თბილისი-გორი და ისლამური ხალიფატი

თბილისი-გორი და ისლამური ხალიფატი

ალიანსი მხარს უჭერს, თურქეთის სამხედრო ოპერაციას სამხრეთის საზღვრის გასწვრივ წესრიგის აღდგენის მიზნით. ბრიუსელში გამართულ სამიტზე, რომელზეც ნატო-ს წარმომადგენლებმა თურქეთის მიერ „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები განიხილეს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო ძალიან ყურადღებით აკვირდება ვითარებას და სოლიდარულები რჩებიან თურქი პარტნიორების მიმართ.

თავის მხრივ, ქურთები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან, თურქეთს თავიანთი პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ თურქეთის ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სინამდვილეში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯიფ თაიფ ერდოღანის განცხადებით ირკვევა, რომ თურქეთს არ შეუძლია ქურთებთან სამშვიდობო პროცესების გაგრძელება იმის გამო, რომ ქურთი მებრძოლები თავდასხმებს ახორციელებენ.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მეზობელ სახელმწიფოში საომარი მოქმედება პაქტიკულად დაწყებულია. მისივე თქმით, თურქეთში მიმდინარე პროცესები შესაძლოა საქართველოზეც აისახოს და არსებობს რისკი იმისა, რომ „ისლამური ხალიფატი“ უკვე საქართველოში და კავკასიაში გააქტიურდეს.

როდის შეიქმნა „ისლამურმა ხალიფატმა“ ახალი ვილაითი გურჯისტანი, რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან და ერთვება თუ არა ალიანსი ღიად საომარ მოქმედებებში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

ვახტანგ მაისაია: რთული სიტუაციაა. შეიძლება ითქვას, რომ საომარი მოქმედება დაწყებულია. თურქეთის შეიარაღებული ძლების მთავრი მოწინააღმდეგეა „ისლამური ხალიფატი“ და ქურთისტანის მუშათა პარტია. თურქეთი ორ ფრონტზე  იბრძვის. როგორც ჩანს, ერდოღანი აპირებს საომარ მოქმედებებში ჩართვა შიდა პოლიტიკური პროცესების დარეგულირებისთვის გამოიყენოს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ქურთ დეპუტატებს მოუხსნის იმუნიტეტს და შეიძლება გააუქმოს დეპუტატის მანდატიც.

ცნობილია, რომ თურქეთი თავს იკავებდა სირიის კონფლიქტში და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვისგან. ანალიტიკოსები თვლიან, რომ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ორშაბათს განხორციელებულ ტერორისტულ აქტთთან, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. დღეს რითი აიხსენება ერდოღანის გადაწყვეტილება?

- გეთანხმებით, ერთის მხრივ უცნაურია თურქეთის გადაწყვეტილება, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ თვალს გადავავლებთ თურქეთში არსებულ პოლიტიკურ კრიზსს,  სავსებით ლოგიკურია ის, რაც ხდება. როგორც ჩანს ერდოღანმა გამოიყენა ბოლო დროს განხორციელებული ორი ტერორისტული აქტი, რადგან თურქეთში არის პოლიტიკური კრიზისი, მთავრობა პრაქტიკულად არ არის ჩამოყალიბებული, პარლამენტში უმრავლესობა არ შედგა  და ფაქტიურად, ქვეყანაში ღრმავდებოდა პოლიტიკური კრიზისი. აქიდან გამომდინარე როგორც ჩანს მმართველი ძალა შეეცადა შექმნილი ვითარება გამოეყენებინა შიდა პოლიტიკური პროცესების მართვისთვის.

გარდა ამისა, გაჟონა ინფორმაციამ, რომ „ისლამური ხალიფატის“ პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის შემდეგ, რომელიც ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმის მეომრებმა მოკლეს, აღმოაჩინეს საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა თურქეთისა და „ისლამური ხალიფატის“ თანამშრომლობას, სულ მცირე, ნავთობის მიმართულებით. შეიძლება ამანაც უბიძგა ერდოღანის მთავრობას, რომ ჩართულიყო საბრძოლო ოპერაციაში. იმის გამო, რომ თურქეთის მთავარ მოკავშირეს, აშშ-ს არ გაჩენოდა კითხვები.

რაც მთავარია, ამჟამად თურქეთი იყნებს ისრაელის მოდელს, ანუ რაც ისრაიელმა გააკეთა ლიბანში, იგივე აკეთებს თურქეთიც, და აპირებს შექმნას უსაფრთხოების ზონა. ანუ შექმნას ის ზონები, საიდანაც თურქეთის ტერიტორია დაცული იქნება „ისლამური ხალიფატისა“ და ქურთების მუშათა პარტიის თავდასხმებისგან.

