კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 01/05/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 01/05/11, video)



 1.ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, - ევროსასამართლოში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ყველაზე რეზონანსული საქმის განხილვა დასრულდა. სტრასბურგმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი დარღვეულად სცნო. ევროსასამართლოს განაჩენი ხელისუფლებამ საკუთარ ინტერესებს მოარგო და გამარჯვებაც იზეიმა. თუმცა აქვთ თუ არა საზეიმოდ საქმე ნაციონალებს.

კვირის რეპორტაჟი იმ უცნობ დეტალებზე გვიამბობს, რომლებიც ერთი შეხედვით მარტივი გამოსაძიებელი იყო. თუმცა არც შსს, არც პროკურატურა და არც სასამართლო ამ მნიშვნელოვანი ფაქტებით არ დაინტერესებულა. სისხლის სამართლის საქმე, რომელმაც სტრასბურგი გააოგნა...

2.როგორ გამდიდრდა თბილისის მერის უახლოესი გარემოცვა. წავკისის ყველაზე პრესტიჟულ და ძვირადღირებულ ნაწილში სამი ვილა შენდება. აქ მცხოვრები ადამიანები კი მათ მესაკუთრეებად სწორედ ქალაქის მერის, გიგი უგულავას გარემოცვას ასახელებენ. რამდენი მილიონი უჯდება მუნიციპალური საწარმოს ”თბილისის წყალი” დირექტორს წავკისის სასახლე და რა ბიზნეს-ურთიერთობები აკავშირებს გეგა ქელბაქიანს გიგი უგულავასთან, ანა გოჩაშვილი გვიამბობს...

3. ეს ბიზნესმენი, პრეზიდენტის მოწოდებაზე უცხოეთიდან დაბრუნდა. მას ყვარლის რაიონში იუსტიციის მინისტრის ნათესავები წილში ჩაჯდომას სთხოვდნენ. იმართება თუ არა რეგიონები, ისევ შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით. ნახეთ იმედა დარსალიას სიუჟეტი.