„დასავლეთს ბევრი კონკურენტი უგროვდება რეგიონში“

„დასავლეთს ბევრი კონკურენტი უგროვდება რეგიონში“

„კავკასიას დასავლეთისთვის სატრანზიტო ფუნქცია გააჩნია და ესეც შეიძლება დაკარგოს, იმ შემთხვევაში თუ უფრო გავლენიანი კონკურენტები აღმოჩნდნებიან რეგიონში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ეს საკითხები შესახსენებელია დასავლეთისთვის.

რატომ იკავებს თავს დასავლეთი, რომ უფრო აქტიური და ქმედითი მხარდაჭერა განახორციელოს საქართველოს მიმართ და რა პრობლემა შეუქმნა დასავლეთის პასიურობამ საქართველოს, როგორც დასავლეთზე ორიენტირებულ ქვეყანას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ თ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არსებობს საშიშროება ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. მინისტრის ეს განცხადება პირდაპირი გზავნილია დასავლეთისვთის, რომ საქართველოსთან მიმართებაში აუცილებელია მკაფიო პოლიტიკის განხორციელება?

რამაზ საყვარელიძე: ეს არის პოლიტიკური და ამავე დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც გაკეთებულია იმ აუდიტორიისთვის, რომელიც უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ თუკი საქართველოსთან მიმართებაში მისი პოლიტიკა პასიური იქნა, რა თქმა უნდა, გააქტიურდება სხვა მხარე, რომელიც დაინტერესებულია საქართველოთი. დასავლეთის ამ ტიპის პასიურობამ ბევრი პრობლემა შექმნმა რეგიონში და მათ შორის 2008 წელს პრობლემა შეუქმნა საქართველოს, როგორც დასავლეთზე ორიენტირებულ ქვეყანას. იმისათვის, რომ ეს პროცესები არ განმეორდეს, მინისტრის მხირდან განგაშის ეს ინტონაცია გამართლებულია.

დასავლეთის პასიურობის ფონზე, რამდენად გამართლებულია იმის მოლოდინი, რომ პრორუსული ძალები მოვიდნენ პარლამენტში და ამის მიზეზი არის თვითონ დასავლეთი?

- თუკი დავიწყებას მიეცემა 1992-93 და 2008 წლის მოვლენები, თუ დასავლეთთან ურთიერთობის ხეირი მკაფიო და თვალსაჩინო არ გახდა, მოსახლეობის განწყობილებას პოლიტიკოსების რიტორიკა ვერ შეცვლის, ამ მხრივ მართალია თავდაცვის მინისტრის განცხადება.

იმისათვის, რომ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე არ მოხდეს შეფერხება, რამდენად საკმარისია საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა და თავისთავად საინტერესოა, რატომ იკავებს თავს დასავლეთი, რომ უფრო აქტიური და ქმედითი მხარდაჭერა განახორციელოს საქართველოს მიმართ?

- მოდით, მოვლენებს შევხედოთ დასავლეთის პოზიციიდან და გავითვალისწინოთ რუსეთის ფაქტორი, როგორც დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. რა თქმა უნდა, სახიფათოა ასეთი ენერგიული ნაბიჯები, იმიტომ, რომ რუსეთმა შეიძლება მათ წინააღმდეგ გადადგას ძალისმიერი ნაბიჯი. ამას უფრთხილდება დასავლეთი, თორემ დასავლეთისთვის პრობლემა არ არის თქვას, რომ საქართველო არის ნატოს წევრი, პრობლემა გახლავთ ის, მერე რა მოჰყვება ამ განცხადებას. როგორც ჩანს, დასავლეთს ნაფიქრი აქვს ამაზე.

ანუ, დასავლეთის ნელ ტემპში ლოგიკა არის?

