„მიშა, რატომ უნდა დავთმოთ?“

„მიშა, რატომ უნდა დავთმოთ?“

ნაციონალი გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ პარტიიდან გოგა ხაჩიძის, გიორგი მელაძის, პავლე კუბლაშვილისა და ზურა ჯაფარიძის წასვლა როგორც პოლიტიკურად, ასევე ადამიანურად ძალიან მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ის პარტია არ არის, რომელმაც ოთხი ადამიანის გასვლა ვერ გადაიტანოს და დაიშალოს.

ყოფილ სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე პროცესეზე, for.ge გივი თარგამაძეს ესაუბრა:

თქვენი ყოფილი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილების მიზეზი პარტიის დაგვიანებული რებრედინგია. მათი მოტივაცია, სარწმუნოა?

- განცხადებამ უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი იყო. ფაქტობრივად, განმარტებული არაფერი იყო. გასაკვირია, როცა ასეთ განცხადებას პარტიაში რებრედინგის შედეგად მოსული ადამიანი აკეთებს. თუკი ზურა ჯაფარიძე რაიმე პრობლემას წააწყდა, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ის იყო და რებრედინგზე აქამდე რატომ არ ისაუბრა? ამ რებრედინგის შედეგად, პარტიაში მხოლოდ ჯაფარიძე არ იყო მოსული და მისი განცხადება ამ ადამიანების მიმართ მთლად ლამაზად ნათქვამი არ არის. არჩევნების შემდეგ, რებრედინგზე საუბარი დიდი ტალღის სახით დაიწყო და ყველა ნორმალური პარტიისთვის ეს ჩვეულებრივი პროცესია. პარტიის განახლება ახლაც მიმდინარეობს, რაც გაგრძელდება. პარტიას რებრედინგზე უარი არასოდეს უთქვამს. ადგილი აქვს პოლიტიკურ უმწიფარობას, უპასუხისმგებლობას და მოუმზადებლობას.

დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ამხელა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხარ და როგორც ჩანს, ჯაფარიძემ ამ წნეხს ვერ გაუძლო და მოუმზადებელი აღმოჩნდა. თუკი პრობლემები იყო და ეს აღმასრულებელმა მდივანმა ვერ მოაგვარა, ეს ადამიანები ქვეყნის პრობლემას მოაგვარებენ? ეს განცხადება არ იყო პოლიტიკური ლიდერების და ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს პოლიტიკაში დიდი პერსპექტივა არ ექნებათ.

საუბარია პოლიტიკურ გარიგებებზე, ამის ალბათობას ხედავთ?

- ამ მიმართულებით ვერაფერს ვიტყვი, რადგან არანაირი მტკიცებულებები არ მინახავს. ცალკეული ჟურნალისტის მოსაზრებები არაფერზე მეტყველებს. რასაც ვხედავ, ეს უპასუხისმგებლობა და უმწიფრობაა.

პოლიტიკურ კულუარებში საუბარია, რომ თქვენი ყოფილი თანაგუნდელების პარტიიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილია. ეს ადამიანები ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გუნდშიც გამოდიოდნენ?

- პარტიაში დავა ნორმალური პროცესია, მაგრამ ამ შემთხვევაში, პოზიციების შეჯერება არავის მოუთხოვია. თუკი მათ მიშა სააკაშვილის წინააღდეგ პრეტენზია ჰქონდათ, მაშინ, ეს პარტიის წინაშე უნდა დაეყენებინათ, ან მინიმუმ, განცხადებაში მაინც უნდა აღენიშნათ. ისინი არაფერს ამბობენ და მე როგორ ვიმარჩიელო? თუ მათ პრეტენზიები ჰქონდათ და ეს პარტიაში არ დააყენეს, მათი მხრიდან ეს არაკეთილსინდისიერია.

დრო არ დადგა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, სააკაშვილი რომელიმე სხვა ლიდერმა ჩაანაცვლოს?

სააკაშვილს ტაიმ-აუტი ერთი წელი აღებული ჰქონდა და ეს შესვენება სწორ დროს ამოიწურა, რადგან ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. სააკაშვილი ამ პარტიის სადავეებთან იდგა და არ შეიძლება, ჩვენ ერთიანობა გვღუპავდეს. ოლიგარქის მოთხოვნა ჩვენი დაშლა იყო, მაგრამ ერთობამ აქამდე მოგვიყვანა.

