პრემიერის გამოსვლა პარლამენტში

პრემიერის გამოსვლა პარლამენტში

მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო!

თქვენ უკვე იცნობთ სამთავრობო გუნდის მიერ წარმოდგენილ პროგრამას, რომელშიც ასახულია ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეები, განხორციელებული რეფორმები და, ასევე,  ჩვენი ქვეყნის მომავლის ხედვა, ჩვენი გეგმები. ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის სამოქმედო გეგმა.

დღეს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის უპრეცედენტო რეფორმაზე, სოფლის მეურნეობაში ჩადებულ უდიდეს ძალისხმევაზე და ასე შემდეგ, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს. და, რაც მთავარია, ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა, შეუქცევადია.

სწორედ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ჩვენი ხალხი ბევრად  უფრო მომთხოვნი გახდა ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საზოგადოების წინსვლისთვის.

ახლა მთავრობის მთავარი საზრუნავი, დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებთან ერთად, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა. ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას; გავაგრძელებთ მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებს; გავუადვილებთ საქმიანობას ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, მსხვილ ბიზნესმენებს და ინვესტორებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ წარმატების რეალური შესაძლებლობები.

ჩვენი არჩევანი ევროპული დემოკრატიაა - პოლიტიკური სისტემა, სადაც თავისუფლება და ადამიანის უფლებები გარანტირებულია, სადაც ეკონომიკა ჯანსაღ კონკურენციასა და თავისუფალ გარემოში ვითარდება, სადაც სოციალური თანასწორობა და ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავრობა დგამს თანამიმდევრულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება გახდეს გაცილებით მშვიდი, უსაფრთხო და სტაბილური. და მე მჯერა, რომ ამას მივაღწევთ.

ბატონებო,

თქვენ ალბათ უკვე გაეცანით განახლებულ პროგრამას. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის უცვლელი - ეს არის ძლიერი, ეფექტიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა.

იმისათვის, რომ მომავლის გეგმები დაისახოს, მნიშვნელოვანია შევაჯამოთ ის შედეგები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივაღწიეთ.

მე შევეხები თითქმის ყველა მიმართულებას, თუმცა მინდა დავიწყო ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროთი -  ეკონომიკით.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფასებისას აუცილებელია რეგიონში არსებული ვითარების ანალიზი, რადგან რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ტენდენციები ნებისმიერ ქვეყანაზე დიდ გავლენას ახდენს. 

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ორნიშნა მაჩვენებელი - 2003 წელს 11.1 პროცენტი და 2007 წელს 12.34 პროცენტი დაფიქსირდა, ჩვენ არ ვყოფილვართ ლიდერები რეგიონში, რადგან ჩვენი უშუალო მეზობლების ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო მეტი იყო.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, - დღეს ჩვენ რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და პირველად ვართ ლიდერი რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაფიქსირდა - 3.3 პროცენტი, ხოლო  2014 წელს - 4.8 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარება შედარებით ნაკლებად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპზე აისახა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 4 პროცენტს შეადგენს. 2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წელთან შედარებით 8.2 პროცენტით მეტია.

2008-2012  წლებში საქართველოს ვალი უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ეკონომიკა. 2013 წელი იყო ერთადერთი წელი დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი არათუ გაიზარდა, არამედ   50 მილიონი დოლარით შემცირდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკის ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკაში მაქსიმუმზე ფიქსირდება და მსოფლიო ეკონომიკის 0.32 პროცენტს შეადგენს.  აქამდე საქართველოს წილი 0.29 - 0.31 პროცენტს შორის მერყეობდა. 

მიუხედავად ამ მიღწევებისა, მტკივნეულ თემად რჩება ლარის კურსის ცვლილება. რეგიონში შექმნილი ვითარება რთულია და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ ასცდებოდა ამ პრობლემას. სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ მთელ მსოფლიოში. როგორც იცით, დოლარი გამყარდა აბსოლუტურად ყველა ვალუტის მიმართ.

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ აზერბაიჯანმა - ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ, რომელიც ჩვენზე გაცილებით მდიდარი სახელმწიფოა, დაახლოებით ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯა კურსის შესანარჩუნებლად და მიუხედავად ამისა, თებერვალში მისი ეროვნული ვალუტა ერთ დღეში 34 პროცენტით  გაუფასურდა.  ასეთივე ვითარებაა მოლდოვაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ლარის კურსის ცვლილება ჩვენი მოსახლეობისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავასტაბილუროთ ვითარება.

2015 წლისბიუჯეტისპროექტისდაგეგმვისას, გათვალისწინებულიმაკროეკონომიკურიგათვლებით,ეკონომიკურიზრდაპროგნოზირებულიიყო 5 პროცენტისფარგლებში, რასაც იზიარებდასაერთაშორისოსავალუტოფონდი, მაგრამ საგარეოფაქტორებმადარეგიონშიმიმდინარეპოლიტიკურმაპროცესებმამნიშვნელოვანიგავლენამოახდინესეკონომიკურ მაჩვენებლებზე და დაგეგმილი პარამეტრებიშემცირდარეგიონისთითქმისყველა ქვეყანაში.

საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა. შესაბამისად, ის აუცილებლად განიცდის საგარეო ფაქტორების მნიშვნელოვან ზეგავლენას. ჩვენ მოგვიწია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 2 პროცენტამდე შემცირება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ გატარებული აქტიური ზომების შედეგად, ეკონომიკური ზრდა თებერვალ-მარტში 4.8 - 4.2 პროცენტი დაფიქსირდა, რაც წლის დასაწყისში გაკეთებულ 2-პროცენტიან პროგნოზს ორ-ნახევარჯერ აღემატება.

2015 წლის პირველკვარტალში 3.2-პროცენტიანიეკონომიკურიზრდაგვაქვს, რაც,რეგიონშიშექმნილირთულივითარებისგათვალისწინებით, პოზიტიური შედეგია.  როგორც უკვე აღვნიშნე, სწორედ ამიტომ, დღეს საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით, წინა წლებისგან განსხვავებით, ლიდერია რეგიონში.

