„ნაციონალური მოძრაობის“ რიგები შესაძლოა დეპუტატებმა - პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ დატოვონ.
როგორც for.ge-ს პოლიტიკურ კულუარებში განუცხადეს, აღნიშნული პირები პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე აპირებენ.
წყაროს ცნობით, აღნიშნული დეპუტატები პარტიის დატოვებას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აპირებდნენ და მათ გეგმა ჰქონდათ, რომ პარტია უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან ერთად დაეტოვებინათ, მაგრამ ვინაიდან, ბაქრაძემ ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, მათ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი დროებით შეიკავეს.
for.ge-ს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიმდინარე კვირის ოთხშაბათს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს, რის შემდეგაც, ცნობილი გახდება ხაჩიძე-კუბლაშვილი-ჯაფარიძე-მელაძე დარჩებიან თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე, for.ge ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა. http://www.for.ge/view.php?for_id=33194&cat=2