Der Spiegel: „ეს იყო ანკარის შურისძიება რუსული ავიაციის მიერ სირიელი თურქების დაბომვის გამო“

Der Spiegel: „ეს იყო ანკარის შურისძიება რუსული ავიაციის მიერ სირიელი თურქების დაბომვის გამო“

ინფორმაცია, რომელსაც დასავლეთის მედია ავრცელებს, შესაძლოა, მსოფლიოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ არა მარტო ახალი სანქციების შემოღების, არამედ სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველიც გახდეს.

„თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსულმა ავაიაციამ კასეტური ბომბები გამოიყენა სასაზღვრო რეგიონებში, სადაც განთავსებულია სირიელ დევნილთა ბანაკები“, - წერს Times -

„დევნილთა ბანაკი იამადი, სადაც ათასობით სირიელი დევნილი იმყოფება და რომელიც თურქეთის საზღვრიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, რუსულმა ავიაციამ სამჯერ დაბომბა. ცხრა ნოემებერს განხორციელებული დაბომბვისას, კასეტურმა ბომბმა მოკლა ოთხი და დაასახიჩრა რამდენიმე დევნილი, კასეტური ბომბის ნაწილები კი თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შეიძლება სწორედ ეს გამხდარიყო რეალური მიზეზი ანაკარის მხრიდან ასეთი ქმედებისა“, - განუცხადეს გამოცემას ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენლებმა.

თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, ყოფილი თურქი დიპლომატის სინგან იულგენის განცხადებით, თურქეთ-რუსეთის ინციდენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში მწიფდებოდა. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ორჯერ მოხდა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, ამის შემდეგ კი თურქეთს მაღალჩინოსანი რუსი დიპლომატები ეწვივნენ“,-განუცხადა მან ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს.

იულგენის ინფორმაციით, რუსმა მაღალჩინოსნებმა ბოდიში მოიხადეს წინა ინციდენტების გამო და აღნიშნეს, რომ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ პილოტმა უბრალოდ, თურქული ენა არ იცოდა.

„ეს იყო რუსეთის დაგეგმილი სტრატეგია. მათ უბრალოდ რამდენჯერმე მონიშნეს საჰარო სივრცის დარღვევაზე თურქეთის რეაქცია - გამოიყენებდა თუ არა ის ძალას აღნიშნულ შემთხვევაში“, - განაცხადა ყოფილმა დიპლომატმა.

დასავლეთი მაშინვე აქტიურად გამოეხმაურა აღნიშნულ ინციდენტს და თურქეთის მხარდაჭერა აშკარად გამოხატა.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მაშინვე გამოეხმაურა მომხდარს და აღნიშნა, რომ თურქეთს, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანას, უფლება აქვს დაიცვას თავისი საჰაერო საზღვრები და ტერიტორიები.

„ახლა მნიშნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რუსები და თურქები მსჯელობენ იმაზე, რაც მოხდა და იღებენ ზომებს, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია“, - აღნიშნა ობამამ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იან სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი თავის საზღვრებს იცავდა.

„ნატომ მიიღო ინფორმაცია სხვა მეკავშირეებისგანაც, რომელიც ზუსტად შეესამაბამება იმ ინფორმაციას, რომელიც თურქეთმა მოგვაწოდა“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და მხარეებს მოუწოდა თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან.

თუმცა, დასავლეთ მედიაში თურქული მხარის ქმედებების არასწორი შეფასების ტენდენციაც გაჩნდა. Financial Times -ის ინფორმაციით, თურქეთი ორმაგი სტანდარტებით თამაშობს, რაც მის პარტნიორებს საფრთხეს უქმნის.

„ეს სწორედ მაშინ ხდება, როდესაც სიტუაცია დასავლეთსა და რუსეთს შორის ნელ-ნელა გალღვა, ხოლო პარიზისა და სუიანის ტერაქტების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა სირიის შესახებ ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაზე ფიქრიც დაიწყეს“, - წერს გამოცემა.

გერმანული Der Spiegel-ის ინფორმაციით, ინციდენტი გამოიწვია არა რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ თურქეთის სასაზღვრო სივრცის დარღვევეამ, არამედ ეს იყო ანკარის შურისძიება რუსული ავიაციის მიერ სირიელი თურქების დაბომვის გამო, რომლებიც სირიული „ალ-ქაიდის“ ფილიალის „ჯაბხატ ან-ნურსას“ რიგებში იბრძვიან.

„თურქეთის ხელისუფლება გაღიზიანდა არა მარტო იმიტომ, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ოქტომბრის შემდეგ სამჯერ დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე, არამედ სირიელი თურქების დაბომბვის გამოც“, - აღნიშნავს გამოცემა.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთსა და თურქეთს შორის?

დასავლელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ვერ გაბედავს აშკარად და ღიად ომის დაწყებას თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც უძლიერესი სამხედრო ალიანსისის წევრია. კრემლის ერთადერთი რეაქცია შეიძლება გახდეს თურქეთის მომხრეების პოზიციების დაბომბვა სირიაში.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ხელისუფლება რუსი ტურისტების შესახებ სპეციალურ კანონს იღებს, კრძალავს რუსეთის ტერიტორიაზე თურქული სასოფლო პროდუქციის შეტანას და სავიზო რეჟიმის გადახედავასაც აპირებს, რუსი ექსპერტები ხელისუფლებას კიდევ უფრო მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

რუსული Regnum-ის აზრით, თურქეთმა მსოფლიო მესამე მსოფლიოს ომის წინაშე დააყენა. ექსპერტი და ბლოგერი იური ბარანჩიკი „მესამე მსოფლიო“ ომის მოსურნეთა პოზიციებზე საუბრობს და ხელისუფლებას ერდოღანისთვის „ადგილის მიჩენას“ სთავაზობს.

„ბუნებრივია, რომ მესამე მსოფლიო ომის მოსურნენი, რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაზე არ გაჩერდებიან. არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში თურქეთში ტერაქტების მთელი სერია განხორციელდეს, მათ შორის რუსი ტურისტების წინააღმდეგაც. რუსეთი იძულებული გახდება აკრძალოს რუსი ტურისტების შედინება თურქეთში, რაც თურქეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაარტყამს.

ტერაქტები თურქეთის პოლიტიკაზეც მოახდენს გავლენას. რუსეთს შეუძლია თურქეთში მცხოვრებ ქურთებს დაუჭიროს მხარი და გვერდით დაუდგეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში. რუსეთმა შეიძლება გამოიწვიოს ელჩი თურქეთიდან და შემოიღოს სავიზო რეჟიმი. დროა, ერდოღანს მიეჩინოს თავისი ადგილი და გავაგებინოთ სად არის თურქეთის საზღვრები“, - წერს ექსპერტი.