საკადრო კარუსელი ძალოვან სტრუქტურებში

საკადრო კარუსელი ძალოვან სტრუქტურებში

მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრის ცვლილების შემთხვევაში, თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეებიც და ისინი მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან. კანონის შესაბამისად, ახალი მოადგილეების კანდიდატურას უწყების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, ამის შემდეგ კი, ახალი მინისტრის მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანებას პრემიერ-მინისტრი გამოცემს. ირაკლი ღარიბაშვილის

შესაბამისი ბრძანებები მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მოადგილეებად თეიმურაზ მღებრიშვილი, არჩილ თალაკვაძე და დავით ხუციშვილი დაინიშნენ. თუმცა, ამ დრომდე ვაკანტურია მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი. თუ ვინ გახდება გიორგი მღებრიშვილის პირველი მოადგილე, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სამი ახალი მოადგილე ჰყავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი გახდა. სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავეს ლევან იზორია და მირიან მჭედლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ იზორიამ და გოგაშვილმა სუს-ში შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადმონაცვლეს, უწყებაში მათ მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავათ. 

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის, გიორგი მღებრიშვილი განცხადებით ცვლილება დეტალური ანალიზის საფუძველზე მოხდება. მღებრიშვილის განცხადებით, სისტემაში არსებული ვითარების დეტალური ანალიზი იქნება პირველი, რასაც გააკეთებს და სწორედ ამის მიხედვით დაისახება პრიორიტეტები. მღებრიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება საქართველოში მცხოვრებლებისთვის.

მინისტრი ამბობს, რომ უშევაღათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული კრიმინალის წინააღმდეგ. გარდა ამისა, მღებრიშვილი ამბობს, რომ უმკაცრესი რეაგირება მოხდება თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზეც.

„თითოეული ასეთი შესაძლო ფაქტი დეტალურად იქნება შესწავლილი და უმკაცრესი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. მოგეხსენებათ, მე ვიცავ ყველას უფლებებს, ჩემი თანამშრომლების უფლებებსაც და იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო პოლიციის დაწესებულებებში ხვდებიან. მე დავბრუნდი იმ ოჯახში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ავიდგი ფეხი, როგორც საჯარო მოხელემ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა“, - აცხდებს გიორგი მღებრიშვილი.

ამ დრომდე ვაკანტურია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა.სასჯელაღსრულების მინისტრს სულ ორი მოადგილე ჰყავს. კახი კახიშვილი ამბობს, რომ კატასტროფულ საკადრო ცვლილებას არ გეგმავს.

„მთავარია, შევინარჩუნოთ სისტემის სტაბილურობა, რომელიც ასე თუ ისე, უკვე იყო პირდაპირ ლიანდაგებზე დასმული. ახლა ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ მოხდეს იმ გეგმების ბოლომდე შესრულება, რომელიც მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში ერთად გვქონდა. რა თქმა უნდა, იქნება ნოვაციებიც. საკადრო საკითხები, მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები - ამ შემთხვევაში ძალიან მეორეხარისხოვანია. კოლექტივს ძალიან კარგად ვიცნობ, ვმუშაობდი მასთან ერთად. ყოველ შემთხვევაში, კატასტროფულ ცვლილებებს არ ვგეგმავ“, - განაცხადა კახი კახიშვილმა.