„ნაციონალური მოძრაობის“ და რუსეთის ენერგოსისტემის იატაკქვეშა ფლირტი

„ნაციონალური მოძრაობის“ და რუსეთის ენერგოსისტემის იატაკქვეშა ფლირტი

საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვას ითხოვს მთავრობის სხდომაზე გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესაბამისი წერილით მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას. მაია ცქიტიშვილის მიერ გაგზავნილ წერილშია ნათქვამია, რომ საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვას საქართველოს პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებიან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილ წერილს განიხილავს და მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედებს. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრემიერმა, კახი კალაძემ „გაზპრომის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართა, ხოლო „გაზპრომმა“ ქართულ მხარესთან კიდევ ერთ მოსალოდნელ შეხვედრაზე გააკეთა განცხადება.

მთავრობის მეთაური ოპონენტებს ახსებს, როგორ აღმოჩნდა საქართველოს სტრატეგიული ობიექტები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და მანამდე რუსეთის ხელში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, „გაზპრომთან“ დაკავშირებული საკითხის წამოწევა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სპეკულაციის შედეგია.

„კიდევ უფრო მეტად - ორმაგად და სამმაგად უსამართლობაა, მოისმინო კრიტიკა ისეთი ადამიანებისგან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს - ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ - აღარ მინდოდა ამ სიტყვების გამოყენება, მაგრამ მაინც მომიწია - მთელი სტრატეგიული ობიექტები აღმოჩნდა რუსეთის ხელში. სწორედ წინა მთავრობა აპირებდა გაზსადენის გაყიდვასაც.

ამ ყველაფრის ფონზე, კახა კალაძის ერთი შეხვედრა „გაზპომის“ წარმომადგენლებთან გახდა რაღაც საოცარი აჟიოტაჟის საფუძველი. მიზანი არის ერთი - მოხდეს აქცენტის გადატანა ნაკლებად საინტერესო საკითხებზე და არ მოხდეს მთავარზე კონცენტრირება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს ინფორმაციის მიღების პრობლემა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„უმჯობესია, პრემიერ-მინისტრმა უპირველესად მის გარემოცვას მისცეს შენიშვნები, რომელიც ურთიერთგამომრიცხავ მესიჯებს აჟღერებს“, - ეს განცხადება უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ივლიანე ხაინდრავამ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მთავრობის მეთაურის შეფასებას, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებული საკითხის წამოწევა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სპეკულაციის შედეგია. 

ივლიანე ხაინდრავა აცხადებს, რომ „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები კითხვებს აჩენს, რომლებზეც პასუხი უნდა გაეცეს.

„ალბათ, ჯობს, პრემიერმა პირველ ყოვლისა, თავის გარემოცვას მისცეს შენიშვნები, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო, ხანდახან გამომრიცხავ მესიჯებს აჟღერებს. გვაქვს ვითარება, როცა პრემიერი ამბობს, რომ არ იცის, რაზე საუბრობს ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან ბრიუსელში, ხოლო შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რის თაობაზე საუბრობს სასწრაფოდ ბაქოში გაფრენილი პრემიერ-მინისტრი. ეს ბუნებრივია, იწვევს ლეგიტიმურ კითხვებს“, - განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

ხელისუფლებას „გაზპრომთან“ ფარულ მოლაპარაკებაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა“ და თვლის, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკებს შეიცავს. ნაციონალების მტკიცებით, „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკება ადასტურებს, რომ სტრატეგიულ ობიექტები რუსეთის ხელში გადადის.

ყოფილ ხელისუფლებას არგუმენტეს უწუნებენ ანალიტიკოსები და ახსენებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავად იყო დაინტერესებული „გაზპრომისთვის“ მიეყიდათ მაგისტრალური გაზადენი. თუმცა, მაშინ გაზპრომთან მოლაპარაკება ამერიკული მხარის ჩარევის შედეგად არ შედგა.

მეტიც, ნაციონალების მმართველობის პერიოდში ქვეყანაში შემოსული რუსული კომპანების სია ასე გამოიყურება - რუსული კომპანია „რაოესი“ ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“ ხრამი 1; „რაოესი“ ხრამი 2; „რაოესი“ ხრამი 3; „რაოესი“ ხრამი 4; „რაოესი“ ხრამი 5; „რაოესი“ვარციხე 1; „ინტერ რაო“ ვარციხე 2; „ინტერ რაო“ ვარციხე 3; „ინტერ რაო“ვარციხე 4; „ინტერ რაო“ გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი - კომპანია; „ინტერ რაო“ გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი.

