„პროგრესი არსებობს, მაგრამ... ნაბიჯები რომ გადაიდგას, ამის სურვილი მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს“

„პროგრესი არსებობს, მაგრამ... ნაბიჯები რომ გადაიდგას, ამის სურვილი მეორე მხარესაც უნდა ჰქონდეს“

რიგის სამიტამდე ორი დღით ადრე, საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ავსტრია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ავსტრიაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის განცხადებით, რიგის სამიტის წინ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

„განსაკუთრებით მატულობს მნიშვნელობა რიგის სამიტის წინ. ეს არის მკაფიო გამოხატულება ავსტრიის რესპუბლიკისა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართულებებით“, - აღნიშნა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება, საქართველოს დელეგაციას პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, დავით კერესლიძის განცხადებით, რიგის სამიტამდე დარჩენილია რამდენიმე დღე და, რა თქმა უნდა, მოლოდინები დადებითია. 

„როცა კარგად მუშაობ და გაქვს წარმატებები, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს ელოდები და ამ მაქსიმუმის მოლოდონი ნამდვილად არის. ჩვენ დეკლარაციის ტექსტი ჯერ არ ვიცით. არ ვიცით, კონკრეტულად რა ჩაიწერება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება დადებითად შეფასებული და ევროკავშირის ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს მხარდაჭერას და კმაყოფილებას საქართველოს რეფორმებით და იმით, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის“, - აცხადებს დავით კერესელიძე. 

რიგის სამიტამდე 2 დღით ადრე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ვიქტორ დოლიძე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ლატვიის პრემიერ-მინისტრს, ლაიმდოტა სტრაუიუმას და ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან კლოდ იუნკერს მიმართავს. დოკუმენტს ხელს აწერენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰაიდი ჰაუტალა და საქართველოს პარლამენტის წევრი, ევრონესტის თანაპრეზიდენტი ვიქტორ დოლიძე.

განცხდებაში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მოუთმენლად ელოდება კვირის ბოლოს რიგის სამიტის გამართვას. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მიმართავში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწყების და ავროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივის თაობაზე.

ამავე მიმართვაში აღნიშნულია, რომ ისინი ევროკავშირის ლიდერებს უგზავნიან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მთავრობების ლიდერებისადმი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მიმართვას, რომელიც 2015 წლის 13 მაისს მიიღეს. 

„ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებული საკმაოდ დიდი გამოწვევებისა, სამიტი იქნება კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი აღმოსავლეთ ევროპული პარტნიორი ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროინგერაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ სამიტზე უნდა დაფიქსირდეს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი. ბაქრაძის განცხადებით, საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეფორმები განხორციელდა, რამაც ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებთან დააახლოვა.

„ჩავდივართ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორებით, ჩავდვართ, როგორც აღმოსავლეთ პარნიორობის ლიდრები, ასოცირების შეთანხმების და სხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების იმლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებაზე მაქსიმალურად დაფიქსირდეს ის პროგრესი რაც საქართველომ განიცადა“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

რიგის სამიტზე, ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მისამართით ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ ელის პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და ამის მიზეზად საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილ ვითარებას ასახელებს. მისივე შეფასებით, საქართველოს მიერ, ბოლო დროს მიღწეული პროგრესი, ევროკავშირის მხრიდან სიტყვიერად აუცილებლად პოზიტიურად შეფასდება.

„საერთაშორისო ურთიერობებთან დაკავშირებით, იმედებს ისე ვაწყობთ, თითქოს, ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია და არ ვითვალისწინებთ საერთაშორისო ვითარებას მოცემულ მდგომარეობაში. ის რაც დღეს ხდება, სადაც საკვანძო რგოლი უკრაინაა, არ ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მიმართულებით წინსვლის იმედი, არა ჩვენს გამო, არამედ შექმნილი საერთაშორისო მდგომარეობის გამო.

შეფასებაში პროგრესი იქნება, რადგან ობიექტურად, საქართველოს მხრიდან პროგრესი არსებობს, მაგრამ ამ კუთხით ნაბიჯები რომ გადაიდგას, ამის სურვილი უნდა ჰქონდეს მეორე მხარესაც. ახლა ვხედავთ, რომ მეორე მხარე უკრაინის თემაშია ბოლომდე ჩაფლული, ვერ ამოდის იქიდან და იმის ნიშნებიც კი არის, რომ გარკვეულ კომპრომისებზეც წავიდეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.