„მთავარია, დასავლეთმა შეძლოს პროცესის ისე წაყვანა, რომ ჩვენი ინტეგრირება არ მოხდეს ისევ რუსეთის სივრცეში“

„მთავარია, დასავლეთმა შეძლოს პროცესის ისე წაყვანა, რომ ჩვენი ინტეგრირება არ მოხდეს ისევ რუსეთის სივრცეში“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ჯარების, საინჟინრო შენაერთების მაშტაბური საინჟინრო წვრთნები 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. სამხედრო წვრთნებში 200 ერთეული სპეციალური ტექნიკა იღებს მონაწილეობას. საინჟინრო ბატალიონების სწავლება მოიცავს სამხრეთის გიუმრის ბაზას, რუსეთის კავკასიურ რესპუბლიკებს და ოკუპირებულ ყირიმს. საინჟინრო ჯარების სწავლება გამოცხადდა სამხედრო ოლქის ყველა შენაერთში. პოლიგონებზე გაყვანილი საინჟინრო ჯარები, სწავლებას გაივლიან სხვადასხვა საცეცხლე პოზიციების მოწყობაში, სამხედრო საინჟინრო ნაგებობების მოწყობასა და მდინარეების გადალახვაში.

მოსალოდნელია თუ არა პირდაპირი აგრესია და რატომ ზრდის რუსეთი საქართველოს გარშემო სამხედრო ძალებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს,შორენა ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

შორენა ლორთქიფანიძე: პირდაპირ აგრესიას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ საინჟინრო შენაერთების მაშტაბური საინჟინრო წვრთნები პირდაპირ კავშირშია იმ განცხდებებთან, რომელიც კეთდება ალიანსის მხრიდან. შეგახსენებთ ნატოს ბოლო განცხდებას - რუსეთი არის სერიოზული საფრთხე. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს სამხედრო წვრთნები შესაძლებელია გადაიზარდოს საბრძოლო მოქმედებებში. ეს უფრო არის საფრთხის განცდის შექმნა და პირდაპირი მინიშნება დასავლეთზე, რომ აი მათ შეუძლიათ კავკასიის ქედის რთული რელიეფის გადალახვა.

ამ წვრთნებში მონაწილეობას იღებს არა მარტო ადგილზე დისლოცირებული ძალები, არამედ გაკრვეული როტაციაც ხდება, რასაც თავისი სტრატეგული ინტერესი აქვს. გარდა იმისა, რომ წვრთნები მიზნად ისახავს ერთგავრი დაშორების მცდელობას და ნატოსთვის ხელის ქნევას, რეალურად რუსეთი საქართველოს ოკუპურებულ რეგონებში აძლიერებს სამხედრო ძალებს, რაც მიზნად ისახავს მათ ინტეგრირებას რუსულ სამხედრო ძალებში.

მასშტაბური წვრთნები და სამხედრო ძალების გაძლიერება რეგიონში, გარდა იმისა, რომ მიზნად ისახავს მათ ინტეგრირებას რუსულ სამხედრო ძალებში, კავშირში რამდენად არის ალიანსის გადაწყვეტილებასთან თურქეთსა და რუმინეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით?

-ჩვენს რეგიონში, ყირიმსა და ჩრდილო კავკასიაში რუსეთი ზრდის სამხედო ძალას. სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი შავი ზღვის რეგიონი გაივსო სხვადასხვა ტიპის შეიარაღით. დაახლოებით ცივი ომის დროინდელ რუკას ემსგავსება შეიარაღებით. რაც შეეხება ნატოს გადაწყვეტილებას, დიახ, ნატო აპირებს თურქეთსა და რუმინეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას, შესაბამისად, რუსეთი ერთვება ამ შეჯიბრში. მილიტარიზებულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონი და ყირიმი. სამხედრო ძალების რკალი იკვრება ჩვენს გარშემო.

ანუ, სამხედრო სწავლებები და წვრთნები, ისევე როგორც ბანერების განთავსება, რუსეთის მხრიდან ეს არის კავკასიაში გავლენისა და ძალის დემონსტრირება?

-რა თქმა უნდა. რუსეთი სამხრეთ ოსეთში მოქმედებს იმ არეალში, რომელიც მან 2008 წლის ომის დროს დაიკავა და ამაგრებს თავის პოზიციებს. რუსეთი სამხედრო ბაზებად ქმნის ამ რეგიონს, აძლიერებს სამხედრო ფლანგს. ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო ძალების მოზღვავება ნიშნავს, რომ რუსეთი კიდევ დიდ ხანს არ აპირებს ამ ტერიტორებიებიდან გასვლას, ეს არის მისი ხედვა და მისი პრაქტიკული მოქმედებები, რაც პირდაპირ კავშირშია დასავლეთთან.

