თამარ ბერუჩაშვილი გაათავისუფლეს - საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდა - საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ საჭიროებს. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას დაემშვიდობა თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც ეს თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დაიკავა.
თამარ ბერუჩაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვეყოფილმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. თავად კვირიკაშვილი კი, თბილისის უკვე ყოფილმა ვიცე-მერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა, რომელსაც 2012წლიდან, 2015 წლის მარტამდე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
პრემიერის განცხდებით, გიორგიკვირიკაშვილს სერიოზული განათლება აქვს მიღებული აშშ-ში, აქვს დაგროვილი სერიოზული ცოდნა და გამოცდილება, რაც ამ პოსტისთვის აუცილებელია. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. მისივე თქმით, ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში კიდევ უფრო გაზრდის მთავრობის ეფექტიანობას.
„მთავრობა კონცენტრირებულია ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდა ეკონომიკურ დღის წესრიგს. ამიტომ, ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან და ჩვენს ქვეყანას მეტ წარმატებას მოუტანს როგორც საგარეო მიმართულებით, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის გაძლიერებით. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, ბატონი გიორგი ამ ფუნქციას განსაკუთრებით ეფექტიანად შეასრულებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებულ აქცენტს ეკონომიკურ ურთიერთობებზე გააკეთებს.
„მაქსიმალურად შევეცდები, ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს -ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება, ასევე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირებულ იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში.
ეს იქნება პირველი პრიორიტეტი. თუმცა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკურიკუთხით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის ახალი მინისტრი აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყველა პრიორიტეტზე მუშაობა, ისე როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი სხვა რეფორმა თუ პროექტი უწყვეტად გაგრძელდება.
„ახლა ვგრძნობ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ყველა ის პროექტი და რეფორმა, რომელიც დაწყებულია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველა ეს პრიორიტეტი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი სხვა რეფორმა თუ პროექტი უწყვეტად გაგრძელდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი, ამას ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს. თავად აწ უკვე ყოფილი მინისტრი მისი განთავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.თამარ ბერუჩაშვილის შეცვლის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მართველი გუნდი ბერუჩაშვილის საქმიანობით უკმაყოფილო იყო.
კერძოდ, კი უკმაყოფილების მიზეზი უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილება გახდა. გარდა ამისა, როგორც სამთავრობო კულუარებში ამბობენ, ბერუჩაშვილს ჩავარდნები ჰქონდა საგარეო მიმართულებითაც, როგორც ამბობენ, ქართულ-ჩინური ურთიერთობის გამყარების კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ შეასრულა დაკისებული მოვალეობა და ამ მიმართულებით სწორედ ეკომონიკის სამინისტრომ იმუშავა.
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, სოსო ცინცაძე თვლის, საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილება დროულია, რადგან მისივე განცხადებით ბერუჩაშვილის მინისტრობის პერიოდში ქვეყანამ ერთი ახალი მეგობარი ქვეყანა ვერ შეიძინა.
„ჩემი აზრით, დროულია, თუ დაგვიანებული არ არის. ქალბატონი ბერუჩაშვილის მინისტრობა დაეტყო სამინისტროს და ქართულ დიპლომატიას. საერთოდ გაფერკმთალდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მთავრობის დიპლომატიურ კანცელარიად იქცა. ჰაერივით სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას უცხოელი მეგობრების სიმრვალე.
სამწუხაროდ, ბერუჩაშვილის მინისტრობის პერიოდში ქვეყანამ ერთი ახალი მეგობარიც კი ვერ შეიძინა უცხოეთში. პირიქით, იმ მეგობრების მხრიდანაც არ არის დიდი მხარდაჭერა, რომელიც გვყავს. ამიტომ, ბერუჩაშვილზე ბევრი საუბარი არ ღირს, ის არ არის კვალიფიცირებული მინისტრი, ამიტომ რაც მალე შეიცვლება მით უკეთესი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
ყოფილი პრემიერის, ყოფილი მჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის სახით ღარიბაშვილმა ხარისხიანი დანიშვნა განახორციელა. მისივე თქმით, ორივე აქვს როგორც გამოცდილება, ისე დადებითი ადამიანიური თვისებები, მაგრამ აქვე ამბობს, რომ მმართველობითი კრიზისის გამო მათ გაუჭირდებათ სერიოზული წარმატების მიღწევა.
„ბერუჩაშვილს დანიშვნის მომენტში ისეთი ხარვეზი ჰქონდა, რომ ბუნებრივია, ასეთი ადამიანების კარიერა ყოველთვის ეჭვქვეშ დგება. ჩვენ გვახსოვს ის უცნაურობები რაც ბერუჩაშვილმა ჩაატარა და როგორც წესი, ასეთი ადამიანის ავტორიტეტი მაღალი არ არის. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ამ დანიშვნებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ჩვენ გვაქვს მართველობითი კრიზი, შეიძლება ეს ცვლილება რაღაცის მომტანი არის, მაგრამ რეალურად სიტუაციას ვერ შეცვლის.
კვირიკაშვილი და ქუმსიაშვილი ნათელი წერტილია დღევანდელ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა ხარისხიანი დანიშვნა განახორციელა. ორივეს აქვს როგორც გამოცდილება, ისე დადებითი ადამიანიური თვისებები, მაგრამ მართველობითი კრიზისის გამო მათ გაუჭირდებათ სერიოზული წარმატების მიღწევა“, - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკადარო ცვლილებას პოლიტიკური კონტექსტი ახლავს.
„ეკონომიკურ ბლოკში პრობლემები გარადუვალია და როგორც ჩანს ეკონომიკური ბლოკისთვის მოხდება ძირითადად ჯოხის გადატეხვა, ამ ისტორიაში კვირიკაშვილის მოყოლიება ნადვილად ცოდვა იქნებოდა. ამიტომ, როგორც ჩანს კვირიკაშვილი გაარიდეს ამ პასუხისმგებლობას, რომ მისი მომავალი კარიერა განგძნობადი იყოს. მე ვფიქრობ, რომ ამ გადაადგილებაში ტაქტიკური ნახაზი უკვე ჩანს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.