„იმ უამრავი პრობლემის მიუხედავად, რაც ახალ ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო, სტარტი მაინც კარგია“

„იმ უამრავი პრობლემის მიუხედავად, რაც ახალ ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო, სტარტი მაინც კარგია“

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან 3 წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ სხვანაირად გადაფასდა, ბევრიც ისევ ისე დარჩა ან მხოლოდ სახელი შეეცვალა. შეიცვალა პრიორიტეტები და ფასეულობები, შეიცვალა საზოგადოებაც და მისი განწყობაც. როგორ აფასებენ განვლილ სამ წელს პოლიტიკოსები, ექსპერტები, ხელისუფლება და ოპოზიცია? რა არის მათი მთავარი მესიჯები და რა სურთ საზოგადოებას უთხრან მაშინ, როდესაც მომავალ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი წელია დარჩენილი?

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი For.ge-სთან საუბარში განვლილ სამ წელს პოზიტიურად აფასებს, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ვალუტების კურსთან დაკავშირებით შექმნილმა პრობლემამ ძალიან ბევრი პოზიტიური განვითარება და ტენდენცია გადაფარა. პარლამენტარს მიაჩნია, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სასამართლო, საგადასახადო და განათლების სისტემასა და მედიის თავისუფლებაში.

„საგანგებოდ მინდა აღვნიშნო საერთოდ ახალი სისტემა- ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხდარა. როდესაც ადამიანს შეუძლია აირჩიოს დ პასუხი მოსთხოვოს პირადად მის მიერ არჩეულ კანდიდატს. ოპოზიციამ რაც უნდა აკრიტიკოს არსებული საარჩევნო სისტემა, ვთვლი, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა არა თუ მარტო სისტემა, სიტყვა გაყალბება დავიწყებას მიეცა. ხაზი მინდა გავუსვა, არა მარტო როგორც მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის წარმომადგენელმა, რომ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლმა ერთად ბევრი ვიმუშავეთ, რომ სოციალური ორიენტაციის პროექტები ბიუჯეტში გაგვეთვალისწინებინა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე და სწორედ სიცოცხლის გადამრჩენი ბიუჯეტი შეიქმნა“, - აღნიშნავს დეპუტატი.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მართალია იყო ნაკლოვანებები მართვის სისტემებში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერს სისტემური ხასიათი არ აქვს, როგორც ოპონენტები ცდილობენ დაამტკიცონ. იყო ხარვეზები, საგადასახადო, სოციალურ სფეროში, განათლების სისტემაში, ვერ მოხერხდა უმუშევრობის აღმოფხვრა, მაგრამ აშკარა პროგრესი სახეზეა და ამას ადასტურებს არა ერთი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია და კვლევა, მაგრამ იმ უამრავი პრობლემის მიუხედავად, რაც ახალ ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო, სტარტი მაინც კარგია.

„ოკუპირებელი ტერიტორიები და მემკვიდრეობით მიღებული უშველებელი პრობლემები, უმუშევრობის ამხელა დონე, ბიზნესზე ამხელა წნეხი, რომელიც მემკვიდრეობით მივიღეთ, საერთაშორისო და შიდა გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნის კვალობაზე, მთავრობის გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები ნამდვილად დასაფასებელია. ვთვლი, რომ უმუშევრობის დონე არის მთავრობის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ჩვენ უნდა გადავლახოთ და ყველაფრს ვაკეთებთ ინტენსიურად, რომ როგორმე მდგომარეობიდან გამოვიდეთ“,-აცხადებს ვოლსკი.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ქვეყანაში შეიცვალა შიშის ფაქტორი, რომელსაც მაშინ ბევრი განიცდიდა და ხმამაღლა ვერც ლაპარაკობდა. ექსპერტი თვლის, რომ აღარ არის ადამიანთა მსხვერპლი, აღარ არის შიში იმის, რომ უდანაშაულოს დაიჭერენ და ქონებას წაართმევენ, ეს პროცესები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უკვალოდ გაქრა. თუმცა, შეცდომები, რა თქმა უნდა, არის და რამაზ საყვარელიძე ამ შეცდომად სახელმწიფოს მხრიდან პიარის მოუგვარებლობას და უმუშევრობას ასახელებს.

„მეჩვენება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების ხარისხი გაზარდა არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლებასა და მთავრობაშიც. იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ გაკეთდა ჯანდაცვის და განათლების სისტემაში და მოხდა ბევრი რამ ისეთი, რაც პოზიტიურად არის შესაფსებელი, მათი საზოგადოებამდე მიტანა არ ხდება. საერთოდ პიარი - როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო და არა როგორ პროპაგანდის სფერო აქამდე მოუგვარებელია. ყველა ელოდა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა მოხდებოდა და ყველა ექსპერტი ამბობდა, რომ ეკონომიკური წინსვალა იქნებოდა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა დამანაშავეთა დასჯა, როდესაც საზოგადოება ამას ელოდებოდა“,-ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ გამარჯვებული ძალა მათთვის მოულოდნელად აღმოჩნდა ხელისუფლებაში და იმდენად არ ჰქონდთ ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება, რომ ბევრი რამ ვერ მოახერხეს. თუმცა, უკმაყოფილო მოსახლეობა თუ სხვა პოლიტიკური ძალისკენ შეტრიალდება, მერე აღმოჩნდება, რომ მისითაც უკმაყოფილო იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი განვლილ სამ წელს უარყოფად აფასებს, მიაჩნია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოტყუებული დარჩა ბიძინა ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“, რადგან ეგონათ, რომ შეინარჩუნებდნენ წინა ხელისუფლების მონაპოვარს, თან განახევრდებოდა ტარიფები, დაუსაქმებელი ადამიანი ქუჩაში არ ივლიდა, პრემიები მინიმუმ 220 ლარი გახდებოდა და ყველა სახლი გადაიხურებოდა ისე, როგორც ჭორვილაშია.

