„ნარკოტრანზიტის მიმართ ინტერესის გამო, აგრესიულ ისლამი აუცილებლად მოუახლოვდება საქართველოს“

„ნარკოტრანზიტის მიმართ ინტერესის გამო, აგრესიულ ისლამი აუცილებლად მოუახლოვდება საქართველოს“

„ისლამისტების ასეთი მოახლოება დამშვიდების საშუალებას არ გვძლევს. როდესაც ვიღაცის ინტერესში ხარ, იმის მოქმედება ყოველთვის შეგეხება. სწორედ იმიტომ, რომ აგრესიულ ისლამის ინტერესია ნარკოტრანზიტი, ის აუცილებლად მოუახლოვდება საქართველოს“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

რა შემთხვევაში იქნება ანტისლამისტური ძალებისთვის საქართველო გამოყენებული როგორც კორიდორი და რატომ არის სატრანზიტო კუთხით ხელსაყრელი საქართველო აგრესიული ისლამისთვის? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე: მოგეხსენებათ, ძირითადად, ტერორისტების ფინანსური წყარო ნარკოტიკებია. კავკასია კი, ნარკოტიკების გატარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ხაზი იყო წლების განმავლობაში. ამიტომ, ყურადღება კავკასიის მიმართ ყოველთვის ექნება. დღეს თუ ალაპარაკდნენ მხოლოდ ჩრდილო კავკასიაზე, ესეც გარკვეულ სპეციფიკასთან არის დაკავშირებული, რადგან სატრანზიტო ხაზად, ძირითადად, სამხრეთ კავკასია ფიგურირებს.

ასე რომ, ისლამისტების ასეთი მოახლოება დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. როდესაც ვიღაცის ინტერესში ხარ, იმის მოქმედება ყოველთვის შეგეხება. სწორედ იმიტომ, რომ ნარკოტრანზიტის მიმართ ინტერესი აქვს აგრესიულ ისლამს, ის აუცილებლად მოუახლოვდება საქართველოს. იმის იმედად ყოფნა, რომ დღეს ისინი მხოლოდ მუსულმანური რეგიონებით არიან შემოფარგლული, დიდად დამამშვიდებელი ვერ იქნება. ხვალ და ზეგ უნდა ველოდოთ, რომ აგრესიულ ისლამს სურვილი ექნება მისი კონტროლის ქვეშ ჰქონდეს სატრანზიტო ხაზი.

მხოლოდ სატრანზიტო კუთხით არის ხელსაყრელი საქართველო?

- არა მარტო. სავარაუდოა, რომ ისლამისტების მოძრაობა ადრე თუ გვიან, შეეხება საქართველოს და აზერბაიჯანის ინტერესებს. საქართველოსთან მოახლოება სამომავლოდ ხელშემწყობი პირობა იქნება იმისთვის, რომ თუ საჭირო იქნება უფრო აქტიურად დადგეს საქართველოს საკითხი.

რა თვალსაზრით?

- დავუშვათ, თუკი ისლამურმა სახელმწიფომ დაასკვნა, რომ ასეთი რეგიონალური ფრთების შექმნა მისთვის ხელსაყრელია საქართველოში, იგი დაიწყებს რესურსების ძენბას, რომ ასეთი რეგიონალური ანკლავები შექმნას უკვე საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთიც ქრისტიანული სახელმწიფოა, მაგრამ ამ ქრისტიანულ სახელმწიფოში გამოყო ისლამური რეგიონები და ფაქტიურად, ეს რეგიონები გამოაცხადა თავის ნაწილად. გამორიცხული არ არის, რომ ამ ლოგიკით დღის წესრიგში დადგეს საქართველოს საკითხიც.

მართალია საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო, მაგრამ აქ არის ისლამური რეგიონი და მითუმეტეს, რომ ამ რეგიონებიდან ადამიანები მიდიან მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე შესაძლოა, რომ ისლამურმა სახელმწიფომ საქართველოს თავის ნაწილად გამოცხადება გადაწყვიტოს. არა იმიტომ, რომ ამითი ისეთივე ტიპის ამოცანა ექნება, როგორც ჩრდილო კავკასიაში. ჩრდილო კავკასიაში მისი შესვლა ფაქტიურად რუსეთზე დამიზნებაა, მაგრამ საქართველოში მას სატრანზიტო გზების კონტროლის ინტერესი ექნება, რაც ფინანსურად ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მისთვის.

შს მინისტრი ამბობს, რომ გამოწვევებზე საუბარი გადაჭარბებულია, თუმცა, აქვე ამბობს, რომ მკაცრდება საზღვრები. ამ საფრთხის ასაცილებლად მხოლოდ საზღვრის გამკაცრება არის საკმარისი?

- არაერთმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ საზღვრის გამკაცრება არ უნდა გახდეს პრევენციის ერთ-ერთი სტრატეგია. ცხადია, რომ ისლამური ხალიფატი თავის დასაყრდენს პოლულობს ადამიანებში, აი, ეს დასაყრდენი უნდა შეიცვალოს, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონიმიკასთან და ახალგაზრდების დასაქმებასთან. უპირველეს ყოვლისა ამ მხრივ არის ფიქრი აუცილებელი, რადგან გრძელვადიან გარანტიებს ასეთი ცვლილებები მოგცემს.

ფაქტი სახეზეა, რუსეთს გაძლიერებული აქვს თავისი საზღვრები, მაგრამ აი, ამ რუსეთს თავის ტერიტორიაზე მოუწყო ის, რაც მოუწყო. ასე რომ, მხოლოდ ძალა არ შეიძლება აღმოჩნდეს შემაკავებელი. მათ თვითონ აქვთ იმის განცდა, რომ შეუძლიათ ძალით ბევრი რამ გადაწყვიტონ. ამიტომ, დაფიქრება გვმართებს ამ პრობლემის სხვა ასპექტებზე.

იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გადაწყვეტენ მასშტაბურ შეტევას ისლამისტებზე, შესაძლებელია ანტიისლამისტური ძალებისთვის საქართველო გამოყენებული იქნას, როგორც კორიდორი?

- რა თქმა უნდა შეიძლება. მითუმეტეს, საქართველო არის სახელმწოფო, რომელიც საკმაოდ აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ანტიისლამისტურ ღონისძიებაში. თუკი პარტნიორი ქვეყნები გადაწყვეტენ მასშტაბურ შეტევას ისლამისტებზე და მითუმეტეს, რომ უკვე კავკასიაში ჩნდება მათი ანკლავი, გამორიცხული არ არის, რომ საქართველო ამ შემთხვევაშიც პარტნიორად გაიხადონ. აგრესიული ისლამი ეს მთელი მსოფლიოსთვის ის პრობლემაა, რომელთანაც ურთიერთობის წესებს ახლა ეძებს. რიგ შემთხვევებში ხან პოულობს, ხან ვერა. ამიტომაც, ტექნიკური და საბრძოლო გამოცდილების თავალსაზრისით, ჩვენზე უფრო მაღალა მდგომი ქვეყნების მხარდაჭერას, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. მაგრამ, იმის იმედად ყოფნა, რომ ეს მხარდაჭერა გარანტიებს იძლევა, ძნელია. ვიმეორებ, ეს პოლიტიკური სტიქიური უბედურებაა.

ცხადია, რომ რუსეთის ინტერესში ნამდვილად არ შედის ისმალური სახელმწიფოს ხალიფატის გეგმების ხელის არშეშლა. მით უფრო, როდესაც იქ არიან ისეთი ლიდერები, როგორიც არის ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რომლის განცხადებით, ისლამისტების ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვერ შეძლებენ მხარდაჭერის მოპოვებას. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ღია დაპირისპირებაშია დასავლეთთან, რამდენად შეძლებს დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ამ პრობლემის მოგვარებას?

- ეს განცხადებაც იმის ნიშანია, რომ კადიროვს და მის პატრონს სერიოზულად ეშინიათ იმის, რაც ხდება ისლამურ სახელმწიფოში და ეს თქვა კიდევაც სერგეი ლავროვმა. რამდენად პრობლემას შეუქმნიან ისლამისტები რუსეთს, მით მეტი შანსია, რომ რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობაში აღმოჩნდეს უფრო მეტად დაფიქრებული. რუსები თვლიან, რომ ამ კუთხით საქართველოს პრობლემები არ ექნება, მაგრამ ვიმეორებ, თიღქოს, საქართველოს პრობლემა არ ექნება იმიტომ, რომ ისლამისტებიც კარგად აცნობიერებენ, რომ აქ განსახვავებული რელიგიის გამო ადამიანები არ იდევნებიან, ეს დამშვიდების საშუალებას არ იძლება.

თუკი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები მოითხოვს, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდოს და გაძლიერდეს მხარდაჭერების ძებნა ჩვენს მოქალაქეებს შორის. მხარდამჭერების გარეშე ისლამისტური სახელმწიფო აქ საყრდენს ვერ იპოვის. იმისთვის, რომ ეს მხარდამჭერები არ გამოჩეკონ, ამისთვის მარტო ძალისმიერი მეთოდები არ გამოდგებდა, აუცილებელია სოციალურ- ეკონომიკური და კულტურული მეთოდების გააქტიურება.