უკრაინამ ნინო ბურჯანაძე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

უკრაინამ ნინო ბურჯანაძე პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

„ყირიმი რუსეთის ნაწილია და უკრაინას არასოდეს დაუბრუნდება“, - ეს გახლავთ განცხადება, რომლის გამოც ნინო ბურჯანაძეს უკრაინაში შესვლა ეკრძალება.  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ეს განცხადება მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერთან, სერგეი ნარიშკინთან შევხედრაზე გააკეთა, რომელიც ევროკავშირის „შავ სიაშია“ შეყვანილი.

ნინო ბურჯანაძისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნის შუამდგომლობით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების სამსახურს უკვე მიმართა. ეს ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით მიაწოდა აქტივისტებს, რომლებმაც ნინო ბურჯანაძის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების მოთხოვნით რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

უკრაინელების პროტესტის მიზეზი გახდა ნინო ბურჯანაძის განცხადება იმის შესახებ. რომ ყირიმს რუსეთის ნაწილია. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნა საგარეო უწყებამ შესამწმებლად ქვეყნის უშიშროებას იმის შესამოწმებლად გადაუგზავა, შეიცავდა თუ არა ბურჯანაძის განცხადებები ანტიუკრაინულ შინაარსს. ქვეყნის უშისროებიდან მიღებული პასუხის შემდეგ საგარეო უწყებამ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს უკრაინაში შესვლა ოფიციალურად აუკრძალა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, საქართველოს საელჩო უკრაინაში. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინის მიერ პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული ბურჯანაძე აღნიშნულტან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა, პრესსამსახურის მიერ გავრცერლებულ განცხადებაში, ბურჯანაძე ხელისუფლებას გადაწყვეტილებას უწუნებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველოს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.

ბურჯანაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ხელისუფლების მიერ არაერთხელ ოფიციალურად იქნა გაჟღერებული საქართველოსთან ურთიერთობების დათბობისა და ფართომასშტაბიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყების სურვილი, საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პირდაპირ მავნებლობად შეიძლება შეფასდეს.

საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ბურჯანაძის მიერ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერთან, სერგეი ნარიშკინთან შევხედრაზე გაკეთებული განცხდების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლების რეაქციაც ბუნებრივი იყო.

„პირდაპირ გამოაცხადა, რომ ყირიმი რუსეთი არისო, ამ განცხდების შემდეგ ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს რეაგირება იქნებოდა ანალოგიური. თუმცა, არ მგონია, რომ ბურჯანაძე აპირებდა უკრაინაში ჩასვლას. შეიძლება ჩავიდეს დონეცკში და გაამხნევოს რუსი მეომრები.

როგორც ჩანს, საქართველოს მსგავსად, უკრაინას აქვს  კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ, რომელსაც ჩვენ არ ვასრულებთ,  უკრაინელები კანონს იცავენ და ამიტომაც აუკრძალეს ჩასვლა. ჩვენც, რომ ვიცადეთ კანონს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ, ვიცაღ-ვიღაცეებს საქართველოში მუშაობის უფლება არ ექნებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მოსკოვიდან დაბრუნებულ ბურჯანაძესთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონია, ამდენად ინფორმირებული არ არის, რა თემები იყო განხილული მოსკოვში. ცისკარიშვილი იმედოვნებს, რომ ბურჯანაძე უკეთესად შეაფასებს, როგორც საკუთარ გამონათქვამებს მოსკოვში, ასევე, უკრაინულ რეაგირებას.

„მაგრამ მიჩნდება განცდა იმისა, რომ უკრაინულ გადაწყვეტილებაში ქართული ტყემლის სუნი იგრძნობა. სხვაგვარი შეკმაზის შემთხვევაში ეს თემა საერთოდ არ იქნებოდა წარმოშობილი. ბურჯანაძის ნაცვლად ნამდვილად ვერ ვისაუბრებ.

თუმცა, ეს ფაქტი რაიმე ღირსებას დღევანდელ უკრაინულ ხელისუფლებას არ მატებს და ცხადია, თუ ეს ფაქტი დადასტურდება, არაერთ ყოფილ ქართველ ჩინოსანს, რომლებიც დეპორტირებული არიან უკრაინის ხელისუფლებაში, სიხარულს მოჰგვრის და ალბათ უკრაინული ლუდითაც აღნიშნავენ ამ ფაქტს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.