ამ ეტაპზე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2015 წელსსარეიტინგოკომპანია Moody’s-მასაქართველოსშეუნარჩუნარეიტინგი Ba3, პერსპექტივით - პოზიტიური, და ესძალიანმნიშვნელოვანიარეგიონშიშექმნილირთულიეკონომიკურივითარებისფონზე.

რაცშეეხება Fitch-ისმიერსაქართველოსთვისპერსპექტივისპოზიტიურიდანსტაბილურითშეცვლას, მათმიერგამოქვეყნებულანგარიშშიცალსახადარისაღნიშნული, რომამგადაწყვეტილებისძირითადიგანმსაზღვრელიფაქტორისაგარეოშოკებიგახდა.

ბოლო 2 წელიწადში  საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა შემდეგ საერთაშორისო რეიტინგებში:

Frazer Institute-ის  „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“;

Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“;

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“. 2011-2012 წლებთან შედარებით, საქართველომ პოზიცია 19 საფეხურით გაიუმჯობესა.

საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია რეიტინგის სამივე ფაქტორში, 7 კომპონენტში და 79 ქვეკომპონენტში.

გაუმჯობესებული ქვეკომპონენტებიდან განსაკუთრებითმნიშვნელოვანია: საკუთრების უფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა, მთავრობის პოლიტიკური კურსის გამჭვირვალობა, ინვესტორების მხარდაჭერის გაძლიერება, ინფრასტრუქტურის ხარისხი, დანახარჯებისოფლის მეურნეობაში  და სხვა.

TRACE Matrix-ის ინდექსის მიხედვით, კორუფციის  სიმცირის რეიტინგში  საქართველო მე-11 ადგილზეა 197 ქვეყანას შორის. ჩვენ წინ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია. მნიშვნელოვანია, რომ ინდექსის მიხედვით, კორუფციული რისკების შეფასება ეფუძნება ოთხ სფეროს:

1.      ბიზნესის ურთიერთობას მთავრობასთან, რაც გულისხმობს რეგულაციების  სიმარტივეს და ქრთამის გადახდის მოლოდინის არსებობას ბიზნესსექტორში;

2.      ანტიკორუფციულ კანონებს და მათ აღსრულებას;

3.      სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობას;

4.      სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობას, რაც მოიცავს მედიის თავისუფლებასა და სოციალური განვითარების დონეს.

ბატონებო,

2015 წლის პირველი კვარტალის მონაცემებმა გვაჩვენა, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება. პირველი კვარტალის მონაცემებით, შემოსავლებმა გეგმას 140 მილიონი ლარით გადააჭარბა, რაც ეფუძნება ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალ დონეს. მარტში 12.5 პროცენტითარისგაზრდილიდღგ-სგადამხდელსაწარმოთაბრუნვა.

   მნიშვნელოვანია აღინიშნოს კერძო სექტორის როლი ეკონომიკურ ზრდაში:

2014 წელს პროდუქციის გამოშვება სამეწარმეო სექტორში გაიზარდა 12.8 პროცენტით, ხოლო ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა - 11 ათასი ადამიანით.

სამშენებლო სექტორის აქტივობა 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 20 პროცენტით;

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით რეგიონის მასშტაბით უკეთესი ვითარებაა, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან პერიოდში მიმართულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისკენ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქვეყანაში თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას, ადმინისტრაციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერის, სპეციალური პროექტების გზით.

როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ბუნებრივია, უნდა შევეხოთ ინვესტიციების საკითხს. 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირიუცხოურიინვესტიციებისმოცულობაგაიზარდა, და ეს ნამდვილად არის მნიშვნელოვანი მიღწევა იმ ურთულესი ფონის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში შეიქმნა. პირდაპირიუცხოურიინვესტიციებისმოცულობამ გასულ წელსმილიარდ 272 მილიონიდოლარიშეადგინა, რაც 35 პროცენტითაღემატება 2013 წლისმონაცემებს. ამავეპერიოდშირეინვესტიციისოდენობამმთლიანიპირდაპირიუცხოურიინვესტიციების 21 პროცენტიშეადგინა. ეს უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის.

2014 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი 2007 წლის მაჩვენებლის შემდეგ;

ასევე, 2013 წელთან შედარებით 78 პროცენტით გაიზარდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციები;

სულ ახლახან დაიწყო შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზა, რაც საქართველოს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოუტანს.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, ექსპორტი გაიზარდა 20.5 პროცენტით, ევროკავშირთან - 76 პროცენტით, რუსეთთან კი - დაახლოებით 6-ჯერ (487.5 პროცენტით).

მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ 2013 და 2014 წლებში ტურიზმიდან სამ-ნახევარი მილიარდი დოლარი შემოვიდა საქართველოში, ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურა კი კიდევ უფრო გვიმყარებს ოპტიმიზმის საფუძველს.

პირველად საქართველოს სამთო კურორტების ისტორიაში მოხდა სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება გუდაურსა და ბაკურიანში. წელს პირველად ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა აღარ იყო დამოკიდებული ამინდზე.  სათხილამურო სეზონი გაიზარდა 5 თვემდე. დღეს უკვე ჩვენი კურორტები იძლევა საერთაშორისო დონის შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობას. უკვე წელს გუდაურში 40 პროცენტით, დიდველზე კი - 20 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა.

მე მესმის, რომ შეიძლება ჩვენი ოპონენტებისთვის ამის მოსმენა  არ იყოს სასიამოვნო სუბიექტური მიზეზის გამო, მაგრამ ეს არის რეალობა. მთავარი ის არის, რომ ეს წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რამდენიმე დღეში, კავკასიაში პირველად, თბილისიუმასპინძლებს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის – EBRD-იდ ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს. საქართველოს ეწვევა 60-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი რანგის პირი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესის 2000-მდე წარმომადგენელი. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალი ეკონომიკური პროექტების დასაწყებად.  

მინდა განსაკუთრებულიყურადღებადავუთმოსაქართველოსადაჩინეთსშორისსრულიადახალიეკონომიკურიურთიერთობებისდაწყებას.

