ბრიტანეთის ბაზარზე ახალი პროდუქტი – ბოთლებში ჩამოსხმული კოქტეილი Nuba Cocktails გამოჩნდა. სასმელი ერთ ულუფაზეა გათვლილი და 200 მლ-იან ბოთლებშია ჩამოსხმული, ალკოჰოლის შემცველობა კი 7%-ს არ აჭარბებს. მწარმოებლის თქმით, კოქტეილი შესანიშნავი პროდუქტია ბარებისა და რესტორნებისთვის, აგრეთვე იმ დაწესებულებებისთვის, სადაც სურთ კლიენტებს კოქტეილები შესთავაზონ, მაგრამ ბარისა და ბარმენისთვის საჭირო თანხები არ გააჩნიათ.
,,ჩვენი პროდუქტით ბაზარზე არსებულ ცარიელ ნიშას შევავსებთ. ჩვენ ერთმანეთს შევადარეთ პროფესიონალი ბარმენების მიერ მომზადებული კოქტეილები და ჩვენი წარმოების კოქტეილები. უნდა გითხრათ, რომ ჩვენმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა” – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ვიქტორია ნოვისი.
vinoge.com