აშშ გერმანიაში ქალაქ მანგეიმში დაკონსერვებული სამხედრო ბაზის აღდგენას იწყებს. ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების სარდალი ბენ ჰოჯესი აცხდებს, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული პოლიტიკაა. ამ დროისთვის საუბარია დროებით გადაწყვეტილებაზე, რადგან მომავალში ამ ბაზაზე არსებული შეიარაღება შეინახება ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში. როგორც ცნობილია, ადრე გერმანიის აღნიშნულ ბაზაზე განთავსდა ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება და სამხედრო ტექნიკა.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დახურული სამხედრო ბაზის გახსნა პირდაპირ კავშირშია ნატო-ს სამხედრო სტრატეგიის შესრულებასთან, რომლის მიზანია ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გაძლიერება; ასევე, მოქმედი და მომავალი პოტენციური საფრთხეების ნეიტრალიზაცია, რომელიც რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ემუქრება.
აშშ-ს გადაწყვეტილება, რომ აღდგინოს დაკოსერვებული სამხედრო ბაზა, ადასტურებს, რომ აშშ რუსეთის აგრესიის საპირისპიროდ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს?
-დიახ, ნადვილად ასეა. აშშ-ს გადაწყვეტილებაა, რომ რუსეთის აგრესიის საპირისპიროდ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. ამის სურვილი ჯერ კიდევ შარშან გამოიკვეთა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ნატო-ს მხრიდანაც, როდესაც ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება და ცალსახად გაცხადდა, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი; რომ რუსეთი არის საფრთხე და ამის შესაბამისად, ნატო ევროპაში სამხედრო კუთხით შეცვლის მის მიდგომას და სტრატეგიას. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა შესაბამისი წვრთნები.
რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების განხორციელების საშიშროება ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია, რამდენადაც ისინი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან. ამიტომაც, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ალიანსმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. ჩატარდა შესაბამისი სწავლებები, რომელსაც შესაბამისი, თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა; ასევე, ნატო-ში შეიქმნა კონკრეტული ინფრასტუქტურა, სადაც განლაგდება შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა და ტექნიკა, ასევე - ქვედანაყოფები. ჯერჯერობით მცირე რაოდენობით, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია.
თავდაცვის კუთხით ნატო ამერიკასთან ერთად აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც განამტკიცებს აღმოსავლეთ ევროპის და მთლიანად, ნატო-ს თავდაცვისუნარიანობას, რომლის მთავარი მიზანია რუსეთის სავარაუდო აგრესიული ქმედებების წინააღმედეგ დაცულობის გაზრდა.
ამ შემთხვევაში რატომ არის აქცენტი გაკეთებული მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე? ასეთი აგრესული პოლიტიკა რუსეთს აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში, რომლებიც ნატო-ს წევრი ქვეყნები არ არიან, მაგრამ დეკლარებული აქვთ ალიანსში გაწევრიანება...
-ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი ქვეყნები, ამიტომ განსხვავებული სახის დახმარება ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე, დასავლეთ უკრაინაში ამერიკა შესაბამის წვრთნებს ახორციელებს, ეხმარება უკრაინის სამხედრო ძალებს.
საქართველოში გაიხსნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ დააჩქარებს ჩვენს ნატოში ინტეგრაციას და აამაღლებს ჩვენს თავსებადობას ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან, არამედ ამ ცენტრის ფარგლებში მოხდება ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადება - ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე კეთდება აქცენტი. ნატო ეხმარება როგორც წევრ, ისე არაწევრ სახელმწიფოებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში.
ალიანსის ახალი ცენტრი გაიხსნა ლიტვაშიც, ეს ერთ-ერთია იმ ექვს ცენტრს შორის, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთსა და რუმინეთში მდებარეობს. ნატო-ს ასეთი გაძლიერება, იგივე დახურილი ბაზის აღდგენა, ქმნის თუ არა მოლოდინს, რომ ყოველივე სამხედრო აგრესიამდე შეიძლება მივიდეს?