საოკუპაციო რეჟიმის გაგრძელება საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებას?

-რუსეთი ძალის დემონსტრირებას იმიტომ ახდენს, როცა დასჭირდება, გამოიყენებს. ეს არის რუსეთის სტრატეგია, რომ ამ მეთოდებით გაართულოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. სანამ დასავლეთი გადაწყვეტილების მიღების რეჟიმშია - გააწევრიანოს თუ არა ეს ქვეყნები ნატოში, რუსეთი უკვე იკავებს ამ ტერიტორიებს. შესაბამისად, რთულდება დასავლური სამხედრო პოლიტიკური სტრუქტურების შემოღწევა. ამიტომ, აუცილებელია, არ შემცირდეს პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა. მთავარია, დასავლეთმა შეძლოს ამ პროცესის ისე წაყვანა, რომ ჩვენი ინტეგრირება არ მოხდეს ისევ რუსეთის სივრცეში.

ამისთვის, ალბათ აუცილებია იმ პროცესების თანამონაწილენი ვიყოთ, რომლებიცდღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შევაჩეროთ რუსული აგრესია?

-რა თქმა უნდა და აუცილებელია, რომ საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის სამხედრო შემოჭრის და ოკუპაციის თემა არ აღმოჩნდეს თაროზე. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან აქტურობით, თუნდაც რეზოლუციების მომზადებით ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვაქვს გეგმები, რომელიც კონკრეტულ ქმედებებით უნდა გამოვლინდეს. ეს უნდა იყოს ერთობლივი პროცესი და ამ პროცესიდან დასავლეთი არ უნდა ამოვარდეს.

საჭიროა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, იგივე გერმანიასთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. აუცილებელია, რომ „ამოიქაჩოს“ დიპლომატიური ურთიერთობები. სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია - ომი არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერია. ასე რომ, საქართველოს მოდუნების საშუალება არ აქვს. თუ გაძლიერდა დიპლომატიური ურთიერთობები, ისევ გარე პროცესსზე ვიქნებით დამოკიდებული.

ანუ, ჩვენს ხელში არ არის სიტუაციის მართვა?

-ასეა. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამ სიტუაციას. ამიტომაც აუცილებელია, რომ ჩვენივე აქტიურობით შევძლოთ სიტუაციის კონტროლი და ეს შესაძლებელია დასავლეთთან აქტიური პარტნიორობით, ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებით, შედეგებზე ორიენტირებული მოლაპარაკებებით; ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია. საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია - დაველოდოთ რა იქნება, შედეგს არ იძლევა, პირიქით - სირთულეებს ქმნის. იგივე, იმ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებშიც კი, რაც გვაქვს თითქმის არაფერი ხდება, ამიტომ, რაღაც ზომებია მისაღები.

ვხედავთ, რომ რუსეთი საქართველოს ირგვლივ სამხედრო ძალებით ამაგრებს ფლანგებს, ამის პარალელურად იყნებს რბილ ძალას. მომავალ წელს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ არ ვიცით, როგორი სურათი გვექნება პარლამენტში, რას იზამენ პრორუსულად მოზროვნე და მოქმედი პარტიები. თუ ჩვენ დალოდების რეჟიმში ვიქნებით, სხვა სახის პარლამენტს და პოლიტიკას მივიღებთ -  პრორუსული ძალები ძალიან გააქტიურდნენ.

ეს კი არ უნდა დაუშვათ - მაქსიმალურად უნდა გააქტიურდენ  პროდასავლური ძალები. ამაზე უნდა იფიქრონ პოლიტიკურმა ძალებმა და მთავრობამ - მოდის არჩევნები და ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური მიმართულების გააქტიურება; პროდასავლური ძალების მობილიზება, ჩვენი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და მათ შორის, არაფორმალური ფორმატების შექმნისთვისაც. სხვა შემთხვევაში, რუსეთი თავის საქმეს გააგრძელებს - ეს არის რეგიონის მილიტარიზაცია, შეიარაღების გაძლიერება, ლამის ცივი ომის დროინდელი რუკის დაბრუნება.