ზურაბ ადეიშვილის შემდეგ, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ამოიღეს. სავარაუდოდ, მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა. ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს მთავარი პროკურატურა, რომელმაც კეზერაშვილის ძებნის მოთხოვნით ინტერპოლს ოფიციალურად მიმართა. თუმცა, დღეს უკვე კეზერაშვილი ინტერპოლის ოფიცილურ ვებგვერდზე აღარ იძებნება. როგორც ცნობილია, დავით კეზერაშვილი საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბარლდბეული.
გამომდინარე იქედან, რომ კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღეს, დღეიდან მას თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ სახელმწიფოში გადაადგილება.
როგორც კეზერაშვილის ინტერესების დამცველი, შოთა მინდელი აცხადებს, წარდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა.
„სწორდ, ამ მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ინტერპოლმა მიიღო გადაწყვეტილება და ის მოხსნა ძებნილთა სიიდან, რაც ნიშნავს, რომ მას ნებისმიერ სახლმწიფოში თავისუფალად გადაადგილების უფლება აქვს“, - აცხადებს შოთა მინდელი და დასძენს, რომ ამ ეტაპისთვის მისთვის უცნობია, მოითხოვს თუ არა ხელახლა პროკურატურა კეზერაშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიაში ჩასმას. თუმცა, მინდელი ირწმუნება, რომ, ვინაიდან ინტერპოლმა პროკურატურის მტკიცებულებები დაუშვებლად ცნო, მოთხოვნა კეზერაშვილის ხელახლა ძებნილთა სიაში ჩასმასთან დაკავშირებით, არ დაკამაყოფილდება.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება დაკავშირებულია სტატუსის შეცვლასთან, რის საფუძველზეც ყოფილი მაღალჩინოსნები ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს.
„ჩვენ ვიცით, რომ ისეთმა დემოკრატულმა სახელმწიფომ, როგორც საფრანგეთია უარი უთხრა ჩვენს პროკურატურას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის თაობაზე, სწორედ იმ საფუძვლით, რომ შესაძლოა, მასზე ხორცილედებოდეს პოლიტიკური დევნა. შესაბამისად, ამ სტატუსის მინიჭების კვალობაზე, რასაც პოლიტიკური დევნილის სტატუსი ჰქვია, უკვე საერთაშორისო პროცედურაც იცვლება და სწორედ ამან განაპიროა ის, რასაც ჰქვია კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება“, - აცხადებს ალაფშვილი და დასძენს, რომ პროკურატურამ და ხელისუფლებამ ერთად შეიტანა წვლილი რომ ეს შედეგები დადმგარიყო.
„მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ პროკურატურამ ვერ თქვა უარი, ვერ განთავისუფლდა წარსულის მავნე პრაქტიკისგან. მთავარი იყო სასწრაფოდ ბრალის წაყენება, სასწრაფოდ პირის დაკავება და ამის მერე მტკიცებულების შეკრებაზე ზრუნვა. მაქსიმალური ძალისმხევა უნდა მიმართულიყო მტკიცებულების მოპოვების კუთხით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წაყენებულიყო ბრალი, გამოცხადებულიყო ძებნა და დაპატიმრებულიყო. სამწუხაროდ, დღევანდელი პროკურაურა კვლავ ძველი სტილით მუშაობს და ამის ლოგიკური შედეგიც სახეზეა.
გავიხსენით რამდენი გამამრთლებელი განაჩენი გამოვიდა, რამდენი სასამართლო დავა დასრულდა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. იგივე - სპირტის საქმეზე კეზერაშვილის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი. ამას აკვირდებიან უცხოელები და როცა ხედავენ გამამრთლებენ განაჩენებს, უმყარდებათ ეჭვი პოლიტიკურ დევნაზე და ამაზე უნდა ეზრუნა ხელისუფლებას. ჯერ კიდევ, სანამ გვიანი არ არის, ამაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენ არ მივიღოთ ნეგატიური და შეუქცევადი პროცესები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.