თუმცა, ქურთების მხარდამჭერი „დემოკრატიული სახალხო პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნა, რასაც ანკარა და ვაშინგტონი ცდილობენ, ქურთების მიერ საკუთარი ტერიტორიის კონტროლის წინააღმდეგაა მიმართული. მაშინ, როდესაც ერდოღანი ამბობს, რომ მანდატებს ჩამოართმევს ქურთ დეპუტატებს. ამით ერდოღანი ცდილობს თუ არა წინასაარჩევნოდ მისი რეიტინგის აწევას?

- ერდოღანის პოლიტიკური მიმართულებები საკმაოდ ამბიციური და არაერთგვაროვანია. როგორც ჩანს, ეს პროცესები დაკავშირებული არჩევნებთან. თურქეთისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკური გარემო და შექმნილი ვითრების დარეგულირება. ერდოღანი ცდილობს, რომ ის პოლიტიკური მარცხი, რომელიც მან განიცადა ამ არჩევნებზე, ასეთი ქმედებებით დააკომპენსიროს

მუთუმეტეს, როდესაც ამბობს, რომ თურქეთს ქურთებთან სამშვიდობო პროცესის გაგრძელება აღარ შეუძლია, ეს განცადება მან ბრიუსელში გააკეთა...

- ანუ, ის მორატორიუმი, რომელიც არსებობდა ქურთების მუშათა პარტიასთან, დაირღვა. ფაქტიურად, თურქეთი დადგა საკმაოდ მძიმე დილემის წინაშე. იმიტომ, რომ ხალიფატი და ქურთების მუშათა პარტია საკმაოდ ძლიერი გამოწვევაა თურქებისთვის. ქურთებმა უკვე შეუტიეს სტრატეგიულ მიმართულებებს. გარდა ამისა, „ისლამურ ხალიფატს“ საკმაოდ ძლიერი მომხრეები ჰყავს თურქეთში. ასე რომ, არც თუ ისე მარტივი მდგომარეობაა. თურქებს ორი მოწინააღმდეგე ჰყავთ და ორივე სერიოზული ძალაა. როგორ განვითარდება პროცესები, ეს საკმაოდ რთული პროგნიზირებადია.

თუმცა, ფაქტია, რომ თურქეთის მთავრობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ალიანსი. შეიძლება თუ არა, რომ ალიანსისი მხარდაჭერა აისახოს იმით, რომ ჩაერთოს სახმელეთო ოპერაციაში?

- ნატომ გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა, მაგრამ ეს ვერაფერს ვერ წყვეტს.  არ მგონია, ალიანსმა სამხედრო დახმარება გაუწიოს თურქეთს, ეს გამორიცხულია. ერთია, რომ შეიძლება ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბონ ხალიფატის რაიონები თურქეთის ტერიტორაზე, რასაც თურქეთი ადრე აჭიანურებდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თურქეთის ტერიტორაზე არსებული ისლამური ხალიფატის ბაზის დაბომბვას. ნატო სამხედრო ოპერაციას ვერ დაიწყებს იმიტომ, რომ ძალიან გართულდება ამ საკითხზე ალიანსის შიგნით კონსენსუსის მიღწევა.

რამდენად აისხება მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები საქართველოზე?

- თუ ვითარება გართულდა, ეს შეიძლება საქართველოზეც აისახოს. „ისლამური ხალიფატი“ შეიძლება გააქტიურდეს უკვე საქართველოში და კავკასიაში. ბოლო ინფორმაციით, „ისლამურმა ხალიფატმა“ ახალი ვილაიეთი, გურჯისტანი შექმნა, რომელიც უშუალოდ საქართველოზეა მიბმული. ასე რომ, საკმაოდ რთული სიტუაციაა. არ დაგავიწყდეთ, რომ თურქეთის არმიის შეჭრა სირიაში, მარტო ხალიფატის და ქურთების წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, ამ შემთხვევაში უკვე ოფიციალურად ერთვება თურქეთი ასადის რეჟმის წინააღმდეგ ომში.

რომელშიც ასევე ჩაერთვება რუსეთი, რომელიც მხარს უჭერს ასადის რეჟიმს...

- რა თქმა უნდა! და ამ შემთხვევაში რუსეთი გადაკეტავს თბილისი-გორის მაგისტრალს. რაშიც უკვე ეჭვი არავის ეპარება, რადგან თურქეთი კონფრონტაციაში შედის მესამე ძალასთან.