- რა თქმა უნდა. საკამოდ უცნაური კვანძი იკვრება სირიის თემის გარშემო. ვიცით, რომ„ისლამურ ხალიფატთან“ დაპირისპირებაში ამერიკა და რუსეთი პარტნიორები არიან, მაგრამ ამავე დროს, ერთმანეთს არ ეთანხმებიან იმაზე, ასადი უნდა დარჩეს თუ არა ხელისუფლებაში. თან პარტნიორები არიან, თან შეუთანხმებელი პოზიციები აქვთ. პოსტსაბჭოთა ქვეყნების გაფართოების პოლიტიკა დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ დასრულდება პროცესები და რა დასკვნამდე მივლენ მხარეები. ასე რომ, ნატო-ს და ევროკავშირის საკითხი არ არის მხოლოდ ქართულ-დასავლური ურთიერთობის თემა. ბევრი ფაქტორი იღებს ამ თემაში მონაწილეობას.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ მოსახლეობაში არ შეიქმნას ნიჰილიზმი დასავლეთის მიმართ?

- საქართველოს ხელიუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობა ასე ბეჯითად უსვამს ხაზსს დასაველთთან ურთიერთობის აუცილებლობას. რუსეთიც თავისი აგრესიულობით ძალიან დაგვეხმარა ამაში, ყველასთვის ცხადი გახადა, რომ იგი სახიფათო მეზობელია. ამ ფონზე აუცილებელია გაგრძელდეს დასავლური რიტორიკა როგორც ქვეყნის შიგნით მოსახლეობაში, ისე დასავლეთთან იმ ხაზით, რა ხაზითაც იყო გაკეთებული თავდაცვის მინისტრის განცხადება, რათა მოსახლეობას არ მიეცეს დასავლეთის დავიწყების საშუალება. ასევე, დასაველთსაც არ მიეცეს საქართველოს დავიწყების საშუალება.

მხოლოდ რუსეთის ორიენტაციაზე ხაზგასმა პრობლემის შემცირებაა. გარდა რუსეთისა, კავკასიისკენ მოიწვეს სხვა ქვეყნის ინტერესებიც, იგივე „ისლამური ხალიფატი“, რომელსაც პრეტენზია აქვს კავკასიაზე; ჩინეთი, რომლის საქართველოში შემოსვლას ეკონომიკური თვალსაზრისით ნამდვილად პოზიტიური როლი აქვს, მაგრამ ეს ქმნის ალტერნატივების რაოდენობას, ანუ დასავლეთი აღარ იქნება ერთადერთი ალტერნატივა.

დასავლეთს ბევრი კონკურენტი უგროვდება რეგიონში საიმისოდ, რომ მოსახლეობის ორიენტაცია მხოლოდ დასავლეთზე იყოს მიჯაჭვული. მოგეხსენებათ, რომ დასავლეთისთვის კავკასიას სატრანზიტო ფუნქცია გააჩნია და ესეც შეიძლება დაკარგოს, იმ შემთხვევაში, თუ უფრო გავლენიანი კონკურენტები აღმოჩნდნებიან რეგიონში. ასე რომ, ეს საკითხები შესახსენებელია დასავლეთისთვის და ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ დასავლეთი თვითონ იფიქრებს ამაზე.

ისევ თინა ხიდაშელის განცხადებას, რომ დავუბრუნდეთ, ამ თვალსაზრისით რამდენად საინტერესო და სერიოზული იქნება ბრძოლა პროდასავლურ და პრორუსული ჯგუფებს შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

- თუკი არ იქნება პროდასავლურობის საფუძველი, მხოლოდ რიტორიკის ხარჯზე ძალიან გაუჭირდება ქართულ პოლიტიკას ამ განწყობილებების შენარჩუნება. ვიმეორებ, რომ ალტერნატივები საქართველოს მოსახლეობის წინაშე უკვე არის. თუ არ იქნება დასავლეთი, იგი წავა სხვა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის პრეცედენტი, როდესაც ჩვენი მოქალაქეები წავიდნენ „ისლამურ სახელმწიფოში“. ასე რომ, რაც უფრო პასური იქნება დასავლეთი, მით უფრო გააქტურება ამ ტიპის შემთხვევები.