ბადრიჯანი ყველით

ბადრიჯანი ყველით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 1 კგ. ბადრიჯანი, 400 გ. ყველი, 4 ცალი კვერცხი, 200 გ. კარაქი, 1 კონა პიტნა, 400 გ. არაჟანი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: საშუალო ზომის ბადრიჯანს ამოვაცალოთ დანით თესლი და ნახევრად შევწვათ აირღუმელში.ცალკე გავამზადოთ სატენი: წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაფხვნილი ყველი, დაჭრილი პიტნა და კარაქი ავურიოთ ერთმანეთში და გამოვტენოთ ბადრიჯნები. დავაწყოთ კარაქწასმულ ტაფაზე და შევდგათ აირღუმელში. როცა გამზადდება, მოვასხათ არაჟანი და მივირთვათ