როგორც მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, პირველივე წელს 780 ლარით გაირღვა ბიუჯეტი, ქვეყანამ 2014 – 2015 წწ 3 მლრდ 200 მილიონი ლარი ვალი აიღო. ვერ შექმნეს სამუშაო ადგილები და ენერგეტიკაც კატასტროფის წინაშეა; ჯანდაცვის სამინისტროს დეფიციტი კი წელს 80 მილიონი ლარი იქნება.

„ამის მიუხედავად, ჩვენი უნიათო პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ 60 000 ადგილი შევქმენით და ყველაფერი იმაზე მეტი გავაკეთეთ, რასაც დაგპირდითო. ენერგეტიკა, რომელიც იყო ყველაზე მომგებიანი დარგი, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, სამ თვეში კატასტროფის პირასაა. იმის მიუხედავად, რომ ტარიფები გაიზარდა, ესეც ვერ უზრუნველყოფს, რომ მთელ საქართველოში იყოს 24-საათიანი შუქი. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო რადარებიდნ გაქრა და ამაზე მეტი მე რა უნდა შევაფასო. საქართველო ამ სამ წელიწადში ძალიან უკან წავიდა და არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება მის წინ წასვლას“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში მიხეილ მაჭავარიანი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დღეს მიმდინარე სიტუაცაიასაც გამოეხმაურა და აღნიშნა: „მართალია, ტელეკომპანიის წინაღდეგ ის მეთოდები არ ყოფილა გამოყენებული, რაც ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, როცა იქ სპეცნაზი შევიდა, მაგრამ ტელეკომპანიას დღეს სხვა მეთოდებით ებრძვიან და ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იმის საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ კიწმარიშვილი იმიტომ არ არის ცოცხალი, რომ ის ხელს ძალინ უშლიდა ვიღაცას, კეროდ კი ივანიშვილს და ხელისუფლებას.

კიწმარიშვილი ძალიან ნათლად ამბობდა, რომ როცა ვინმე „რუსთავი 2“-ზე ლაპარაკბს, ჯერ მე ჩამხედოს თვალებშიო და ეს ჩემთვის ბევრჯერ უთქვამს პირადად, რომ მე თუ რაიმე დამემუქრება, ამ ადამიანის ხელით დამემუქრებაო. მან ზუსტად იცოდა რა მოხდა 2004 წელს „რუსთავი 2“-ში“,-აღნიშნა მიხეილ მაჭვარიანმა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია განვლილი სამი წლის დადებით მხარეებად აფასებს სასჯელაღსრულების სისტემის და შს სამინისტროს მუშაობას, რომელთა წარმატებებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღნიშნეს და საერთაშორისო კვლევებმაც დაადასტურა, რადგან საქმე აღარ გვაქვს აქციების დარბევასთან, პოლიციის მიერ ახალგაზრდების უცნაურად დახოცვასთან პირდაპირ ქუჩაში. ექსპერტს მიაჩნია, რომ დიდი წარმატებები აქვს ხელისუფლებას დევნილებისა და მიგრანტების, სოციალური პროექტების მიმართულებით.

„რა პროექტებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებდნენ, ახლა სახელმწიფომ დააფინანსა, მაგ. მიგრანტების დაბრუნების პროგრამა, ჯანდაცვის პროგრამა, დევნილებს ახალი საცხოვრებელი გადაეცათ, სოციალური ვალდებულებები გაიზარდა სახელმწიფოს მხრიდან, საქართველოს საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით პასუხი გაეცა კითხვებს. ბოლო პერიოდში შედარებით გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურული პროექტები, ის პროექტები, რომლებიც ცდილობს მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი რეგიონებში~ხება ჩემს პრეტენზიებს, ეს არისელი სოფლად, ქტები გაუმჯობესდა, ხორიელდება “, - აღნიშნავს ექსპერტი.

რაც შეეხება შენიშვნებს, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს მიაჩნია, რომ პრობლემაა ლარის დევალვაცია, საზოგადოების გაჭირვებული მდგომარეობა, შეკითხვები გააჩნია საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ხელისუფლებას გავაკრიტიკებდი შრომის კოდექსის კუთხითაც. იმის მიუხდავად, რომ წინსვლა არის, არასაკმარისია ხელისუფლების ურთიერთობა საზოგადოებასთან, რადგან ბევრი პოზიტიური შედეგი საზოგადოებამ ან არ იცის, ან არ არის საკმარისად არეკლილი“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.