ჩვენხელიმოვაწერეთუმნიშვნელოვანესშეთანხმებასჩინეთსადასაქართველოსშორის,,ახალიაბრეშუმისგზისეკონომიკურისარტყლის“განვითარებისშესახებ. შეთანხმებაიქნებამნიშვნელოვანი სტიმული როგორცჩინურიინვესტიციებისმოზიდვისთვის, ისე  ჩინეთისბაზარზექართული პროდუქციისდამკვიდრებისადაპოპულარიზაციისთვის.

2014 წელსჩინეთიდანშემოსულიინვესტიციები 2013 წელთანშედარებითგაორმაგდა. თებერვალშიჩინეთიდანსაქართველოსმიმართულებითპირველისარკინიგზოტვირთისტრანსპორტირებაგანხორციელდა.ესისტორიულიფაქტია, რადგანაქამდეარსებულისაზღვაოკავშირის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობდა.

ოქტომბერშითბილისი უმასპინძლებს „აბრეშუმისგზის“ მაღალირანგის ფორუმს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალი ეკონომიკური კავშირებისა და ურთიერთობების დამყარებას.

ჩვენ დავიწყეთ სივრცითი დაგეგმარების მასშტაბური პროექტი, რომლის შედეგადაც გვექნება ჩვენი ქვეყნის მრავალფუნქციური განვითარების სრულყოფილი გეგმა. 

ბატონებო,

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო საქართველოს ეკონომიკისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. ჩვენმა მთავრობამ ცოტა ხნის წინ მიიღო დადგენილება ქუთაისისჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ. ლაპარაკია 2020 წლამდე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ქუთაისში მთლიანად შეიცვლება განვითარების ტემპი და ჩვენ რამდენიმე წელიწადში გვექნება თანამედროვე ინდუსტრიული ზონა, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს რეგიონის ცხოვრების დონეს  და დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

ვფიქრობ, რომ ქუთაისს განვითარებისთვის სწორედ ასეთი ცვლილებები სჭირდება და არა კოლოსალური თანხის დახარჯვა, მაგალითად, პარლამენტის ამ შენობისთვის - ეს არის ხალხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი ასობით  მილიონი ლარი, რომელიც რეალურად, წყალში გადაყრილი ფულია. 

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ჩვენკომპლექსურად შევისწავლეთ საქართველოსსატრანზიტოპოტენციალისა დაახალიგეოპოლიტიკურირეალობიდანგამომდინარეწარმოქმნილიშესაძლებლობები. ასევე, ჩატარდადეტალურიკვლევაახალინავსადგურისმშენებლობისათვისყველაზეოპტიმალურიადგილმდებარეობისშესარჩევად. შედეგად, მივიღეთგადაწყვეტილებამაღალიგამტარუნარიანობისპორტისმშენებლობისშესახებ. ანაკლიისპორტიაშენდება 7 ფაზადდასაბოლოოდმისიგამტარუნარიანობა 100 მილიონტონასმიაღწევს. ჩვენიმიზანიაარა მარტორეგიონისქვეყნებისბაზარი, არამედჩინეთიდანტვირთნაკადებისმოზიდვა,მით უმეტეს, რომ საქართველოსგეოგრაფიულიმდებარეობაამისძალიანკარგშესაძლებლობასიძლევა. აღსანიშნავია, რომნავსადგურისმიმდებარეტერიტორიაზეიგეგმებათავისუფალიინდუსტრიულიზონისშექმნა, რაცხელსშეუწყობსლოგისტიკურიბიზნესისადაინდუსტრიულიკლასტერისჩამოყალიბებას. მიგვაჩნია, რომანაკლიისახალინავსადგურისდღესარსებულიკონცეფციითაშენებასაქართველოსევრაზიულლოგისტიკურჰაბადგარდაქმნისაუცილებელ  წინაპირობასწარმოადგენს.

ინტენსიურადმიმდინარეობსბაქო-თბილისი-ყარსისსარკინიგზომაგისტრალისმშენებლობა. შესრულებულიასამშენებლოსამუშაოების 60 პროცენტი. საქართველოსმონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი.

ახლა მინდა შევეხო რეგიონებისგანვითარების საკითხს. ჩვენ კარგად ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს რეგიონების გაძლიერებას ქვეყნის ეკონომიკისათვის. ამიტომ დავიწყეთ პროექტი „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“. ჩვენ შევისწავლეთ ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი, ბუნებრივი და ადამიანური რესურსები და გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა არის საჭირო თითოეული რეგიონის წინსვლისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რათა განხორციელდეს საინტერესო პროექტები და ამუშავდეს შეჩერებული და მიტოვებული საწარმოები. ეს პროექტი მოიტანს ახალ სამუშაო ადგილებს რეგიონებში და  ჩვენი მოსახლეობა წელში გაიმართება.

გასულ წელს ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა  2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა, რომელიც წარმოადგენსმნიშვნელოვანსაშუალოვადიანსტრატეგიულდოკუმენტსდაგანსაზღვრავსქვეყნისრეგიონებისდაბალანსებულიდამდგრადისოციალურ-ეკონომიკურიგანვითარებისმიმართულებებს. მისიგანხორციელებისშედეგადამაღლდებარეგიონებისკონკურენტუნარიანობა, დაინერგება ევროკავშირისრეგიონალურიპოლიტიკისდაგეგმვისადაგანხორციელებისთანამედროვესტანდარტები.

ჩვენ ვახორციელებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. ამ პროგრამით უკვე ისარგებლა 72-მა მეწარმემ. ეს პროექტი მოიცავს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე ინდუსტრიული წარმოების მიმართულებას. მეწარმეებმა უკვე დაიწყეს წარმოებების შექმნა.  პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია აღწევს 257  მილიონ ლარს. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ ამ პროგრამაში ჩართული საწარმოების ამუშავების შედეგად დასაქმდება დაახლოებით 4 ათას 500 კაცი.

ასევე, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიკრო- და მცირე მეწარმეობის კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია:

3000-მდე ბენეფიციარის თანადაფინანსება ბიზნესის წამოწყების მიზნით;

4500-მდე ბენეფიციარის ტრენინგი ბიზნესის თანამედროვე პრაქტიკის ასათვისებლად;

5000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

 

დავიწყეთ მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება.

მინდა ვთქვა ისიც, რომ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად იგეგმება სპეციალური სტიმულირების ინსტრუმენტების შექმნა. კერძოდ, ჩვენ უახლოეს მომავალში დავასრულებთ მუშაობას მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისშესახებ ახალ კანონპროექტზე, რომელიც განსახილველად  წარედგინება პარლამენტს.

ამ კანონით მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას გაეზრდება სოციალური შეღავათები, განხორციელდება დამატებითი პროგრამები საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალის წახალისების მიმართულებით.

ჩვენი მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ადგილზე შენარჩუნებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით გეგმავს მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების ღონისძიებებს. კერძოდ, მეწარმეები, რომლებიც მთაში დაიწყებენ ეკონომიკურ საქმიანობას, გარკვეული პირობებითა და ვადით  გათავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადებისგან.

ჩვენ დავიწყეთ დემოგრაფიული პროექტის განხორციელება, რომლის საშუალებითაც მთაში ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე გაიცემა დახმარება 200 ლარის ოდენობით, ბარში კი - 150 ლარის ოდენობით.

ასევე, ჩვენ ვიწყებთ რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს -,,მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველას“, რომლის მიზანია საქართველოს ყველა ქალაქამდე და სოფლამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზების მიყვანა. დაახლოებით 2017 წლის ბოლოს მთელი საქართველო უნდა იყოს უზრუნველყოფილი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით.

მინდა შევეხო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. 2014 წელს ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღებით ჩვენ შევქმენით კარგი სამართლებრივი საფუძვლები თვითმმართველობის შემდგომი განვითარებისთვის. არჩევითი გახდა ადგილობრივი მერებისა და გამგებლების თანამდებობა, დამატებით 7 ქალაქს მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ნათლად გაიმიჯნა უფლებამოსილებები ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს შორის, დაიხვეწა ზედამხედველობის სისტემა. 2014 წელს ჩავატარეთ სამართლიანი და დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნები, რაც აისახა ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის ანგარიშებში.

ბატონებო,

ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა და იმ სფეროების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სადაც კერძო სექტორის შესაძლებლობები სუსტი და შეზღუდულია.

ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ ბიზნესი ყოველგვარი წნეხისგან. ახლა ჩვენი ამოცანაა მეტად განვავითაროთ:

სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო;

მეწარმეობა, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესი;

კერძო სექტორისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობა;

ეკონომიკის რეგიონალური და გლობალური კონკურენტუნარიანობა;

ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის შექმნა;

თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა.

ევროკავშირთან   ასოცირების   ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჩვენი მთავრობის მიზანია ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაცია, ამის წინაპირობა კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციაა.   ამ შეთანხმების წარმატებით განხორციელების მიზნით შემუშავდა 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმა. გეგმის თანახმად, მოხდება ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე.

მეგობრებო,

ახლა გადავალ სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე, რომელიც ჩვენმა მთავრობამ რეალურ პრიორიტეტად აქცია და მოგახსენებთ ამ კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

სულ ახლახან ჩვენ დავიწყეთ 15-მილიონიანი პროექტი „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც  1 400 - 1 500 ჰექტარი მრავალწლოვანი კულტურების ახალი ბაღები და პლანტაციები გაშენდება. მოხდება სანერგე მეურნეობის თანადაფინანსება. პროექტის რეალიზაციის შედეგად იმპორტირებულ პროდუქციას ნაწილობრივ ჩაანაცვლებს ადგილობრივი პროდუქცია და გაიზრდება ჩვენი საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის შემოდგომიდან მოქმედებს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა. პროგრამის ფარგლებში უკვე გაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი და დაზღვეულია 150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების  სხვადასხვა კულტურა. 2015 წლის პროგრამის ბიუჯეტი გახლავთ 10 მილიონი ლარი, სახელმწიფო სუბსიდია კი, 60 პროცენტამდეა. ეს პროგრამა ჩვენ მნიშვნელოვნად დაგვეხმარება აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში.

ჩვენ ვახორციელებთ შეღავათიანი აგროკრედიტის უმნიშვნელოვანეს პროექტს დაფერმერებს, მეწარმეებს უზრუნველვყოფთ იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ეს   სესხები  3, 2, 1, და შესაძლოა 0-პროცენტიანიც კი იყოს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პირობები მიმზიდველია, ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის და, მეორე მხრივ, თავად ბანკებისთვის. ფერმერები და აგრომეწარმეები იღებენ გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს, ხოლო ბანკებს შეუმცირდათ აგროდაკრედიტების რისკები.

ჩვენ დავაფინანსეთ 119 ახალი საწარმო, 600-ზე მეტი საწარმო გაფართოებულია. მთლიანობაში გაცემულია 22 ათასზე მეტი სესხი, რომელთა ღირებულება 800 მილიონ ლარზე მეტია.

2013 წელს ჩვენ მოვამზადეთ მცირემიწიანი ფერმერებისთვის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის უპრეცედენტო მასშტაბის სპეციალური სამწლიანი პროგრამა და მას წარმატებით ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია, არც ერთი გოჯი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი არ დარჩეს დაუმუშავებელი და ხელი შევუწყოთ მდგრადი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას.

გასულ წლებში რთველის დროს მოვახდინეთ როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება. ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიის დახმარებით გლეხებისგან შესყიდულია 218 ათასი ტონა ყურძენი - მევენახეებმა 2 წლის განმავლობაში შემოსავლების სახით მიიღეს 289 მილიონი ლარი.

წარმატებულმა რთველმა მოსახლეობაში ვენახების გაშენების სტიმული გააჩინა. ამ 2 წელიწადში ჩვენს ქვეყანაში დამატებით 4 ათას ჰექტარზე მეტი ვენახი გაშენდა. ვენახს განსაკუთრებული ფასი დაედო და მისი ფასი დაახლოებით 400 პროცენტითაა გაზრდილი. ჩვენ ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას უცხოურ ბაზარზე. გასულ წელს ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 46 ქვეყანაში განხორციელდა.

ჩვენ ვახორციელებთ სამელიორაციო ობიექტების რეაბილიტაციას. დღეისათვისმიმდინარეობს 34 სარეაბილიტაციოპროექტი და ამ მიმართულებით მუშაობას ინტენსიურად ვაგრძელებთ. 

ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს კოოპერაციის პროცესს.  კოოპერატივების არსებობა მნიშვნელოვანია სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მიწების გამსხვილების, საექსპორტო პოტენციალის გაზრდის კუთხით. უკვე 800-მდე კოოპერატივი არსებობს, რომლებსაც ჩვენ დავეხმარეთ აგროტექნიკით.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი მიმდინარეობს. ეს საშუალებას მისცემს ადგილობრივ გლეხებს თავიდან აიცილონ სეტყვისაგან მიყენებული ზარალი.

ახლა მოკლედ შევეხები მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს:

გაკეთდა 54 კმ ახალი გზა;

აშენდა 20 ახალი ხიდი;

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 600 კმ გზასა და 87 ხიდს.

ჩვენ გზები გავიყვანეთ რეგიონებში - ისეთ ადგილებში, სადაც გზა არასდროს დაგებულა; მოვაწესრიგეთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ინფრასტრუქტურა;

გასულ წელს განვახორციელეთ წყალმომარაგებისა და წყალარინების რეაბილიტაციისა და მშენებლობის  პროექტები;

35 რაიონში განხორციელდა სასმელი წყლით მომარაგების პროექტები, რის შედეგადაც გაუმჯობესდა წყლის მიწოდება და ხარისხი;

რეაბილიტირებულია 3 000 კმ სარწყავი არხი;

თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად მოვაწყვეთ მყარი ნარჩენების 19 პოლიგონი და ოპერირება შევუჩერეთ 13 ნაგავსაყრელს;

განვახორციელეთ კულტურული და ტურისტული ობიექტებისა და მათი მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; მესტიაში დავიწყეთ თეთნულდის სათხილამურო კურორტის მშენებლობა;

თბილისში დაიწყო სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტებისთვის 300-ადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა;

რეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროსმუნიციპალურიგანვითარებისფონდი, მსოფლიობანკისდაფინანსებით,წყალტუბოსსრულრეაბილიტაციასახორციელებს. პროექტისღირებულება 38 მილიონლარზემეტიადამასზე 500 ადამიანზემეტიდასაქმდა.

სარეაბილიტაციოპროექტისმასშტაბიდანდასპეციფიკიდანგამომდინარე,სამუშაოებიკომპლექსურადმიმდინარეობსდაერთდროულად 10 ინფრასტრუქტურულიპროექტიხორციელდება. აქედან 2 პროექტიუკვედასრულდა, 7 კიდასკვნითფაზაშია.სამუშაოებისძირითადინაწილისაკურორტოსეზონისთვის, ნაწილიკიმიმდინარეწლისაგვისტოშიდასრულდება.

რაც შეეხება დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს:

მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის მესამე პროექტი;

მომავალი წლიდან ინტენსიურად დაიწყება წყალმომარაგების პროექტების განხორციელება საქართველოს 28 ქალაქში;

დაიწყება მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა;

მოხდება ჭიათურის საბაგიროების მშენებლობა-რეაბილიტაცია;

მოეწყობა და ევროსტანდარტებით დაიხურება 15 ნაგავსაყრელი საქართველოს მასშტაბით; 

ფაქტობრივად დასრულდება კახეთისა და იმერეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

მენაშენე კომპანიებს ჩაემოწერათ დღგ-ს საგადასახადო დავალიანება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია მათთვის მშენებლობების გასაგრძელებლად .

მეგობრებო,

ჩვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვებისთანავე ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და გადავდგით რეალური ნაბიჯები იმისათვის, რომ ჯანმრთელობის დაცვა ხელმისაწვდომი გამხდარიყო ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.  ჩვენ დავიწყეთ ძირეული რეფორმები ჯანდაცვის სფეროში.

სულ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა, რომლის განხორციელების შედეგად საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღმოფხვრის ამ უმძიმეს დაავადებას.

ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით. 200 ათასამდე ჩვენი მოქალაქე არის ავად ამ მძიმე დაავადებით.

C ჰეპატიტის პროგრამით ჩვენ ვცვლით იმ ვითარებას, როცა უამრავი ადამიანისთვის წარმოუდგენელი იყო ამ დაავადების მკურნალობა. სახელმწიფო მოქალაქეებს უფასოდ გაუწევს ~ წელიწადში დაახლოებით  2 მილიარდი ლარის ღირებულების მკურნალობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ C ჰეპატიტის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს.

დღეს ჩვენს მთავრობას აქვსსამოქმედოგეგმა, რომლისმიხედვითაცსაქართველო  გახდებაქვეყანა, სადაც მოხდება C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ სხვა პროექტებს, - მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საყოველთაო დაზღვევის პროგრამას, რომლითაც სარგებლობს საქართველოს თითოეული მოქალაქე.  გავხსენით 84 ახალი ამბულატორია. მიმდინარეობს რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის, ასევე დედოფლისწყაროს კლინიკის მშენებლობა.

ჩვენ ვმუშაობთ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაზე. საპენსიოსისტემისარსებითირეფორმა, რომელიცამსისტემისდაგროვებითპრინციპზეგადასვლასითვალისწინებს, დაეფუძნებასავალდებულოსაპენსიოდაზღვევას. რეფორმისშედეგად, სისტემაშიმნიშვნელოვანროლსშეასრულებენკერძოსაპენსიოინსტიტუტები.  პენსიისოდენობადამოკიდებულიიქნებამხოლოდსადაზღვევოსტაჟისადასადაზღვევოშენატანისოდენობაზე.

მინდა ასევე გითხრათ, რომ იზრდება სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა.

მინდა შევეხო კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან წამოწყებას. ეს გახლავთ სოლიდარობის ფონდი. ამ ფონდის მეშვეობით ონკოლოგიური დაავადების მქონე 77 ბავშვის მკურნალობა დავაფინანსეთ, რამაც ბევრი მათგანის ოჯახს ახალი სიცოცხლე აჩუქა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა შემომწირველს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ კეთილშობილურ საქმეში. სოლიდარობის ფონდის შექმნით ჩვენ ხელი შევუწყვეთ სოლიდარული საზოგადოების შექმნას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ენერგეტიკულ პროექტებზეც და, პირველ რიგში, ვთქვა ის, რომ ყველა პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევისკენ, დამყარებულია კვალიფიციურ დასკვნებზე, პროფესიონალიზმზე და არის საიმედო.

მინდა მოგახსენოთ, რომ 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 8 ახალი ჰიდროელექტროსადგური. მთლიანმასაინვესტიციოღირებულებამ  258 მილიონ 406 ათასი დოლარი შეადგინა.

2013 წელს დაიწყო 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება გათვალისწინებულია 2015 წლის ბოლოსათვის.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ პროექტს „სინათლე ყველა სოფელს“. 22 სოფელს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ელექტროენერგიის გარეშე, დღეს ეს პრობლემა აღარ აწუხებთ. ჩვენ კიდევ 6 სოფელში ვატარებთ სამუშაოებს და უახლოეს მომავალში დავასრულებთ მათ ელექტრიფიცირებას. 

ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებისა და სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა.

საქართველოში პირველად დაიწყო ალტერნატიული ენერგიის ათვისება. განხორციელების პროცესშია 20 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის პირველი საპილოტე ვერსია და მისი დასრულება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება.

ბოლო ორ წელიწადში სპეციალური შეღავათიანი პირობებით - ბუნებირვი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა სოფლად მცხოვრებ 88 ათას აბონენტს. გაზიფიცირების პროცესი გრძელდება და წელს დაგეგმილი სამუშაოების შედეგად, სოფლებში ათასობით აბონენტი წლის ბოლომდე შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი აირით.

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელში დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს ბუნებრივი აირის ქსელში ეტაპობრივი ჩართვა და წლის ბოლომდე ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფლის მოსახლეობა - 13 ათასი ოჯახი  ისარგებლებს ბუნებრივი აირით. ამ პროექტის ღირებულება 19 მილიონი ლარია.

წელს იგეგმება 6 ჰიდროელექტროსადგურის, მათ შორის ენერგოსისტემისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის დაწყება. ამ პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება  623 მილიონ 650 ათასი დოლარია.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სეზონური რეგულირების ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელთა მშენებლობის დაწყებაც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.

ასევე მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთ თბოელექტროსადგურზე, რომელიც 2019 წლისათვის საქართველოს ელექტროსისტემას დამატებით 250 მეგავატ სიმძლავრეს მიაწვდის.

გარდა ამისა, ტყიბულის მუნიციპალიტეტში იგეგმება ტყიბულის ქვანახშირზე  მომუშავე 100-150 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა.

იგეგმება  722 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიციის განხორციელება როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.

ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი გაზსადენების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

ზემოთ უკვე მოგახსენეთ შაჰდენიზის პროექტის შესახებ და დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად 2019 წლიდან საქართველო შეღავათიან ფასად მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს.

ადგილობრივი და რეგიონალური მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ასევე იქნება ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. მაგისტრალური გაზსადენებისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მშენებლობა-რეკონსტრუქცია უზრუნველყოფს სტაბილურ და საიმედო ენერგომომარაგებას.

დევნილების საცხოვრებელი პირობები - ეს იყო პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში იდგა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს დევნილებს შევუქმნათ ცხოვრების ადამიანური პირობები. მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფილია  29 ათას 479 დევნილი ოჯახი. 3 ათას 640 ოჯახს, რომლებიც 20 წლის განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართობზე ცხოვრობდნენ, ეს ბინები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადავეცით საკუთრებაში და ახლა მათ აქვთ საკუთარი ჭერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დევნილისთვის. გარდა ამისა, ჩვენ500 ოჯახისათვის გამოვისყიდეთ საცხოვრებელი ფართობი კერძო მესაკუთრეებისგან. ასევე, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 400-მდე ოჯახს თანხმობა ეთქვა სახლის შესყიდვაზე.

დევნილებისათვის ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობები და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით: სულ ვაშენებთ      4  ათას 944 ბინას, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდება 826 ბინას.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ მოგახსენებთ. პირველად საქართველოში ჩვენ „ჰუალინგ ჯგუფისგან“  შევისყიდეთ 9 კორპუსი 600  ოჯახისთვის და ვგეგმავთ კიდევ 7 კორპუსის შეძენას.  ქართველი მენაშენეებისგან შევისყიდეთ 300-მდე ბინა; სოციალური პაკეტის ფარგლებში 46 ათას 500 დევნილ ოჯახს გაეწია 15 მილიონი ლარის დახმარება.

1-ელ სექტემბრამდე 10 ათას დევნილ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართობი; 130-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართობი; 1200 ეკომიგრანტს  დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი; წლის ბოლომდე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილ ოჯახებს 200 სახლი გადაეცემა. ქართველი მენაშენეებისაგან გამოვისყიდით 600 ბინას.

დაბოლოს, ჩვენ ვახორციელებთ საპილოტე პროექტს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შვებას მისცემს დევნილ ოჯახებს, რომლებმაც სახლი იპოთეკური სესხით შეიძენეს. ჩვენ მათ, კრიტერიუმების შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. ეს გახლავთ ერთმილიონიანი პროექტი.

ახლა მინდა ვისაუბრო განათლებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქვეყნის მომავალი პირდაპირ უკავშირდება განათლებას და ამიტომ ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სფერო.

გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ განათლებისგრძელვადიანისტრატეგიის განხორციელება, რომელიც მოიცავს განათლებისსისტემაშითანასწორობის, ხელმისაწვდომობისადაინკლუზიისუზრუნველყოფას,განათლებისადამეცნიერებისხარისხისგაუმჯობესებას, განათლებისსისტემისდაწესებულებებისავტონომიურობასა  დაინსტიტუციონალურგანვითარებას, საზოგადოებისჩართულობისადასოციალურიპარტნიორობისგაძლიერებას,სისტემისდაფინანსებისმექანიზმებისდახვეწას.

ჩვენ ვაგრძელებთ მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას და მინდა აღვნიშნო, რომ 60 პროცენტით შემცირდა ოჯახების დანახარჯი ზოგად განათლებაზე. გარდა ამისა, რეგიონებში მცხოვრებ 60 ათასამდე მოსწავლეს უფასო ტრანსპორტი ემსახურება.

დამტკიცდამასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისადაკარიერულიწინსვლისსქემა. დაწყებულია მუშაობა პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის მოსაწესრიგებლად.

მე ვამაყობ, რომ სწორედ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილების შედეგია ის, რომ უმაღლესიგანათლების 21 სპეციალობა არის უფასო. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია.

ჩვენ შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიეცეს საერთაშორისო სტანდარტის შესაფერისი განათლების მიღების საშუალება. ცენტრმა უკვე დააფინანსა 87 სტუდენტის სწავლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და წელს დამატებით 115 სტუდენტის დაფინანსებას ვგეგმავთ.

 ეს პროექტი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ქვეყანას ეყოლება თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი მთელი თაობა.

2013 წლიდანათასწლეულისგამოწვევისმეორეკომპაქტისფარგლებშისაქართველოსგანათლებისსისტემამმიიღო 140 მილიონიდოლარისგრანტი. მრავალმხრივი პროგრამის ფარგლებში ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ შესანიშნავი საშუალება იმისა, რომ აქ, საქართველოში მიიღონ საერთაშორისო დიპლომები.

გაზრდილია სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა. სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება პროფესიული განათლება. პროფესიული პროგრამები, თავის მხრივ,  შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სრულად არის მორგებული.

შემუშავდა და ინერგება სკოლამდელი განათლების პროგრამა, რაც არის სკოლაში სწავლის ხარისხის გაუმჯობესების უპირობო გარანტია.

20 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა მეცნიერების აუდიტი, შეიქმნა კვლევებისა და ინოვაციების საბჭო,  განისაზღვრა და დამტკიცდა გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ გაზარდა მეცნიერების დაფინანსება. მეცნიერთა ხელფასები 2,5-ჯერ გაიზარდა. ქვეყნის სირცხვილია, როცა მეცნიერის ხელფასი  150-200 ლარია. სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი იყო მეცნიერების მიმართ  ასეთი დამოკიდებულება. ჩვენ მათი ხელფასი 700-800 ლარამდე გავზარდეთ. ასევე გაიზარდა მასწავლებლის საბაზო ხელფასი.

2013 წლიდან დაიწყო დოქტორანტების დაფინანსება. უკვე დაფინანსებულია 230-მდე დოქტორანტი.

ჩვენ შევიძინეთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები, რაც ქართველ მეცნიერებს ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაში შეუწყობს ხელს. საქართველოს გაუჩნდება ახალი შესაძლებლობებიფიზიკის, ინჟინერიის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო კვლევებში ჩართვისათვის.

ასევე, თბილისში აშენდა პირველი თანამედროვე სტანდარტის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის მშენებლობა და აღჭურვა მთლიანობაში დაჯდა 25 მილიონი ლარი.

რაც შეეხება კულტურის მიმართულებას - წელს ჩვენ დავიწყეთ მუშაობა საქართველოს კულტურის პოლიტიკის საპროგრამო დოკუმენტზე. მინდა მოგახსენოთ, რომ ხელი მოეწერა ევროკავშირის უმსხვილესი პროგრამის - „კრეატიული ევროპის“ ხელშეკრულებას, რომლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 465 მილიონი ევროა. ამიერიდან ქართველ ხელოვანებს ექნებათ საშუალება მიიღონ სოლიდური  დაფინანსება სხვადასხვა პროექტის განსახორცილებელად. ეს მათთვის ნამდვილად დიდი სტიმული იქნება.

ჩვენ ასევე გავზარდეთ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება 1 მილიონი ლარით.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროცესს, ის წარიმართება საერთაშორისო კონვენციების, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

გაგრძელდება კომპლექსური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების: მუცოს არქიტექტურული კომპლექსის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის, სოფელ ჩაჟაშის, ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის,  ასევე სქურის ეკლესიის რეაბილიტაცია, ბებრისციხის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნოღის ციხის რეაბილიტაცია, გაგრძელდებასამუშაოები ბაგინეთის არქეოლოგიურ ძეგლზე და სხვა.

დაგეგმილია ატენის სიონის, თბილისის მეტეხის, ნიკო  ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის, საფარის ტაძრის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის, ზუგდიდის დადიანების სასახლის კომპლექსში ნიკო დადიანის სასახლის,  მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის, შორეთის სამონასტრო კომპლექსის  საპროექტო და ფიზიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საგანგებო ღონისძიებები გატარდება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად. სახელმწიფო ენაზე იზრუნებს სახელმწიფო, რათა გარანტირებული იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მთავრობამშეასრულაერთ-ერთიუმთავრესიდაპირებადაეს მიმართულებაპრიორიტეტად აქცია. საქართველოშიმთავრობამრეალურადპირველად დაიწყომწვანებიზნესისხელშეწყობა,რომლისგარეშეცშეუძლებელიამდგრადგანვითარებაზესაუბარი. ნარჩენებისკოდექსისმიღებამსაფუძველიჩაუყარადაბინძურებისშემცირებას, - სეპარაციისადაგადამუშავებისპრინციპებისდანერგვით, ბიოდეგრადირებადნედლეულზეაქცენტით.

დაიწყოტყისმართვისძირეულირეფორმა.

ქვეყანაში გარემოს მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესაბამისად, ეტაპობრივად დაინერგება ევროპული გარემოსდაცვითი პრინციპები და სტანდარტები.

რაც შეეხება სპორტს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება ამ სფეროს დაფინანსება. 2013-2014 წლებში სპორტის მხარდაჭერისთვის სახელმწიფომ ჯამში 96 მილიონზე მეტი ლარი გამოყო; შეიქმნა სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა, გაიზარდა სპორტსმენთა პრემირებისა და სტიპენდირების პროგრამები. გაიზარდა სპორტის სახეობათა განვითარების პროგრამების ბიუჯეტი.

