოლოგია და მიზნები აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება ხელისუფლებისთვის და ექსპერტთა ნაწილისთვის. კვლევებთან დაკავშირებით არ იცვლება თავდაცვის მინისტრის პოზიცია. როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, ამ ვარჯიშის მიზანს ნამდვილად ვერ ვხვდება. NDI-ს კვლევებზე კომენტარს არ აკეთებს იუსტიციის მინისტრი, რომლის განცხადებით, ეს მისთვის თემა არ არის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით კი, მან არ იცის საიდან იღებენ ამ მონაცემებს.
„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ NDI ამ კვლევებს რაღაც სიხშირით აქვეყნებს, სადაც სხვა შეფასებებთან ერთად პოლიტიკოსების რეიტინგებიც არის, სადაც ჩემი თავიც არც თუ იშვიათად მინახავს. გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი საიდან იღებს ეს ხალხი ამ მონაცემებს“, - აცხადებს დავით სერგეენკო.
NDI-ის კვლევის მიმართ ნდობა არ აქვთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საქართველოსნაირ ქვეყანაში 6 თვიანი საარჩევნო კამპანიაც კი საკმარისია სერიოზულ რეზულტატს მიაღწიო.
„ჩვენს ხელისუფლებას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება გამოკითხვის მიმართ, რადგან რომელი კვლევითი ორგანიზაციაც ატარებს ამ სამუშაოებს, არ იმსახურებს ნდობას. ვინც იცნობს საარჩევნო ტექნოლოგიებს და ვინც იცის საარჩევნო კამპანია როგორ წარმართოს, გარწმუნეთ, რომ არა თუ 10-11 თვე, 6 თვეც საკმარისი დროა საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომ ჭკვიანური საარჩევნო კამპანიის წარმოების შემთხევაში, სერიოზულ რეზულტატზე გახვიდე“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
ხელისუფლების მსგავსად, IND-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, ვისი სახსრებით ხდება ასეთი კვლევის ჩატრება, რა ფუნქცია გააჩნია NDI-ასეთი კვლევების ჩატარებისას და ვინ არის მისი ქართველი პარტნიორი, რომელიც უშუალო შეხებაშია რესპოდენტებთან.
„თუ იგივე სიტუაციაა, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო, ანუ შვედურ-ამერიკულ-ქართული ჯგუფი, რომელიც წლებია ჩამოყალიბებულია, თანხებს გამოყოფს შვედეთის ორგანიზაცია, იღებს ამერიკის დემოკარტიული ინსტიტუტი და ქართველი სუბიექტი, რომლის დამფუძნებლები ჩარჩენილი არიან 2011 წელში, მათ მხოლოდ ერთი სუვრილი გააჩნიათ, განაგრძონ არსებობა მათი პროექტების დაფინანსებისთვის და არ დაუშვან სხვა სუბიექტი, რომელიც ჩაატარებს ობიექტურ კვლევას. უნდა მივუსამძიმროთ შვედეთის გადასახადის გადამხდელებს, რომ მათი სახსრები ასე უშედეგოდ იფრქვევა ჰაერში“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
როგორ პოლიტოლოგი აცხადებს, საინტერესოა კვლევის თარიღები, რომელიც რატომღაც ემთხვევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს.
„ასევე, ძალიან საინტერესოა სიმცირე როგორც გამოკითხული პერსონების, ასევე გაუგებრობა, ტერიტორიულად სად ხდებოდა ამ კვლევის განხორციელება. სხვაგვარად უხერხული იქნება ვილაპარაკოთ პროცენტებზე და დამოკიდებულებაზე. ახია საქართველოზე, რომელიც თავად საკუთარი ბიუჯეტით არ ცდილობს დამოუკიდებელ პროფესიონალთა ჩართვას ასეთ კვლევებში.
ჩემთვის ცნობილია, რომ არაერთმა პროიფესიონლმა გამოთქვა ამ ორგანიზაციასთნ თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ არავინ დაიყენეს გვრედით, გარდა იმ სუბიექტებისა, რომლებიც წლებია დიახაც, რომ ამახინჯენენ რეალობას. ვიდრე არ ნახავათ ნეიტარლური და მიუკერძოებელი სოცილოგების მიერ ჩატარებულ სრულიად მკაფიო კვლევის შედეგებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარება გააჩნიათ, მანამდე გაგვიჭირდება მტყუან-მართალის გარჩევა, რაც ვნებს ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადეობას“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.