„თუკი დემილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რატომ გადმოვიდნენ აქეთ, რატომ ჩვენები არ გადავიდნენ იქეთ?!“

„თუკი დემილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რატომ გადმოვიდნენ აქეთ, რატომ ჩვენები არ გადავიდნენ იქეთ?!“

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ საზაქენდში 10 ჰექტარით საზღვრის გადმოწევას. უწყების პრეს-სპიკერის დავით კერესელიძის შეფასებით, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოწევის ილუზია რეალურად, საზღვრის დემილიტარიზაციამ შექმნა. თუმცა, სომხური მხარე აცხადებს, რომ დემილიტარიზაციის პროცესი შეწყვეტილია.

საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ საზაქენდში 10 ჰექტარით საზღვრის გადმოწევას, რამდენიმე დღის წინ რუსი ოკუპანტების მიერ, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები აღმართვის პროცესის გაგრძელებად აფასებს პოლიტოლგი სოსო ცინცაძე.

რა ხდება საქართველო-სომხეთის საზღვარზე და რატომ იძაბება საქართველოს საზღვრებთან ვითრება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

ბატონო სოსო, რეალურად არ ხდება საქართველო-სომხეთის საზღვართან? საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ არანაირი საზღვრის გადმოწევის მცდელობა არ მომხდარა და ეს ილუზია საზღვრის დეიტარიზაციამ შექმნა..

- საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც თავის არც ერთ მეზობელთან არ გააჩნია შეთანხმებული საზღვარი. აი, თურქეთთანაც კი, თითქოსდა დემილიტარიზებული არის საზღვარი, თითქოსდა აღიარებულიც არის საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვარი, მაგრამ ორი თვის წინ მეგობარმა თურქეთიდან ჩამომიტანა მე-11 კლასის თურქეთის ისტორიის და გეოგრაფიის სახელმძღვანელო, სადაც წერია, რომ აჭარა თურქეთის საზღვარშია მოქცეული და ამას სკოლაში ასწავლიან.

რასაკვირველია, თურქეთის ოფიციალური ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამასთან კავშირი არ აქვთ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ თურქეთი არ არის ისეთი დემოკრატული ქვეყანა, რომ სკოლის დირექტორმა და განათლების სამინისტრომ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ეს საკითხი.

საქართველოს არც ერთ თავის მეზობელთან დადგენილი საზღვარი არ აქვს. თუკი დემილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რატომ გადმოვიდნენ აქეთ, რატომ ჩვენები არ გადავიდნენ იქეთ?! რატომ ხდება ისე, რომ ყველაფერში ვიღაცას ეშლება და სულ რატომ ვამართლებთ დანაკარგებს?

შერიგების მინისტრი გამოდის და ამტკიცებს, რომ არაფერი არ მომხდარა, სულ ასე იყოო. ზაქარეიშვილს დაძაბული უნდა უსმინო თორემ, რას ლაპარაკობს ვერ გაიგებ. წინ ხელისუფლება ამბობდა, რომ ზღაპარია საზღვარი არ გადმოწეულა, თოვლია და ვერ მივდივართო. აი, ასეთი დამოკიდებულება იყო ამ საკითხზე ყოველთვის. საზღვარი იმის არის, რომ სულ კონტროლის ქვეშ უნდა გქონდეს. თოვლი კი არა, ცუნამიც რომ იყოს, უნდა აკონტროლო შენი საზღვარი.

სომხური მხარე აცხადებს, რომ დემილიტარიზაციის პროცესი შეწყვეტილია...

- ამიტომ, რასაკვირველია, მე არ მჯერა საგარეო საქმეთა სამინისტროს არც ერთი განცხადების. რა უბედურება გახდა საზღვრის დადგენა. მსოფლიოს ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღავრი არის რუსეთ-ჩინეთის საზღვარი, 8 ათასი კილომეტრია და ის დადგინდა, ჩვენთან რა ხდება? ზოგან 22 კმ-ია დასაგნები, ზოგან კიდევ 160 კმ. რით ვერ მოხდა ამ საზღვრების დადგენა, მაგრამ არც პროფესიონალიზმი ყოფნით და არც პოლიტიკური ნება აქვთ.