კომპანია „ინტერ რაო“ მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვოლტიანი ხაზები; კომპანია „ინტერ რაო“„მადნეული“; რუსული კომპანია „პრომიშელ ინვესტი“ „კვარციტი“; „პრომიშელ ინვესტი“; „აზოტი“; „პრომიშელ ინვესტი“; ზესტაფონის „ფერო“; „პრომიშელ ინვესტი“; ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია „გაზპრომი“; გაზგამანაწილებელი კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია „გაზპრომი“; შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“. რუსული კომპანია „გაზპრომი“ საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან - რუსეთის რკინიგზა; ელმავალმშენებლი ქარხანა - კომპანია „დემა კომპიუტერი“ არამიანცის, თბილისის N1 საავადმყოფო; რუსული კომპანია „ბატუსი“; თბილისის წყალი - რუსული კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ფაუერი“; რიონჰესი - კომპანია „ენერჯ ინვესტი“ გუმბათი 2; კომპანია „ენერგო პრო“გუმბათი 2; კომპანია „ენერგო პრო“; „ვითიბი ბანკი“ „ლუკოილი“ და „ბილაინი“ - ეს იმ რუსული კომპანიების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც სწორედ, საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველოს დროს შემოვიდა.

საომარი რიტორიკის კვალდაკვალ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ წარმატებით ხდებოდა რუსული კომპანიებისთვის ენერგეტიკული კომპანიების თუ სხვა ობიექტების გადაცემა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია „გაზპრომისთვის“ მაგსიტარლური გაზსადენის მიყიდვის თემა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონდა და ეს ხდებოდა კახა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში.

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, პროცესში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჩაერთო და ძალიან კატეგორიულად მოსთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯი არ გადაედგა.

„დღეს მათი ეს ისტერიკა ყალბ შთაბეჭდილებას ტოვებს და გასაგებია, რომ მათი მოტივი არის წმინდა პოლიტიკური და არა შინაარსობრივი. ყვალას კრგად გვახსოვს აგვისტოს ომიდან ძალიან მალე როგორ დაიწყო ხელისუფლებამ რუსეთთან მოალაპარაკება „ენგურჰესის“ გასხვისების თაობაზე. გაფორმდა კაპიტულაციის პირობების მქონე მემორანდუმი რუსეთთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

მისივე განცხადებით, იმ პერიოდში საქართველოში რუსული ბიზნესის ლობისტი იყო კახა ბენდუქიძე. ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ჰქონდა, როგორც კორუფციული ასევე კომერციული ინტერესები.

„შემიძლია გაგახსენოთ ერთი ფაქტი, ერთ-ერთ ობიექტთან დაკავშირებით გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობდა უკრაინური კომპანია და რუსული „ევრაზჰოლდინგი“ - პირდაპირ ფე-ეს-ბეს ნომენკლატურა. ტენდერი რომელიც წარმოუდგენელი დარღვევით ჩატარდა, ჯვარედინი დაკითხვის სახე მიეცა ყველაფერს. ტენდერი ჩაატარა ბენდუქიძემ და შესაბამისად, ამ ტენდერში გაიმარჯვა „ევრაზჰოლდინგმა“. რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ აკეთებდა, დღეს იმაში ადამანაშაულებს ხელისუფლებას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის განცხადებით რუსეთის ენერგოსისტემის და „ნაციონალური მოძრაობის“ იატაქვეშა ფლირტი არანაიარ საიდუმლოებას არ წარმოადგენს. მისივე განცხადებით, 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტების სიიდან ამოიღო გაზსადენი იმ მიზნით, რომ უპრობლემოდ გაესხვისებინაათ რუსული კომპანიისთვის.

„რაც შეეხება 2008 წლის ნაომარი ქვეყნის უპირველეს საიდუმლოს, ეს აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელსაც ქართული მხრიდან ხელს აწერდა ენერგეტიკის მინისტრი ხეთაგური და მისი ურყევი მეგობარი ქალბატონი დვალიშვილი, რომელიც დღესაც ძირითადი საყრდენია ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელის. ენერგეტიკული ქმედებების გასამყარებლად, იყო ის ქალბატონი, რომელიც დღემდე მალავს იმ დოკუმენტის შინაარსსს, რასაც ხელი მოეწერა 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

ისევ ამერიკელებმა მოახერხეს, რომ გაზსადენი არ გასხვისებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ

სააკაშვილის დროინდელმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზსადენი ამოღებული ყოფილიყო სტრატეგიული ობიექტების სიიდან.

„ჩვენი მთავარი აუდიტი, ბატონი თორდია, რომელიც მაშინ გახლდათ ადამიანის უფლებათა „თავდასხმის კომიტეტის“ თავმჯდომარე და არა მათი დამცველი, ღია შეხვედრებზე თავხედურად ბრძანებდა, რომ ეს მისი ინიციატივაა, რომ მაგისტრალური გაზსადენი არ იყოს ასეთ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტად ჩათვლილი. ჯიუტად ამტკიცებდა ამხანაგი თორდია, რომ დიახ, ის იყო გაზსადენის გასხვისების ავტორი, თუმცა მყიდველი რუსეთის გარდა ვერავინ ვერ დაასახელა. იქნებ, ახლა იკადროს „სოკარში“ დაბინავებულმა ხეთაგურმა და მოუყვეს საზოგადოებას რას მოაწერა ხელი 2008 წელს.

მეტიც, „ჩვენ გვახსოვს უნიათო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორ ვერ შეუშალა ხელი „თელასის“ გარუსებას, მაშინ როდესაც თავდაპირველად „თელასი“ამერიკული კომპანიის მმართველობის ქვეშ იყო. ამიტომ, დღეს ნაციონალების მხრიდან „გაზპრომზე“ საუბარი არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.