„სააკაშვილს ზედმეტი სახელი ეროსი კიწმარიშვილმა შეარქვა და შემდეგ, ყველა მას არმაგედონს ეძახდა“

„სააკაშვილს ზედმეტი სახელი ეროსი კიწმარიშვილმა შეარქვა და შემდეგ, ყველა მას არმაგედონს ეძახდა“

„ეს ჩანაწერები იმ ძალების მიერ არის გაკეთებული, რომლებიც უკრაინაში ებრძვიან სააკაშვილს და ამაში ჩართეს ქართული სპეცსამსახურები. მაგრამ იმდემად, რამდენადაც საკანონმდებლო ნორმათა დარღვევით არის გაკეთებული ეს ჩანაწერები, ჩვენი სამართალდამცავები ვერ გაასაჯაროვებდნენ და გასაჯაროვდა უკრაინული საიტების მეშვეობით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია, რომლის განცხადებით, არ არის გამორიცხული სააკაშვილის გადაღებული ბევრი სელფი ვნახოთ ეროტიკულ-ინტიმურ ფორმებში.

for.ge ვალერი ხაბურძანიას ესაუბრა.

უკრაინული საიტი uarevo.in.ua- ყოველდღიურად აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილის დანაციონალური მოძრაობისსაუბრის აუდიო ჩანაწერებს. ვინ შეიძლება უსმენდეს სააკაშვილს და ნაციონალებს, ვის ინტერესში შედის ამ საუბრების გავრცელება?

ვალერი ხაბურძანია: ჩემი ვარაუდით სააკაშვილი თავისივე ვირუსის მსხვერპლი გახდა. თავის დროზე მას ამერიკელებმა მისცეს ეს ვირუსი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მისი გარემოცვიდან ვინმემ გაყიდა და ხელში ჩაუვარდა კოლომოისკის, მათ მოახერხეს სააკაშვილი კომპიუტერში, უფრო, ალბათ, სმატფონში ამ ვირუსის შეყვანა, ჰაკერულად მისი გახსნა. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის გადაღებული ბევრი სელფი ვნახოთ, ალბათ, უფრო ეროტიკულ-ინტიმურ ფორმებში. თუმცა, რამდენად ინტიმურია სააკაშვილი ამას ვერ მოგახსენებთ.

ეს ჩანაწერები იმ ძალების მიერ არის გაკეთებული, რომლებიც უკრაინაში ებრძვიან სააკაშვილის და ამაში ჩართეს ქართული სპეცსამსახურები. მაგრამ იმდენად, რამდენადაც საკანონმდებლო ნორმათა დარღვევით არის გაკეთებული ეს ჩანაწერები, ჩვენი სამართალდამცავები ვერ გაასაჯაროვებდნენ და გასაჯაროვდა უკრაინული საიტების მეშვეობით. თუმცა, რადგან ასეთი ჩანაწერები არსებობს და მისი ავთენტურობა დაადასტურეს, რა თქმა უნდა, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. დანარჩენი უკვე გამოძიებამ უნდა გაარკვიოს რამდენად რეალურია ამ საუბრის შინაარსი.

რადგან ეს ჩანაწერები საქართველოს სამართალდამცავებს კანონით დადგენილი წესით არ მოუპოვებიათ, ეს ნიშნავს, რომ მისი მტკიცებულებად გამოყენება არ შეიძლება?

- არა, არ ნიშნავს იმას, რომ მისი მტკიცებულებად გამოყენება არ შეიძლება. ბევრი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ამ ტიპის საუბრების მტკიცებულებად გამოყენება მოხდეს დადგენილი წესით. მაგალითისთვის გეტყით, როდესაც მე ვიყავი უშიშროების მინისტრი, საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა, რომ თუ მტკიცებულება მოპოვებულია კანონის დარღვევით, ის მტკიცებულებად აღარ ითვლება. როგორც კი მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება და უშიშროება ჩააბარეს ადეიშვილს, მე ვუთხარი, რომ კონსტიტუციაში არსებული ეს ჩანაწერი ხელს გვიშლიდა-თქო. პირველივე, რაც გააკეთეს იყო ის, რომ კონსტიტუციაში არსებული ეს მუხლი გააუქმეს. ახლა კეთილი ინებონ და თავიანთი მიღებული კანონებით აგონ პასუხი.

ეს სატელეფონო საუბრები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს? დაწყებულია გამოძიება, მაგრამ გამოძიების დეტალები არ ხმაურდება, რადგან საქმესსაიდუმლოგრიფით ადევს...

- სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ვხედავ გრიფის დასადებს. რაც შეეხება მოპოვების ტაქტიკას, ეს ნაწილი შეიძლება გრიფით „საიდუმლო“ იყო. როგორც გითხარით, ამ საუბრების მტკიცებულებად გამოყენება შესაძლებელია თუკი პროკურატურა ჩაატარებს დამატებით საგამოძიებო მოქმედებას. ამოღებული უნდა იქნას ამ პირების სატელეფონო საუბრების ამონაწერი, რამდენად ემთხვევა ეს საუბრები დროის თვალსაზრისით, ამის შემდეგ უნდა მოხდეს ხმის ავთენტურობა.

