რა მისია უნდა შეასრულოს ამერიკის პროტექციით უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოკალათებულმა მიხეილ სააკაშვილმა?
პროფესორი სტივენ კოენი იძლევა გაფრთხილებას, რომ უკრაინის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ეშვება ვიეტნამის ტიპის ომის მორევში. პროფესორი ასევე ვარაუდობს, რომ ვაშინგტონი და კიევი მართლაც გეგმავენ დონბასის სეპარატისტული რეგიონების გარიყვას უკრაინიდან.
პროფესორის თანახმად, ეს იდეა უკვე 3-4 თვეა მუსირებს და ძალას იკრეფს კიევსა და ვაშინგტონში, ჩურჩულის დონეზე, დახურულ კარს მიღმა, კულუარებში: „[ისინი ამბობენ] ხომ არ იქნება უკეთესი უკრაინისთვის (იგულისხმება უკრაინა, როგორც ნატოს წევრი ან მისი მოკავშირე), თუ ჩვენ [ამერიკელი ნეოკონსერვატორები და უკრაინის მთავრობა] უბრალოდ ხელს ავიღებთ დონბასზე. ის ხომ რუსული რეგიონია, ეთნიკურად რუსული და ბუნებრივად დაკავშირებული რუსეთთან, ხოლო მისი ეკონომიკა ყოველთვის იყო რუსეთზე დამოკიდებული“.
ისინი აცნობიერებენ, რომ ვერ მოიგებენ დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობის გულს და ვერც სამხედრო ძალის მეშვეობით სძლევენ მათ. პროფესორის თანახმად, ისინი ამბობენ: „უბრალოდ მოვიშოროთ თავიდან“. დღესდღეობით ზოგიერთი ამერიკელი გადაწყვეტილების მიმღები პირი და უკრაინელი ულტრანაციონალისტები განიხილავენ ორი უკრაინის არსებობის შესაძლებლობას.
ამ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა მისია უნდა შეასრულოს ამერიკის პროტექციით უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოკალათებულმა მიხეილ სააკაშვილმა?
ხომ არ მეორდება უკრაინაში ქართული სცენარი? მოუწევს თუ არა უკრაინას ტერიტორიების დათმობა ისევე, როგორც ეს 2008 წელს აგვისტოს ომის შედეგად სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოში მოხდა? ამ კითხვებზე პასუხს საზოგადოება უახლოეს მომავალში საკუთარი თვალით იხილავს.
http://sputniknews.com/politics/20150815/1025793369.html