„შეწყვიტეთ წუწუნი - თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნატო-ს წევრი“!

„შეწყვიტეთ წუწუნი - თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნატო-ს წევრი“!

„ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი - უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“, - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს თბილისი. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ერთად შეკრიბოს საქართველოს დაპარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერები.

ორდღიანკონფერენციას „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევისცენტრი (EPRC),მასპინძლობენ. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და მკვლევარები.

კონფერენციის დასრულების შემდეგ შემუშავდება და გამოქვეყნდება სარეკომენდაციო სახის სამოქმედო გეგმა, რითაც შესაძლებელი გახდება განვითარებადი დემოკრატიების უფრო ქმედითი მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ უფრო აქტიურად დაუახლოვდნენ ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებს და უზრუნველყონ თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების, ღირებულებების პატივისცემაზე დაფუძნებული მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი.

კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ს ევროპის არმიის სარდალი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეს პილდეგოვიჩი, ევროკავშირის ყოფილი კომისარი გაფართოვების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი ლატვიაში,იტალიის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველი სტეფანო სტეფანინი და აშშ-ს ბრუკინგის ისინსტიტუტის მკვლევარი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს ევროატლანკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ლინას ლინკევიჩიუსმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს წუწუნი და გააგრძელოს ბრძოლა. ლიტვის პირველი დიპლომატის განცხადებით, საქართველოს შეუძლია გახდეს ნატო-სწევრი. მისივე თქმით, საჭიროა, მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას ევროკავშირისა და ნატო-სშესახებ.

„ჩვენ თქვენ გვჭირდებით ევროპულ ოჯახში. ჩვენ კვარგად გვესმის საქართველოსი. მჯერა,საქართველო ისწავლის ჩვენი მაგალითებიდან. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ წუწუნი და გააგრძელოთ ბრძოლა.თქვენ უკვე გაქვთ ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი და ყველა ბერკეტი და დაპირება. მთავარია მუშაობა.მართალია ამბობენ, რომ ზოგი ეჭვის თვალით უყურებს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ეს ეჭვები თქვენ უნდა გააქარწყლოთ“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა, რომლის განცხადებით, არის რაღაც მოცემულობა, რომელიც უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა და იქიდან გავაგრძელოთ ცხოვრება.

ლიტვის პირველი დიპლომატის განცხადებას არ იზიარებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ლიტვის გამოცდილება ადასტურებს სწორედ იმას, რომ ამ მოცემულობების წინააღმდეგ ბრძოლამ ისინი გახადა ნატო-ს და ევროკავშირის წევრები.

„ამიტომ მე უფრო დიდი სიამოვნებით გავიზიარებ ლიტვის გამოცდილებას იმ დროიდან, 90-იანი წლებიდან, როდესაც ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და საბოლოო ჯამში მივიდნენ იმ მიზნამდე, რომლისთვისაც იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან მიმართებაშიც მსოფლიო იქნება ისეთივე ადეკვატური, როგორც იყო თავის დროზე ბალტიისპირეთთან მიმართებაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მისმა ქართველმა კოლეგამ - გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ვერ განხორციელდება ისეთი მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც საქართველო ლიტვისა და სხვა ჩვენი მეგობარიქვეყნების მხრიდან ღებულობს.

„ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტების განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით ასევე ლიტვის სახელმწიფოს მხარდაჭერა იმ უამრავი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია.ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები,როგორიცაა სამხედრო თანამშრომლობა. სადაც ასევე განსაკუთრებულ დახმარებას ვიღებთ ლიტვის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ის ქვეყნებია, რომლებმაც რეგიონში ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს“, - აღნიშნა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით, დევიდ კრამერმა, რომლის განცხადებით, ყველაზე დიდ საფრთხეს და გამოწვევას რუსეთი წარმოადგენს, რომელსაც არ სურს მისი მეზობლები ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს დაუახლოვდნენ.

„ყველაზედიდსაფრთხესდაგამოწვევასრუსეთიწარმოადგენს,რომელსაცარსურსმისიმეზობლებიევროატლანტიკურინსტიტუტებსდაუახლოვდნენ.საქართველოს,უკრაინადამოლდოვაისქვეყნებია,რომლებმაცრეგიონშიყველაზედიდიპროგრესიაჩვენეს,საქართველომდემოკრატიულიგზაუნდაგანაგრძოს.ჩვენრუსეთსსეპარატისტულისამხრეთოსეთისდააფხაზეთისსახითდეფაქტოვეტოარუნდადავუტოვოთ“, - განაცხადადევიდკრამერმა.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხდებით, საქართველო ამერიკისა და ევროპის ახლო მოკავშირეა იმისდა მიუხედავად,თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება საქართველოს მთავრობის სათავეში. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დემოკრატიის სილამაზე იმაშია,რომ მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი შეიძლება შეიცვალოს, გემი მაინც სწორი მიმართულებით მიემართება.

