„მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა იქნება მეორე ფრონტის გახსნა ოდესაში“

„მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა იქნება მეორე ფრონტის გახსნა ოდესაში“

საქართველოს ექსპრეზიდენტი ერთ-ერთი ურთულესი რეგიონის გუბერნატორი გახდა. ამ სირთულეების შედეგია ის ფაქტიც, რომ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთხელ იცვლება რეგიონის გუბერნატორი. გარდა ამისა, ამ რეგიონში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს რუსეთს, რაც დამატებითი პოლიტიკურ სირთულეს უჩენს სააკაშვილს. სამხედრო ექსპეტრი, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ეს უფრო ხაფანგია სააკაშვილისთვის, ვიდრე საჩუქარი.

რატომ გადაისროლეს ექსპრეზიდენტი ოდესაში და რატომ მოითხოვა უკრაინის პრეზიდენტიგან არსენ იაცენუკმა სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.

სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნით რა ნაბიჯი გადადგა პეტრე პოროშენკომ? ფაქტია, რომ ოდესა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონი როგორც პოლიტიკური, ასევე კრიმინალური თვალსაზრისით.

- ნამდვილად, თავისი სპეციფიკური მმართველობის წესით, ოდესა ფაქტიურად დამოუკიდებელი ქალაქი იყო. როგორც წესი, გუბერნატორად ინიშნებოდა ადგილობრივი, შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლება ნაკლებად ერეოდა ოდესის შიდა პოლიტიკური მმართველობის სისტემაში. დაბალანსებული იყო უკრაინული და რუსული ინტერესები. ყირიმი და ოდესა ორი განსაკუთრებული რეგიონი იყო, რომელთაც დე ფაქტოდ ჰქონდათ ავტონომიის სტატუსი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ყველაზე დახურული და საიდუმლოებით მოცული არის ოდესის პორტი, სადაც ყველაზე ფართომასშტაბიანი ტრანზაქციები ხორციელდება.

შეძლებს სააკაშვილი ოდესის პორტში კონტროლის დამყარებას?

- არა მგონია, რომ სააკაშვილს ცხვირი ჩააყოფინონ. ოდესის პორტის დამორჩილება ვერ შეძლო პრემიერ-მინისტრმა. იულია ტიმოშეკომ თავის პრემიერ-მინისტრობის დროს სცადა ოდესის პორტის დამორჩილება და მისი დაქვემდებარება ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მაგრამ მას არაფერი გამოუვიდა. აქ საინტერესოა ისიც, რომ ოდესაც პირდაპირ ემიჯნება ყველაზე რთული კონფლიქტურ კერას, როგორიცაა დნესტრისპირეთი. ოდესა ერთ-ერთი რეგიონი იყო საიდანაც დნესტრისპირეთში შედიოდა რუსული შეიარაღება.

ოდესაში, საკმაოდ გაძლერებული არიან პრორუსული ძალები, რომლებსაც საკამოდ ძლიერი პოზიციები უკავიათ და სწორედ, ამით აიხსენება ის ფაქტიც, რომ უკრაინის ხელისუფლება პორეშენკოს მეთაურობით საკმაოდ დიდ სიფრთხილეს იჩენდა ოდესის მიმართულებით. საინტერესოა, რამ განაპირობა სააკაშვილის დანიშვნა?

- ნამდვილად, ოდესაში იყო რადიკალურ ნაციონალისტური ძალები, რომლებიც ნაკლებად ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეძლო სიტუაციის განაღმვა. რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს, აქ უკვე სახეზეა დაპირისპირება ოლიგარქიულ კლანებს შორის. ოლიგარქებს შორის დაპირისპირების მთავარი ინსტუმენტი გახდა სააკაშვილი. გარდა ამისა, ფაქტია, რომ სააკაშვილი მოაცილეს კიევიდან. მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან, არსენ იაცენუკთან. გარდა ამისა, გზაზე გადაეღობა კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს.

რა გახდა მოქმედ პრემიერსა და სააკაშვილის დაპირისპირების მიზეზი?

- სააკაშვილმა, როგორც პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველმა პირდაპირ მოითხოვა 50 ადამიანის დაკავება, რომელთა უმრავლესობა იულია ტიმოშენკოსა და არსენ იაცენიუკის მომხრე პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ მიღებული ფერად რევოლუციაში. ჩემი ინფორმაციით, იაცენიუკმა პრეზიდენტისგან მკაცრად მოითხოვა სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება. სააკაშვილის კიევში დარჩენა ფაქტიურად შეუძლებელი ხდებოდა.

სააკაშვილი იმდენად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ ჩაერთო ორ ოლიგარქს პეტრე პორეშენკოსა და ვიქტორ კოლომოისკის შორის დაპირისპირებაში. კოლომოისკი იყო დნეპროპეტროსკის გუბერნატორი, რომელიც აფინანსებდა მაიდანის ფერად რევოლუციას. გარდა ამისა ის აფინანსებდა რამდენიმე ბატალიონს. კოლომოისკი იყო ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც აკავებდა რუს სეპარატისტებს დონბასის რეგიონში. ოდესის გუბერნატორი იყო სწორედ კოლომოისკის კაცი, რომლის საშუალებით აკონტროლებდა ოდესას და თავისი ბიზნესინტერესიც ჰქონდა. ოდესას და მის 27 რაიონს ხელმძღვანელობდნენ კოლომოისკის მიერ დანიშნული კადრები.

სააკაშვილმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ყველა რაიონის ხელძღვანელი დატოვებს თანამდებობას. გამორიცხავთ, რომ კოლომოისკის გუნდის წევრების დაპატიმრებებიც დაიწყოს?

- არა, ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ. აშკარაა, რომ პოროშენკოს ხელით სააკაშვილი დაეტაკა ერთ-ერთ გავლენიან ოლიგარქს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მას ურთიერთობები გაუფუჭდა კიევის მერთან და პრემიერ-მინისრტთან. სააკაშვილი გადაიქცა პოროშენკოს სამართავ ინსტრუმენტად. პოროშენკოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოლომოისკის განეიტრალება.

მე ვიყავი ოდესაში, ვკითხულობდი ლექციებს და მეტ-ნაკლებად ვიცნობ ადგილობრივ მოსახლეობას. დამიჯერეთ, რომ მოსახლეობასთან ერთად, არც კოლომოისკი არ მისცემს მას ამის საშუალებას. ის ძალიან ძლიერი ფიგურაა, მას ემორჩილება საკამოდ ძლიერი გასამხედროებული ფორმირება. შეიძლება დაიწყოს ორმაგი კონფლიქტი. ანუ, ოლიგარქების დაპირისპირების ფონზე, ნაციონალისტურ მოტივზე შესაძლოა გაჩაღდეს მეორე კონფლიქტი - ანუ რუსებსა და უკრაინელებს შორის დაიწყოს აგრესიული ომი.

შესაძლებელია პროცესები განვითარდეს იმ ფორმით, რაც მოხდა დონბასში?

- რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ამ ცვლილებას, რაც შესაძლებელია „მინსკი 2“-ს ხელშეკრულების დარღვევის საბაბი გახდეს და რუსეთმა დაიწყოს შეტევა. იგივე ფორმით მოხდება ოდესის ანექსია, როგორც ეს ყირიმში მოხდა. მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა იქნება მეორე ფრონტის გახსნა ოდესაში, რისი გამოცდილებაც მას აქვს და ამის მაგალითია 2008 წლის აგვისტოს ომი.