რუსულ მხარე ამ დრომდე კომენტარის გარეშე ტოვებს რუსეთის ავიაციის მიერ სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვარიდან 5 კილომეტრში, თურქული ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის ფაქტს. თურქული მედიის ინფორმაციით, თურქულ ჰუმანიტარულ კოლონა სირიელ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ ტვირთს სირიის ქალაქ აზაზში აწვდიდა. რუსეთის მიერ განხორციელებილი ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა. არის მსხვერპლი. ბოლო მონაცემებით ავიადარტყმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთი სირიის მიმართულებით სამხედრო ძალებს ზრდის. რუსეთის გენერალური შტაბი, სირიაში დამატებით 10-12 სამხედრო თვითმფრინავის გაგზავნას გეგმავს. ამ დროისათვის სირიაში რუსეთს 12 მოიერიშე „სუ 25“ და 12 ბომბდამშენი „სუ 24“ ჰყავს. ასევე ბაზაზე იმყოფება 12 ვერტმფრენი „მი24“ და 3 „მი 8“. გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსული ბომბდამშენები გამცილებლის თანხლებით იფრენენ.
რუსეთის პარალელურად, სამხედრო ძალებს აძლიერებს ოფიციალური ანკარა. თურქეთმა სრულ მზადყოფნაში მოიყვანა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალები. ასევე, მძიმე ტექნიკა გადასროლილია საზღვრისპირა რაიონებში. პრეზიდენი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი უკან დახევას არ აპირებს და კვლავაც დაიცავს ქვეყნის უსაფრთხოებას.
საერთაშორისო კოალიციის ლიდერები აცხადებენ, რომ თურქეთს საზღვარის დაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ანკარასაც და მოსკოვსაც ვითრების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. დასავლელი ლიდრები ეჭვობენ, რომ ორ ქვეყანას შორის შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ახალ ინიციატივა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ფართო კოალიციის შექმნის შესახებ, რომელიც აშშ-თან და რეგიონის ქვეყნებთან ერთად, რუსეთის მონაწილეობასაც ითვლისწინებს.
სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის ვითარება საომარ მოქმედებამდე არ მივა, ვინაიდან თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. თუმცა ფიქობს, რომ შესაძლოა, ინციდენტები გახშირდეს შავ ზღვაში. მისივე განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ საქართველო გეოგრაფიულად თურქეთსა და რუსეთს შორის იმყოფება, არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობის საფრთხე.
„რა თქმა უნდა, თუ თურქეთსა და რუსეთს შორის რაიმე სახის სამხედრო დაპირისპირება მოხდა, ეს საქართველოზეც მოახდენს გავლენას. გამომდინარე იქედან, რომ საქართველო გეოგრაფიულად თურქეთსა და რუსეთს შორის იმყოფება, რა თქმა უნდა, არსებობს საკმაოდ მაღალი ალბათობის საფრთხე.
მით უმეტეს არსებობს ერთი საუკუნის წინანდელი მაგალითი, როდესაც პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთი ებრძოდა თურქეთს და საბრძოლო მოქმედებები თურქეთის ჩრდილოეთში მიმდინარებოდა, მაგრამ საქართველოც იყო გამოყენებული, როგორც ზურგი. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქმე აქამდე არ მივა, ვინაიდან დღეს თურქეთი ნატოს წევრია.
შეიძლება ინციდენტები გახშირდეს შავ ზღვაში მათ სამხედრო ხომალდებასა და წყალქვეშა ნავებს შორის. ასევე -სირია-თურქეთის საზღვარზე, სადაც ახლა ხდება ინციდენტები. შემდგომი ნაბიჯი შეიძლება იყოს ის, რომ ისევ ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავი ან შვეულმფრენი. მიმაჩნია, რომ სერიოზული კონფლიქტი არ მოხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.
პოლიტოლოგ გიორგი მჭედლიშვილის განცხდებით, თურქეთის მაგალითმა აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში გაწევრიანება. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანება გვაძლევს საშუალებას ეფექტურად დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, როგორც ეს თურქეთმა გააკეთა.
„თურქეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მას აქვს ნატოს მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი მაგალითია. ჩვენ ვიცით რამდენჯერ გადაკვეთა რუსეთის ავიაციამ საქართველოს, უკრაინის და სხვა პატარა ქვეყნების საზღვარი. დაუსჯელობის სინდრომი იმდენად განუვითარდა, რომ ვერ გათავალა რა შედეგი დადგებოდა.