მაგრამ რად გვინდა ამდენი წვალება, როდესაც ბოკერიამ, ხოლო გვარამიამ სრულად აღიარა, რომ ეს საუბრები არის ავთენტური. ვფიქრობ, გვარამიას იმედი აქვს, რომ მის საუბრებში კრიმინალის ელემენტები არ ჩანს, მაგრამ შეგახსენეთ, რომ ინტელექტუალური მხარდაჭერის მუხლი ჯერ კიდევ არსებობს, რითაც თავის დროზე დასაჯეს ირაკლი ბათიაშვილი. ვფიქრობ, ეს მუხლი უნდა გამოიყენონ და პასუხისგებაში მისცენ გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია.

რამდენად შესაძლებელია, რომ სააკაშვილის და ზოგადად, ნაციონალების გეგმაში იყო პროცესების რევოლუციური გზით განვითარება?

- ერთი, რომ თვითონ საუბრობს, მეორე - მის მიერ უკვე განხორციელებულია რევოლუცია, მესამე - მათი შინაგანი ბუნება და სამართლებრივ პოლიტიკური მრწამსი. სააკაშვილი თავის ბუნებით არის მნგრეველი რევოლუციონერი. მინდა შეგახსენოთ, რომ მას ზედმეტი სახელი „რუსთავი 2“-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა შეარქვა და შემდეგ, ყველა მას არმაგედონს ეძახდა. შიდა საუბარში მიშას მიმართ იყენებდნენ ტერმინს - არმაგედონი, მაგრამ სანამ პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი გახდებოდა, მას შიდა საუბრებში გიჟს ეძახდნენ.

თქვენ საიდან იცით რას ეძახდნენ სააკაშვილს შიდა საუბრებში მისი გუნდის წევრები?

- ეს ვიცი იმ ურთიერთობიდან, რა ურთიერთობა მქონდა მაშინ ეროსისთან. ეს ტერმინი ჩემთან უხსენებია ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძეს, წვრილმან ნაციონალებს, რომლებიც მაშინ დადიოდნენ ჩემთან.

ბატონო ვალერი, რომ დავაზუსტოთ, თქვენ თვლით, რომ მათ გეგმაში შესაძლოა შედიოდეს რევოლუციური სცენარი?

- მათთვის დღეს ყველაზე მთავარია რევოლუციური სცენარი. დანარჩენი სცენარი ეს არის პროგრამა მინიმუმი. ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს რევოლუციის პრევენცია.

როგორ? გამოძიების დაწყება არის პრევენცია?

- რევოლუციის პრევენცია ხდება რამდენიმე საშუალებით. პირველი - მოკლევადიან პერიოდში უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური ცხოვრების მონაცემები და პარამეტრები. მეორე - უნდა მოხდეს რევოლუციური საქმიანობის პრევენცია და მესამე - მოხდეს იმ ხალხის დაკავება, რომლებიც ამ რევოლუციურ გეგმაში დანაშაულებრივი გზით არიან ჩართული. ანუ, თუ მათ მოქმედებებში და განცხადებებში იკვეთება კონკრეტული დანაშაული, ნუ მოერიდებიან ნურავითარ უცხოელებს და „სახალხო პარტიის“ განცხადებებს და ა.შ. გააკეთონ ის, რასაც აკეთებდა სააკაშვილი. სააკაშვილსაც უკრძალავდნენ ვიღაც-ვიღაცეების დაკავებას, მაგრამ ფაქტის წინაშე აყენებდა ამ ხალხს. კაცმა ომი დაიწყო და ისე დააყენა ამერიკელები ფაქტის წინაშე. თუ არ დააკავებს ეს ხელისუფლება, მაშინ მოვა ახალი ხელისუფლება, რომელიც დააკავებს ამ ხელისუფლებას.

ამას ვამბობ როგორც იურისტი. როგორც გავიგე წულუკიანი არჩევს გენერალურ პროკურორს, მე ვაცხადებ თანხმობას ამ თანამდებობაზე. რითი ვარ ცუდი კანდიდატი, რა უნდა დამიწუნონ? თუ პოლიტიკის გარეშე დააყენებენ მთლიანად პროკურატურას და ამის სამართლებრივ საფუძველს შექმნიან, მე უარს ვაცხადებ ჩემს საგარეო-პოლიტიკურ შეხედულებებზე და ჩემი ორინეტირი იქნება საქართველოს კონსტიტუცია და კანონი.

ამბობთ, რომ გინდა გახდეთ ქვეყნის მთავარი პროკურორი, აი, ამ ჩანაწერებიდან გამომდინარე, რას იზამდით, დააკავებდით ამ ადამიანებს?

- მე ვიძლევი გარანტიას, რომ აი, ამ ხალხს, ვინც დასაკავებელია, ყველას დავაკავებ. პირველ რიგში, სასწრაფოდ, დაუსწრებლად ბრალს წავუყენებდი მიხეილ სააკაშვილს, ასევე ბრალს წავუყენებდი ბატონ ბოკერიას და გვრამიას. კარგად არ მომისმენია გივი თარგამაძის და ნუგზარ წიკლაურის საუბრები, თუმცა თარგამაძეს ბევრი რამის გამო ეკუთვნის ბრალის წაყენება. აი, ასე მოვიქცეოდი.