სომხეთის საზღვრი 10 ჰექტარით გადმოწევა, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მიერ .. „საზღვრისაღმნიშვნელი ბანერის აღმართვა, შეიძლება ერთი გეგმის ნაწილი იყოს?

- რასაკვირველია ასეა. როგორც ქალბატონი მოგელაძე იტყოდა, გონივრული ეჭვის სრული საფუძველი გვაქვს ვიგულისხმოთ, რომ ეს ერთი ჯაჭვია. ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ საზღვრის გადმოწევის პროცესი თითქოს ჩაცხრა და აგერ, სომხეთის მიმართულებით გააქტიურდა. რატომ ახლა და არა ერთი თვის წინ? ჩვენ ხომ ვიცით, რომ სომხეთი, ისევე როგორც ცხინვალი, რუსეთის კარნახით მოქმედებს.

რა შეიძლება იყოს საქართველოს საზღვრებთან ვითარების გართულების რეალური მიზანი, რის მიღწევას ცდილობს ამით რუსეთი?

- საქართველო დაარწმუნოს იმაში, რომ მას რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, არანაირი დამცველი დასავლეთში არ ჰყავს, ამიტომ ურჩევნია ისევ რუსეთთან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ურთიერთკომპრომისებით რაღაცა შეთანხმებას მიაღწიონ. დღეს თვითონ რუსეთსაც არ აქვს საუკეთესო დღეები, ამიტომ რუსეთი დღეს ადვილად წამოვა იმ დათმობებზე, რომელზეც არ წამოვიდოდა არავითარ შემთხვევაში უკრაინის კონფლიქტამდე და იმ სანქციების დაწესებამდე.

თუმცა, დავით კერესელიძე ამბობს, რომ არანაირი საზღვრის გადმოწევა ან გადმოწევის მცდელობა არ მომხდარაამბობს, რომ მუშაობ საზღვრის დეიტარიზაცია-დემარკაციის კომისია და ამ კომისიის ფარგლებში უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაკვეთის დეიტარიზაცია, გარკვეული ნაწილი ამ მონაკვეთის უკვე დეიტირიზებულია...

- საერთოდ, ასეთი ქართველი დიპლომატი არ გამიგია. ადამიანები, რომლებსაც საერთაშორისო ურთიერთობაში ერთი ბროშურაც არ აქვთ წაკითხული, ერთი სტატიაც არ აქვთ დაწერილი, დღეს ელჩებად არიან გამწესებული. ბატონმა კერესელიძემ ასეთი განცხადებებით მოატყუოს თავისი უვიცი თანამშრომლები.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან გვითხრას, რომ ეს ტერიტორია სომხების იყო, ან გვითხრას, რა ვქნათ, სომხებმა ძალით გადმოწიეს და ახლა ჩვენ ამ საკითხს დავსვამთ ევროსაბჭოში, იქ კი უსაქმური ლორდები გამოვლენ და კიდევ ერთ აღშფოთებას დააფიქსირებენ. ესენი ჩვენს საზოგადოებას თვლიან იდოტებად და თვითონ არიან გენიოსები ეს გუშინ თანამდებობით გამხდარი დიპლომატები და არა განათლებით და პროფესიით.

მითხარით ვინ არის პროფესიით დიპლომატი? სანტექნიკიდან დაწყებული, კბილის ექიმით და ფსიქოლოგით დამთავრებული ყველა დიპლომატია. საგარეო საქმეთა სამინისტროში იცით რა პუბლიკაა შეკრებილი?ძველი კაკებეშნიკები, ჩეკისტები და ათასი რჯულის შემთხვევითი ადამიანებია შეკრებილი. აი, ამათ იმედზე არის დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკა.