ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ თუ მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს, ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რიცხვი მომავალში უფრო გაიზრდება. მისივე შეფასებით, პრორუსული ორგანიზაციების გააქტიურების ფონზე, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა დიდი პროცენტული მაჩვენებელი გასაკვირი არ არის.
რატომ იზრდება ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რიცხვი, რატომ არ არსებობს პოლიტიკურ ნება, რომ ხელი შეუშალონ რუსულ პროგანდას და რატომ ითხოვს კანონის გამკაცრებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
NDI-ის კვლევის მიხედბით, გამოკითხული 31%-სთვის ევრაზიულ კვაშირში გაწევრიანება მისაღებია. შარშანდელთან შედარებით ეს მონაცემები 11 პროცენტით გაიზარდა. რამდენად დიდია ეს მაჩვენებელი და რა არის ამის მიზეზი?
- სერიოზული რიცხვია, აშკარად მზარდია და ამიტომაც არის საგანგაშო. გააქტიურებული არიან პრორუსული ორგანიზაციები, ე.წ. არასამთვაბროები, რომლებსაც პირდაპირ აფინანსებს რუსეთის ხელისუფლება. მათ ხელს არავინ უშლის, პირიქით, მშვენივრად მუშაობენ. აგერ რუსული ტელეარხებიც ჩართულია და მთავრობაში არავის აწუხებს ეს საკითხი. რასაკვირველია, ყველაფერ ამის ფონზე ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რიცხვი უფრო მოიმატებს.
გამოდის, ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკურ ნება, რომ ხელი შეუშალონ რუსულ პროგანდას?
- რა თქმა უნდა. როდესაც, ოკუპანტი ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები მუშაობენ შენთან, ამის მარტივი მოგვარება შეიძლება შესაბამისი კანონის მიღებით. მერწმუნეთ, რომ ასე მარტივად არაა საქმე, ჩვენ ოკუპირებული ვართ. გადავწყვიტოთ ვართ თუ არა ოკუპირებული? არის თუ არა მტერი რუსეთი? თუ არ არის, მაშინ გვითხრან და ჩაეხუტონ ბოლომდე. რუსული არხები მთელი მსოფლიოს პრობლემაა, მსოფლიო ამბობს, რომ ეს არის აბსოლუტურად შეურაცხადი, აგრესიული ისტერიული პროპაგანდა, ხოლო ჩვენთან ჩართულია - თითქოსდა არაფერი. სამწუხაროდ, ამას მთავარობაში შემაშფოთებლად არ აღიქვამენ. ამბობენ, რომ რა ვქნათ დემოკრატიაა, ვერც არხებს ვუზამთ რამეს და ვერც ამ ე.წ. ორგანიზაციებსო.
ეს არის სერიოზული პრობლემა და ამას სჭირდება ფიქრი. იმედია, ახლა კომისიას არ შექმნიან და მერე არ გადავლენ მოქმედებებზე. არავითარი კომისია, საჭიროა პირდაპირ მოქმედებებზე გადასვლა და ისეთი მარტივი ზომების გატარება, როგორიც არის კანონის მიღება. მთავრობამ უნდა მიიღოს კანონი, რომ დაიგმოს ძალადობისკენ მოწოდება და ცილისწამებები, უნდა დაიხუროს ფაშისტური საინფორმაციო საშუალებები და არამარტო რუსული, არამედ ქართულიც. ცილისწამებისა და ძალადობისკენ მოწოდება კანონმა უნდა აკონტროლოს. პოლიტიკური ოპონენტის ლანძღვა და სიცრუის ტირაჟირება ასეთი მარტივი არ უნდა იყოს.
კანონმა როგორ უნდა დარეგულიროს ეს საკითხი ისე, რომ არ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ შეიზღუდოს რუსული პროპაგანდა?
- მოდით, მარტივად ვთქვათ, როცა ოკუპანტის ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცები და მედია საშუალებები, ავრცელებენ სიცრუეს, უნდა გამოიძებნოს რაღაცა იურიდიული მექანიზმი იმისათვის, რომ შეწყდეს სიცრუის ტირაჟირება. ეს არის ოკუპანტი ქვეყანა, დამთავრდა, ამით ყველაფერი ნათქვამია.
გასაგებია, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ რატომ არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ნებადართული რუსული პროპაგანდა?
- სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობაში არიან კონკრეტული პირები, რომლებიც თავისი უმოქმედობით ხელს უწყობენ ამ პროპაგანდას. ზოგიერთებს უახრია კიდევაც და ამას არც მალავენ. ვნახეთ კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის იური მეჩითოვის რეაქცია გეორგევსკის ლენტის დაწვაზე. ადამიანებს პრორუსული პროპაგანდის გავრცელებითვის კომფორტული გარემო აქვთ შექმნილი, და არა მათ, ვინც ამათ ებრძვის. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი მთავრობის ქმედებაში. თუ არ შეიცვლება მიდგომა, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
როგორ ფიქრობთ, ერთ-ერთი მიზეზი რატოამც იზრდება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურელთა რაოდენობა, არის თუ არა ის დამოკიდებულება, რომელიც ფქსირდება პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ნატოში არ მიღება, უვიზო მიმოსვლაზე უარის თქმა და ა.შ...
- ევროპა ყველაფერს შენს მაგივრად ვერ გააკეთებს. წარმოიდგინეთ რა მოხდება თუკი უვიზო რეჟიმს მოგცემენ - სამუშაოს საძებნელად ყველა მიაწვება ევროპას. საქართველოში არავინ დარჩება, ეს კატასტოფა იქნება ჩვენთვის და არა ევროკავშირისთვის. ევროკავშირი აიტანს რამდენიმე ასეულ ათასობით ადამიანს, მაგრამ საქართველო ვერ აიტანს ამდენი ადამიანის გაქცევას ქვეყნიდან.
როდესაც შენ გაქვს ეკონომიკიური კრიზი, ეს არ არის ევროკავშირის ბრალი, ეს არის მთავრობის ბრალი. მთავრობამ ელემენტარული რამ უნდა მოაგვაროს იმისათვის, რომ ევროპას არ შეეშინდეს შენთვის უვიზო რეჟიმის მოცემის. ვიდრე არ მოგვარდება ეკომიკური პრობლემები, ბუნებრივია, რომ ვერ მოგვცემს უვიზო მიმოსვლას. თუკი ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება, ბუნებრივია, მოგვცემენ უვიზო მიმოსვლას.
41 პროცენტისთვის რუსეთი არის საფრთხის შეცვლელი ქვეყანა, თუმცა ეს არის დიდი ციფრი. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა ამაღლდეს და განმტკიცდეს ევროპული არჩევანის მიმართ...
- რა თქმა უნდა. მაგალითად, ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებობს ნატოს და ევროკავშირის ცენტრი, ყველგან ხსნიან ფილიალებს, მაგრამ ეს ფილიალები არ არის საკამარი, თუკი უმრავლესობის წევრი გამოვა და იტყვის, რომ ნატოს რუსეთი მირჩევნია, იქ კულტურის მინისტრის მოადგილე ვენებს გადაიჭრის გეორგევსკის ლენტის დაწვაზე, ეს ხომ მოსახლეობაზე უფრო მოქმედებს, ვიდრე რეგიონებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი.