„ხვალ ვნახავთ ვინ იმღერებს ნაციონალების დაკრულზე“

„ხვალ ვნახავთ ვინ იმღერებს ნაციონალების დაკრულზე“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს. პარტიის ლიდერების განმარტებით, პოლიტიკურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს გამართვენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

for.ge ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობავადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ბატონო ირაკლი, შესაძლებელია უმრავლესობაში ამ საკითხზე დაიწყოს მსჯელობა?

ირაკლი სესიაშვილი: პირველი - ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დიდი სახსრები სჭირდება, რაც არ არსებობს. მეორე - „ნაციონალურ მოძრაობას“ სჩვევია პოლიტიკური საპნის ბუშტების გაბერვა, ეს საპნის გუშტი გუშინ გაბერეს და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაუსკდებათ. მესამე - შეგახსენებთ, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ რამდენჯერმე დაანონსეს, რომ ბრუნდებოდნენ, მაგრამ ეს პოლიტიკური ჭორაობაც ისტორიას ჩაბარდა და ბოლოს, კარგად გვახსოვს, როგორ აანონსებდნენ გრანდიოზულ აქციებს, ესეც როგორც საპნის ბუშტი ისე გასკდა. დღეს მათ აქვთ საპარლამენტო ტრიბუნა, რომელსაც იყენებენ კიდევაც.

მმართველობის რა სტილის ჰოქნდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ზუსტად ისეთივე ოპოზიცია არიან, რომლებსაც თავისი პოლიტიკა აგებული აქვთ ტყუილებზე, ძალადობაზე და მოდელირებულ პოლიტიკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის არჩევნებზე ქართული საზოგადოება ამ პოლიტიკური დაავადებისგან განთავისუფლდება.

თუმცა, ნაციონალები ძალიან აქტიურად იყნებენ საერთაშორისო ტრიბუნას და ურთიერთობას ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს კიდევ ერთელ გამოჩნდა ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუციით, რომლის შინაარსი ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის...

- მართლაც, ძალიან სამწუხაროა, რომ რიგ შემთხვევებში ე.წ. რეზოლუციები პოლიტიზირებულია. ნაციონალები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ქვეყნის იმიჯს ძირს უთხრიან. მათი მმართვალობის სტილი ყოველთვის ასეთი იყო და დღეს ამ მეთოდით მოქმედებენ. ჩვენი საზოგადოება ყველაზე კარგად ხედავს რა არის რეალობა. პირადად ჩემთვის ნაციონალების ასეთი აქტიურობა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომნაციონალური მოძრაობასმიზანმიმართულად მიჰყავს პროცესები დესტაბილიზაციისკენ. ამ ვითარებაში რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ არ დაუშვას ქვეყანაში დაპირისპირება?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სჩვევია საზოგადოების მოდელირებულ რეალობაში ცხოვრება. დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოებას აპოკალიფსური სურათები დაანახონ. ამისთვის ისინი იყენებენ „რუსთავი 2“-ს და თავიანთან კონტაქტებს დასავლეთში, ეს ყველაფერი არის მათი ე.წ. ძალა, რომელიც ძალიან შორს არის რეალურ ძალასთან. რეალური ძალა ხალხშია და ხალხის არჩევანშია. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს საკუთარ ამომრჩეველთან. ჩვენს მოწინააღმდეგედ ნამდვილად ვერ განვიხილავ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებს.

და ვის განიხილავთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ?

- პირველ რიგში, ჩვენს მოწინააღმდეგედ განვიხილავთ საზოგადოების პოლიტიკურ პოზიციებს და ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწვეს. რაც ჩვენმა ხელიუფლებამ გააკეთა, უნდა შევძლოთ ამის საზოგადოებასთან მიტანა. მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და წინასაარჩევნოდ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ამაზე დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს საზოგადოებასთან. დანარჩენი, ხვალ ვნახავთ ვინ შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ მოწოდებას და ვინ იმღერებს ნაციონალების დაკრულზე.

თქვენ აღნიშნეთ, რომნაციონალური მოძრაობაიყენებსრუსთავი 2“-, შესაბამისად მინდა გკითხოთ, რას იტყვით იმ ბრალდებაზე რომელსაც არხის გენერალური დირექტორი უყენეს ხელისუფლებას, რომ მიმდინარე სასამართლო დავით დაინტერესებულია ხელისუფლება. რა კავშირი აქვს ხელისუფლებას სასამართლო დავასთან?

- არანარი კავშირი ხელისუფლებას ამ სასამართლო დავასთან არ აქვს და მით უმეტეს, არავის უზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. „რუსთავი 2“-ს აწყობს თქვას, რომ ამის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას. საუბრობს ისე, როგორც მას აწყობს და ეს სჭირდება პოლიტიკურად. როდესაც ერთი ადამიანი ითხოვს თავის კუთვნილ წილს, აქ სახელმწიფო რა შუაშია? მედიის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს იმას რაც ხდება.