ვითარება არის რთული. საქართველოს თუქეთთან აქვს სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ არის მეზობელი, თურქეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. თურქეთი ნატოს წევრია, რომელშიც ასევე ისწრაფვის საქართველო. გეოგრაფიულად საქართველო მოქცეულია თურქეთსა და რუსეთს შორის, საზღვარი გააჩნია ორივე ქვეყნასთან, შესაბამისად, შექმნილი ვითარება პოზიტიურად ვერ შეფასდება“, - აცხადებს გიორგი მჭედლიშვილი.
რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ რთულ ვითარებას, პოლიტოლოგი ამბობს, რომ როგორც თურქეთს, ასევე რუსეთს გააჩნია შიდა პრობლემები და ხშირია შემთხვევა, როდესაც საგარეო ფაქტორები ხდება შიდა პრობლემების საკომპენსაციოდ. მისივე თქმით, რეჟიმის შენარჩუნების ერთადერთ გზად რუსეთს რჩება მოჩვენებითი წარმატება აწარმოოს საგარეო პოლიტიკაში.
„რთული სათქმელია, მივა თუ არა ვითარება საომარ პროცესამდე. რუსეთის პასუხი თურქული ჰუმანიტარული ტვირთის დაბომბვა, გათვლილი იყო მოსახლეობის მხარდაჭერის შესანრჩუნებლად. ადამიანი, რომელიც კუთხეშია მიმწყვდეული, ნებისმიერ სახიფათო ნაბიჯებს დგამს, რაც უკვე საშიშია. აშკარად არადექვატური პასუხი იყო რუსეთის მხრიდან. პუტინი საკუთარი პოლიტიკის მძეველი ხდება. დერჟავიკული პოლიტიკის გამო, ხშირ შემთხვევაში, დგამს ნაბიჯს, რომელიც სინამდვილეში არ არის სასარგებლო - საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის იმიჯს კიდევ უფრო აკნინებს ჰუმანიტური ტვირთების დაბომბა. პუტინი კონფლიქტში შევიდა დასავლეთთან და ეს უკვე სახიფათოა.
ომი, უკრაინაში და საქართველოში იყო ძალის დემონსტრირება დასავლეთის თვალში, მაგრამ თურქეთის შემთხვევა არის პირდაპირი კონფლიქტი დასავლეთთან. მიუხედავად თავისი შიდა პრობლემებისა, თურქეთი არის ნატოს წევრი, ასევე არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რომელსაც საკამაოდ ძლიერი სამხედრო ძალები გააჩნია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მჭედლიშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთში, თურქეთის საელჩოზე მიტანილმა იერიშმა, რომლის შედეგად დაშავდნენ საელჩოს თანამშრომლები, ვითარება საკამაოდ გაართულა ორ ქვეყნას შორის. მაისაია ვარაუდობს, რომ სამხედრო კონტაქტები გაწყვეტის შემდეგ, გაწყდება დიპლომატიური ურთიერთობაც.
„რუსეთი ამბობს, რომ არ აპირებს თურქეთის მიმართ სამხედრო ძალის დემონსტრირებას, მაგრამ რუსები აუცილებლად შეეცდებიან შურისძიებას. ჩამოაგდებენ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებს და ეს მოხდება სირიის საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში. საკმაოდ ხშირია ფაქტი, როდესაც თურქულ გამანადგურებლებს ოპერატიულ-სადაზვერვო ღონისძიების გატარების მიზნით უწევთ სირიის საჰაერო საზღვრის გადაკვეთა.
არ გამოვრიცხავ, რომ რუსები უფრო სიღრმეში წავიდნენ და თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდონ თვითმფრინავი დემონსტარციულად. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ რუსებმა მზადყოფნაში მოიყვანეს სამხედრო სისტემები C-300 და C-400, რომლის დაჭერის რადიუსი 600 კილომეტრია, ხოლო რაკეტის გაშვების 400 კილომეტრი. რუსებს ექნებათ საშუალება, რომ თურქეთის ტერიტორიის 90% გააკონტროლონ. გარდა ამისა, რუსეთმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ბირთვული იარაღი, რაც ბევრ რამეზე მიუთითებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.