ევროპას „მემარცხენეების ქარიშხალმა“ დაუბერა

ევროპას „მემარცხენეების ქარიშხალმა“ დაუბერა

რა ელის ევროპას-მემარცხენე ძალების მომძლავრება თუ კონსერვატორები შეძლებენ ძველი გავლენა შეინარჩუნონ? საბერძნეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და მემარცხენე რადიკალების - სირიზას გამარჯვების შემდეგ, დასავლეთის პრესა არცთუ ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ შეიძლება ევროპაში ახალმა ქარიშხალმა კიდევ უფრო მძალვრად დაბეროს.

ევროპის ახალ „რობინ ჰუდად“ წოდებული ალექსის ციპრასი საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებამდე ათენში ამაყად აღნიშნავდა, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ახლა ბრიუსელში უკვე მარტო აღარ იქნება და მას მხარს დაუჭერენ ესპანეთი, ირლანდია და პორტუგალია.

„რაოდენ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახლა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მარტო არ იქნება ბრიუსელში. ერთი ყველას წინააღმდეგ და მის გვერდით იქნებიან პაბლო ესპანეთიდან და ჯერი ადამსი ბრიუსელიდან, აგრეთვე პორტუგალიის პროგრესიული პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ბერძენმა „რობინ ჰუდმა“.

სირიზას და ციპრასის მხარდაჭერის და სოლიდარობის ტელეგრამები გაგზავნეს საფრანგეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივნმა პიერ ლორნმა, ესპანეთის მემარცხენე პარტიის „პოდემოსის“ ლიდერმა პაბლო იგლესიასმა, რომელსაც პარლამენტში მოსვლას უწინასწარმეტყველებენ და „ევროპის მწვანეთა“ ლიდერმა სკა კელერმა.

გერმანულმა გამოცემა Frankfurter Rundschau -მა საბერძნეთის არჩევნებში მემარცხენეების გამარჯვებას ბედის ირონია უწოდა. „საბოლოო ჯამში გაიმარჯვა შიშმა. ბერძნები თვლიდნენ, რომ ახალი დემოკრატები პოპულისტ ანტონის სამარასის ხელმძღვანელობით შეძლებდნენ კოლაფსისგან თავის დაღწევას და ევროზონაში დარჩენას. გამარჯვება კი მოიპოვეს იმ პარტიებმა, რომლებიც პასუხისმგებლებიც არიან ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის შექმნისთვის. რა არის ეს თუ არა ბედის ირონია?“, - წერს გამოცემა.

მეორე გამოცემას Frankfurter Allgemeine Zeitung-ს მიაჩნია, რომ საბერძნეთის აჩვენების შედეგები სასიხარულო არ არის. „ევროზონის ქვეყნებმა, საფინანსო ბაზრებმა და მსოფლიო ეკონომიკამ რატომ უნდა განიცადონ სიხარული? ზოგიერთი ევროპული ქვეყნების დედაქალაქებიდან ისმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ბერძნები ევროზონაში დარჩებიან. სინამდვილეში კი, ბერძნებმა და ესპანელებმაც ევროკავშირს მისცეს მანდატი, ხელმეორედ დაიწყოს კონსულტაციები“, - წერს Frankfurter Allgemeine Zeitung-ი.

სულ ცოტა ხნის წინ „პოდემოსის“ ლიდერმა პაბლო იგლესიასმა ევროკავშირი დაადანაშაუალა როგორც ესპანეთის, ისე საბერძნეთის ეკონომიკურ პრობლემებში.

„ბრიუსელის მიერ თავსმოხვეულმა მკაცრმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ვერ იმუშავა ვერც საბერძნეთში და ვერც ესპანეთში. ეს პოლიტიკა საერთაშორისო სპეკულიანტების ინტერესებს ემსახურება. ერებმა უნდა მოახერხონ და აღიდგინონ საკუთარი სუვერენიტეტი და თავი დააღწიონ საძულველ „ტროიკას“-ევროკომისიას, ევრობანკს და საერთაშორიო სავალუტო ფონდს“, - განაცხადა იგლიასმა.

ცნობილია, რომ ინგლისი და ირლანდია ღიად უჭერენ მხარს ევროზონიდან გამოსვლას, პორტუგალიამ კი არცთუ ორაზროვნად დააფიქსირა თავისი ინტერსები.

ხორვატელი ფილოსოფოსი, ბესტსელერის „რა სურს ევროპას?“ ავტორი სრეკო ხორვატი აღნიშნავს, რომ მართალია, ჯერჯერობით მემარცხენეებს ევროპარლემენტში მნიშვნელოვანი მიღწევები არ აქვთ, მაგრამ მათმა იქ ყოფნამ უკვე შეცვალა პოლიტიკური ლანდაფშატი ევროპაში.

„პოდემოსის“ ლიდერი პაბლო იგლესიასი მართალი იყო, როცა მან Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პარტიის იდეოლოგია უბრალოა - „მოქალაქეები აკეთებენ პოლიტიკას“. თუ მოქალაქეები არ ჩაერევიან პოლიტიკაში, ამას სხვები გააკეთებენ. ეს კი მათ მისცემს საშუალებს წაგვართვან დემოკრატია, ჩვენი უფლებები და ჩვენი ფული. ეს არ არის საუკეთესო რეცეპტი, როგორ ვიბრძოლოთ არა მარტო მემარჯვენეების, არამედ თანამედროვე „მშვენიერი სულების“ წინააღმდეგ?

თუ სირიზა გაიმარჯვებს არჩევნებში და ხელისუფლებაში მოვა, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს შეცვლის ევროპაში არსებულ ჩიხურ სიტუაციას. მეორე მხრივ, თუ მემარჯვენებმა შეძლეს არჩევნებში გამარჯვების მოპოვება რეალობად აქციონ, შესაძლებელია ევროპის კონტინენტი ისევ აღმოჩნდეს მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი კოშმარის წინაშე“, - წერდა სრეკო ხორვატი.

მაროკოში მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დადებითად შეაფასა საბერძნეთში ჩატარებული არჩევნები და აღნიშნა, რომ ეს არ მარტო საბერძნეთის, არამედ მთელი ევროპის წარმატებაც არის.

„ეს მნიშვნელოვანია შედეგია არა მარტო საბერძნეთისთვის, რომელიც ამჯერად ერთსულოვან უმრავლესობასთან ერთად უკვე შევა სტაბილიზაციის პერიოდში, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება ევროპისთვისაც, რომელმაც უნდა დაიჯეროს საბერძნეთის დაპირება“, - აღნიშნა ოლანდმა.

სირიზამ და „დამოუკიდებელმა ბერძნებმა“ საბერძნეთის 300 კაციან საკანონმდებლო ორგანოში 155 მანდატი მოიპოვეს, რაც მათ მთავრობის ჩამოყალიბების საშალებას აძლევს.

„ახლა ჩვენ ხელებს დავიკაპიწებთ და ვიშრომებთ თავისუფლი და ძლიერი საბერძნეთისთვის და გავათავისუფლებთ ქვეყანას კორუმპირებული პოლიტიკისგან“, - განაცხადა ბერძნების „რობინ ჰუდმა“ - ალექსის ციპრასმა.

მაშ ასე, წილი ნაყარია, საბერძნეთში მემარცხენე ძალები ზეიმობენ, რას იზამს საბერძნეთი - შეძლებს თუ არა შეცვალოს ჩიხური სიტუაცია ევროპაში, თუ ისევ სავალუტო ფონდის ტყვეობაში აღოჩნდება? - ამას დრო გვიჩვენებს.