რესპუბლიკური პარტითავმჯდომარეს როტაციის პრინციპით ცვლის და ეს ერთგავარად, დემოკრატიული პროცესია. თქვენ სააკაშვილს რატომ ვერ თმობთ?

- რატომ უნდა დავთმოთ? რესპუბლიკელებს სხვა ტიპის პარტია აქვთ, ჩვენ - სხვა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი რადგან თავმჯდომარეა, ის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს, ეს ასე არ არის. ყველა გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო იღებს. ყოფით დონეზე საკითხების გადაწყვეტაში პარტიის თავმჯდომარის ჩარევა მინიმალურ დონეზეა დაყვანილი. ჩვენს სტრუქტურას დემოკრატიულობას ვერ დაუწუნებთ.

თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა, საკუთარი გეგმის საქმის კურსში რატომ არ ჩაგაყენეს?

- სწორედ ამ კითხვას ვსვამთ. თუკი ინფორმაციამ გაჟონა, ამის შემდეგ რა დაბრკოლება იყო, რომ ვერ შეგვხვდნენ?

როგორ ფიქრობთ, ამშეთქმულებისმოთავე ვინ იყო?

- ვერ გეტყვით.

ხაჩიძე-მელაძე-კუბლაშვილ-ჯაფარიძეს ძალა შესწევთ, რომ .. მესამე ძალა გახდნენ?

- ძნელად სავარაუდოა, რომ ამ დონის პოლიტიკური სიმწიფის ადამიანებმა რაიმე მნიშნელოვანი ძალა შექმნან. ამ ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც შემდეგ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწევს და ქვეყანას ოლიგარქს ჩამოაშორებს.

გამორცხავთ, რომ თქვენგან წასული ადამიანებიივერიისწევრებთან გაერთიანდნენ?

- „ივერიაში“ მყოფი ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, მაგრამ ეს ადამიანები პოლიტიკურ ცენტრს ვერ შექმნიან.

ივერიისწევრები თქვენი ხელისუფლების მინისტრები იყვნენ და ისინინაციონალურ მოძრაობაშირატომ არ არიან?

- მათ ცალკე ყოფნა აირჩიეს და საკუთარი აზრი ჩამოაყალიბეს, რომელიც ჩვენც გაგვაგებინეს. მაშინ, სხვა პერიოდიც იყო. იმ დროს, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზრდა დაიწყო და მმართველი ძალის ჩამოშლა მიდის, ამ მომენტში, ამ ადამიანების მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის არსი არ მესმის.

თუმცა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ თქვენი პარტია სამ ჯგუფად იყოფა...

- პრემიერის კოალიციიდან პარტია გავიდა საერთოდ და თუკი აღმასრულებელ მდივანზეა საუბარი, ავიწყდებათ, რომ ზვიად ჯანყარაშვილი გააპანღურეს? ჩვენი გუნდის რღვევაზე საუბარიც ზედმეტია. ხელისუფლებას იმხელა ვარდნა აქვს, რომ სჯობს, ვარდნისგან ღრმად ჩაისუნთქოს. ღარიბაშვილმა თავისი საქმე არ იცის? ჩვენ რას გვითვლის, გუნდი ორად დაიშლება თუ სამად? ქვეყანას ეკონომიკური და კრიმინალური პრობლემები ანგრევს, მაგრამ ეს პრემიერს არ აინტერესებთ და ჭორაობით არის დაკავებული, თუ რა ხდება ჩვენს პარტიაში. ყველამ თავის პარტიას და საქმეს მიხედოს. მათ სახელმწიფოს მართვის არც უნარი აქვთ, არც კადრები ჰყავთ და უუნაროდ მმართველობენ.

ანუ, თქვენი რიგებიდან თანაგუნდელების გადინებას გამორიცხავთ?

- ეს დარტყმა როგორც პოლიტიკურად, ასევე ადამიანურად ძალიან მძიმე იყო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ის პარტია არ არის, რომელმაც ოთხი ადამიანის გასვლა ვერ გადაიტანოს და დაიშალოს. გუნდში უფრო მეტად კვალიფიციური და მეტი გამძლეობის კადრები გვყავს, ამიტომ, პარტია ამ პოსტებზე სხვა ადამიანებს აირჩევს და ბრძოლის იმ ფაზაში შევდივართ, რომელიც ფინიშის სწორია.