-როდესაც რუსეთის ქმედებები გამოირჩევა მზარდი აგერსიულობით, საჭიროა შეკავების ფაქტორის გაძლიერება, რათა რუსეთი ცალსახად მიხვდეს, რომ მათი მხრიდან შესაძლო აგრესიული ქმედების შემთხვევაში, სერიოზულად გაიზრდება შანსი მათ აგრესიულ ქმედებაზე საპასუხოდ და ეს იქნება ძალიან ძლიერი პასუხი.
ანუ, რუსეთის აგრესიული ქმედების შემთხვევაში ნატოს ექნება ადეკვატური რეაქცია? მით უფრო, ლიტვაში გახსნილი ცენტრი კრიზისის დროს ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების დროულად განლაგებას შეუწყობს ხელს, მათ პრაქტიკულ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს...
-ეს ბაზა იქმნება სწრაფი რეაგირების ძალებისთვის, სადაც განლაგებული იქნება შეიარაღება და ტექნიკა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთის აგრესიული ქმედება გავრცელდა ნატოს წევრ ქვეყნებზე, ნატო მზად იქნება ძალიან სრაფი რეაგირება მოახდინოს და ფაქტობრივად, უკვე დასაწყობებული ექნება შეიარაღებული ტექნიკაც, რომ სწრაფი რეაგირების ძალებმა ძალიან სწრაფად მოახდინონ რეაგირება.
ნატოს, ისევე, როგორც აშშ-ს გადაწყვეტილება შეიძლება ერთგავარი შემაკავებელი ფაქტორი გახდეს რუსეთის აგრესიული ქმედებების?
-რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანწილად ზრდის იმის შანსს, რომ რუსები თავს შეიკავებენ აგრესიისგან. ასე იყო ცივი ომის დროსაც, როდესაც ნატო-ს მხრიდან ძალიან სერიოზული სამხედრო ძალის განლაგება ხდებოდა სოციალისტური ბაკანის ქვეყნების საზღვრების გასწვრივ; შანსი იმისა, რომ დაუსჯელი დარჩებოდა საბჭოთა კავშირის და მისი ე.წ. მოკავშირეების მხრიდან აგრესიული ქმედებები, შემცირდა და აქედან გამომდინარე ამ აგრესიული ქმედებების ალბათობამაც დაიკლო. რამედენადაც, შესაბამის და ძალიან ხისტ პასუხს მიიღებდნენ.
იგივე ლოგიკა მოქმედებს ამ შემთხვევაშიც?
-რა თქმა უნდა. დახურული სამხედრო ბაზის გახსნა პირდაპირ კავშირშია ნატო-ს სამხედრო სტრატეგიის შესრულებასთან, რომლის მიზანია ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გაძლიერება, ასევე, მოქმედი და მომავალი პოტენციური საფრთხეების ნეიტრალიზაცია, რომელიც რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას ემუქრება. კონკრეტულად, ინფრასტუქტურის კუთხით რომელი ბაზა გაძლიერდება და რისთვის, ამ გადაწყვეტილების მიღება ხდება ნატოს სამხედრო სტრატეგიის შესაბამისად და ამას ალიანსის წევრი ქვეყნები (28 ქვეყანა) კონსენსუსის საფუძველზე, ერთად წყვეტენ.
თქვენ ამბობთ, რომ რუსეთის აგრესიაზე ალიანსის პასუხი იქნება ძალიან ძლიერი. შესაბამისად საინტერესოა, რამდენად უკავშირდება აშშ-ს ეს გადაწყვეტილება თურქეთის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს ჩართვას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საომარ მოქმედებაში?
-გარკვეულწილად ნატო-ს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული აქვს. ზუსტად რომ ნატო დაეხმარა თურქეთს მისი საჰაერო სივრცის უსაფრთხოების კუთხით. ნატო ჩართულია თურქეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასე რომ, თუკი მათი სტრატეგიის შესაბამისად მიღებული იქნება გადაწყვეტილება, შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ სირიის მიმართულებითაც.
თურქეთმა რამდენმეჯერმე სერიოზული საჰაერო დარტყმები განახორციელა ამ მიმართულებით. საჭიროების მიხედვით შემდგომშიც გაგრძელდება მსგავისი ქმედებები.