„ამერიკა საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა, სენატორი მაკკეინიკი - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი კონგრესში.ჩვენ მრავალჯერ გულახდილად გაგვიზიარებია ჩვენი მოსაზრებები და ვიცი, როგორ ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე.საქართველო,ჭეშმარიტად,ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ქვეყანაა. ჩვენ,მართლაც, ვიმყოფებით საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარი მრავალი დიდი გამოწვევის წინახაზზე. მნიშვნელოვანი რეგიონალური საფრთხეებისა და ეკონომიკური დაბრკოლებების წინაშე მდგომნი, ჩვენ ვმართავთ ქვეყანას იმავე პრაგმატული მიდგომითა და შემართებით, როგორც ამას ჩვენი წინაპრებია კეთებდნენ უსაფრთხოებისა და გადარჩენის მიზნით, ათასწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისითქმით,ძირითადიკომპონენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. პრემიერმაი საუბრა იმ რეფორმებზე,რომელიც საქართველოში განხორციელდა და დემოკრატიის გაძლიერებას გაუსვა ხაზი.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში  მოვედით,შევქმენით მართვის სისტემა,რომელიც უფრო ღიაა და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, ჩვენ,აგრეთვე, გავაძლიერეთ დემოკრატია ხელისუფლების შტოებს შორის რეალური ანგარიშვალდებულების დამკვიდრებით და ძალის დეცენტრალიზაციით ადგილობრივი ხელისუფლების სასარგებლოდ. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის წმინდა სუვერენიტეტი.ჩვენ უნდა დავამყაროთ ხანგრძლივი მშვიდობა, რომელიც დაეყრდნობა სიძლიერეს და პრაქტიკულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან,განსაკუთრებითკ ი,რუსეთთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მთავარიკითხვები,რომლებიც 2008 წელს დაისვა საქართველოში და შემდეგ კიდევ უფრო ხაზი გაესვა 2014 წელს უკრაინაში, ჯერკიდევ პასუხგაუცემელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც ამ კონფერენციას ესწრებიან, იქნებიან ზუსტად ის ხალხი,რომლებიც პასუხს გასცემენ ყველაზე დიდი გამოწვევების შემცველ ყველაზე რთულ შეკითხვებს.

„ამ შეკითხვებზე პასუხების გარეშე აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენელი არცერთი ქვეყანა,არც ევროპელები, ვერ იგრძნობენ თავს სტაბილურად, ვერ იქნებიან დარწმუნებული თავის მომავალში და ვერ იზრუნებენ სრულყოფილად თავისი ქვეყნის განვითარებაზე. მჯერა, რომ ფორმულა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ასახავს, ნამდვილად ვერ განიხილება, თუ არ იქნება საქართველოს და უკრაინის ფაქტები გათვალისწინებული. ასევე, თუ არ იქნება გათვალისწინებული პასუხგაუცემელი შეკითხვა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ პრივილეგირებული ზომების ინტერესის პოლიტიკას.

ეს არის გამოხატული,მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკა და მესიჯი რუსეთიდან -რუსეთის მეზობლები ქვეყნები არიან რუსეთის ფედერაციის ინტერესის ზონა და რაც ხდება ამ ტერიტორიაზე, რუსეთის პოლიტიკოსების მიერ განხილულია, როგორც სფერო, სადაც მათ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის სამხედრო ფორმითაც“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქვს კონკრეტული საგარეო-პოლიტიკური მესიჯი და ხედვა რუსეთისგან და ამას არ უნდა გავექცეთ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მხოლოდ მტრად და აგრესორად აღიარება ამა თუ იმ ქვეყნის არ კმარა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის, რომ კონფერენცია ეძღვნება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპის მთლიანობას და ეს კონფერენცია ტარდება საქართველოში, ეს არის ყველაზე უკეთესი დასტური იმის, რომ საქართველო არის ევროპული ცხოვრების შემადგენელი ნაწილი.

„ყველა ვინც საქართველოში ჩამოდის, ან ვისაც ვხდებით უცხოეთში მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველო ატარებს პრინციპულ, ძალიან გონივრულ და სწორ პოლიტიკას,როგორც მეგობრებთან, ასევე მტრებთან ურთიერთობაში; მაგრამ მხოლოდ ევროპასა და ნატოსთან ერთად დაძლევს იმ პრობლემებს საქართველო, რაც მას გააჩნია - ცალკე და მარტო ვერ გაუმკლავდება.

ამიტომ არის აუცილებელი ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება და ვარშავის სამიტზე ნატოსთან ურთიერთობაში მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმა.ჩვენ ამ ყველაფრის წინაპირობა გვაქვს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.