„რუსეთს მოუწევს „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ძალის წინაშე პირისპირ დარჩენა“

„რუსეთს მოუწევს „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ძალის წინაშე პირისპირ დარჩენა“

თურქეთის შემდეგ, სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ტეროტორიაზე ავიაიერიშებს იწყებს საფრანგეთი. ქვეყნის პრეზიდენტმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე დაავალა სირიის საზღვართან სადაზვერვო ფრენების ორგანიზება, რაც ფრანსუა ოლანდის განცხადებით,ფრანგულ ავიაციას რადიკალი ისლამისტების პოზიციებზე ავიაიერიშის საშუალებას მისცემს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ბოლო დროს შექმნილიკრიზისული ვითარებით ახსნა,რაც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე კონფლიქტების გაღვივებითა და მიგრანტების კრიზისითაა გამოწვეული. ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ საფრანგეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ გეგმავს.

ამასთან უკვე ცნობილია, რომ რუსეთმა, მეზობელი ქვეყნების მიმართულებით სამხედრო სატვირთო თვითმფრინავების ფრენის უფლება მოითხოვა. გამოცემა THE TELEGRAPH-ის  ინფორმაციით, რუსეთი სირაში სამხედრო ბაზას აშენებს, უკვე შექმნა საჰაერო მიმოსვლის კოშკი და სირიის ქალაქ ლატაკიაში 1000-მე სამხედრო პერსონალი და ჯავშანტექნიკაც გადაიყვანა.

რუსეთი ზრდის თავისი როლის მნიშვნელობასსირიაში, რითაც ღიად ადასტურებს, რომ მხარს უჭერს სირიაშ ბაშარ ასადის რეჟიმს. თუმცა, რუსეთმა პირველი გაფრთხილება უკვე მიიღო აშშ-სგან. აშშ სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი აფრთხილებს რუსეთს თავი შეიკავოს სირიაში მისი სამხედრო ყოფნის მოსალოდნელი გაძლიერებისგან. ქერის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სირიაში რუსი სამხედროების განლაგებამ შესაძლოა, სირიაში კონფლიქტის ესკლაცია, უდანაშაულო ადამიანთა გარდაცვალება და დევნილთა კიდევ უფრო მეტი ნაკადების წარმოქმნა გამოიწვიოს.

აშშ-ს გაფრთხილების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა ცენტრალურ სამხედრო ოლქში დაუგეგმავი შემოწმების ჩატარების ბრძანება გასცა. ბრძანების შესაბამისად, ოლქის ჯარები, სხვა სამხედრო ოლქების საჰაერო ძალების ნაწილი,საჰაერო-სადესანტო ჯარები და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაცია მოსკოვის დროით 09:30 საათიდან სრულ მზადყოფნაშია. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ცენტრალური სამხედრო ოლქის საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება 7-დან 12-სექტემბერამდე გაგრძელდება.

აშშ-ს მთავრობა ღიად აცხადებს, რომ ნებისმიერი სამხედრო დახმარება სირიის მთავრობისათვის ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. თუმცა, რუსეთი ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე უარის თქმას არ აპირებს. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთმა იგრძნო, რომ საერთაშორისო პროცესებში თამაშგარე მდგომარებაშია, შესაბამისად გადაწყვიტა, რომ საკუთარი აქტივობით არაბული სამყაროს სიმპათიები მოიზიდოს.

პოლიტოლოგის განცხადებით, რთულია სათქმელია, რამდენად ღრმად ჩაეფლობა რუსეთი ამ ავანტურაში. მისივე თქმით, რუსეთის მიმართ ნეგატიური მიდგომები იზრდება თავად ამერიკის კონგრესშიც.

„რატომღაც არც ერთი მხარე არ საუბრობს „ისლამური სახელმწიფოს“ როლის შესახებ. რადგან,ადრე თუ გვიანთავად რუსეთს მოუწევს „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ძალის წინაშე პირისპირ დარჩენა. სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთის გადაწყვეტილება შეიძლება გასაგები იყოს.

მოგეხსენებათ, რომ ამ კვირაში შედგება ქერის და ლავროვის შეხვედრა, ცხადია, თავად ლავროვი არაფერს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების საკითხში - ის იმოქმედებს იმ ინსტრუქციების შესაბამისად, რასაც მიიღებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ აშშ-ს გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთი გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რადგან  რუსეთისთვის ასადის რეჟიმის მხარდაჭერას სტრატეგიული დანიშნულება აქვს.

„რუსეთი ყველა ქმედებით ადასტურებს, რომ თუ ასადის რეჟიმის დამხობის რეალური საფრთხე შეექმნება, ადეკვატურ რეაგირებას განახორციელებს. რუსეთმა საკამოდ დიდი ფსონი დადო ასადის რეჟიმზე და მასზე უარს არ იტყვის.

რუსეთის მხრიდან აქ ჩადებულია გეოსტრატეგიული ინტერესები - ხმელთაშუაზღვისპირეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის არსებობა, რადიოლოკაციური სისტემების აქტიურობა, რომელიც ასევე მოიცავს ამერიკული ბაზების მეთვალყურეობას და გარდა ამისა, რუსეთი აპირებს, რადიოლოკაციური სადგური შექმნას აზერბაიჯანში“, - აცხადებს მაისაია.

მისივე განცხადებით, რუსეთი დღეს ამერიკელების სტრატეგიით მოქმედებს.

„წინმსწრები ბაზირების სტრატეგიაა“ - ამერიკელები ამ სტრატეგიას საკმაოდ ეფექტურად იყენებენ და რუსებმაც გადაწყვიტეს, რომ ამერიკელების სამხედრო-სტრატეგიული პრინციპით იმოქმედონ. რუსეთი წინმსწრები ფრონტის ხაზით ებრძვის „ისლამურ ხალიფატს“იმ ტერიტორიაზე, სადაც მათი რეალური ბაზები არსებობს. მიზანი ნათლია, რუსეთი ცდილობს, რომ „ისლამურმა ხალიფატმა“ ვერ შემოაღწიოს კავკასიაში“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.