საქართველომ მოიპოვა არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო  სპორტული ღონისძიებების  მასპინძლობის უფლება.  გარდა ამისა, ჩვენი სპორტსმენები  წარმატებებს აღწევენ საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ პროექტების ინიცირებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და მათ მიერ ინიციირებული პროექტების მხარდაჭერასა და დაფინანსებას.

ბატონებო,

ჩვენ წინ გვაქვს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რეფორმა. განახლებულ სამთავრობო პროგრამაში სტრატეგიული თვალსაზრისით სწორედ ეს რეფორმები წარმოადგენს სიახლეს. ჩვენ ხალხს დავპირდით, რომ განვახორციელებდით მართლმსაჯულების რეფორმას, ასევე, პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებს. ახლა მინდა ამ საკითხებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ჩვენ მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის კონცეფცია გახდა  ხელისუფლების პოლიტიკური ზემოქმედებისაგან სასამართლოს გათავისუფლების საფუძველი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ისეთი სასამართლო, რომელიც არასოდეს შეასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას. ჩვენს ქვეყანას უკვე ჰყავს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, რომელიც იმედი მაქვს, იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტი.  

მინდა გითხრათ, რომ უკვე გატარდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა შედეგად განხორციელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დეპოლიტიზაცია, შემოღებულ იქნა საბჭოს წევრების არჩევის ახალი, დემოკრატიული წესები, განისაზღვრა მკაფიო კრიტერიუმები და გამჭვირვალე სისტემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იმ ახლად დანიშნულ მოსამართლეთა საქმიანობის შესაფასებლად, რომლებიც, სამწლიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, თანამდებობაზე უვადოდ უნდა განწესდნენ.

დაიწყო  სამართლიანი და ჩადენილი ქმედების თანაზომიერისასჯელისპოლიტიკისგანხორციელება; პატიმრობის, ისევეროგორცსასჯელისმოხდისრეჟიმიუახლოვდებასაერთაშორისოსტანდარტებს,  რითაცუფრომეტადიქნებადაცულიადამიანისუფლებები.

საპროცესოშეთანხმებისინსტიტუტმაშეიძინასწრაფი, ეფექტიანიდა,ამასთან,სამართლიანიმართლმსაჯულებისმექანიზმისთვისებები.

პირველად შემუშავდაარასრულწლოვანთამართლმსაჯულებისკოდექსი, რომელიც მიზნად ისახავს  მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვას. ეს კოდექსი ნოვაციაა ჩვენს სამართლებრივ სივრცეში და მთავრობის მიზანს ამჟამად მისი სრული და ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს.

დანაშაულთანბრძოლისპარალელურად, მიმდინარეობს და გაგრძელდება ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისპოლიტიკისგანხორციელება.

რაც შეეხება პროკურატურისრეფორმას,პროკურატურა დეპოლიტიზებულია და ეს კურსი გაგრძელდება. პროკურატურისმთავარიამოცანა გახდასაზოგადოებისდანაშაულისაგან დაცვა, ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და დაზარალებულისკანონიერიუფლებებით უზრუნველყოფა. მთავრობააქტიურადმუშაობსიმისათვის, რომგაიზარდოსპროკურატურის მიმართსაზოგადოებისნდობა.

პროკურატურის რეფორმის შედეგად მთლიანად გარდაიქმნება საქართველოს მთავარი პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის წესი და ამ პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც მთავრობის, ისე პარლამენტისა და საზოგადოების მონაწილეობა.

ახლა კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმაზე.

ახლო მომავალში იგეგმება  სისტემის გაყოფა. ცალკე უწყებად დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ამოცანებითა და სტრუქტურით. პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება, რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მას დაეკისრება სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, ასევე სპეციფიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა.

ჩვენი პრიორიტეტია პოლიციის საქმიანობის არსებული სტანდარტების შემდგომი დახვეწა. ამ მიმართულებით სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკელ პარტნიორებთან.

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში ძალადობის ფაქტების შემცირება და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.  დაიხვეწება პოლიციელთა მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმები.

ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიის გათანაბრებას სამხედრო პირების სოციალური დაცვის გარანტიასთან. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში, კანონპროექტი მისი ოჯახისთვის ერთჯერადად 100 ათასი ლარის, ყოველთვიურად კი - 1000 ლარის კომპენსაციას ითვალისწინებს. დამეთანხებით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ახლა მინდა ვისაუბრო სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე. მე აღარ შევჩერდები იმაზე, თუ რა დაგვხვდა საპატიმროებში. ჩვენ წერტილი დავუსვით სისტემურ პრობლემას - პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას, და ეს აღიარებულია საერთაშორისო  და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ექსპერტების  მიერ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოქმედებს C ჰეპატიტის  მასშტაბური პროგრამა. გარდა ამისა, ბოლო 2 წლის განმავლობაში 8-ჯერ შემცირდა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა. ჩვენ გავხსენით განახლებული და თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო.

ვიდრე იუსტიციის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებს შევეხებოდე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სწორედ იუსტიციის სამინისტროს მართლმსაჯულების სისტემის, სისხლის სამართლის სისტემის, შრომის კოდექსის, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და სხვა რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა.

გარდა ამისა, პარლამენტში გადაიგზავნა 200-მდე კანონპროექტი, გაიხსნა რეგიონალური არქივები, იხსნება საზოგადოებრივი ცენტრები, იუსტიციის სახლები და სხვა.

ჩვენ აგრეთვე შევიმუშავეთ საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია, რომლის ფარგლებში მომზადებული ახალი კანონის პროექტი მაისის ბოლოდან განსახილველად წარედგინება საზოგადოებას.

ჩვენ დავნერგეთ და უახლოეს მომავალში რეალიზებული იქნება ელექტრონული პეტიციების სისტემა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მთავრობის მუშაობაში საზოგადოებრივი ჩართულობისა და საჯარო რესურსების უკეთ მართვის კუთხით.  

მე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ თვეში საქართველო, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის - OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყანა საერთაშორისო კონფერნეციას უმასპინძლებს.

ბატონებო,

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის უსაფრთხოებასა და რეგიონალური პოზიციების გამყარებაზე.

მისასალმებელია, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა ამ დროისათვის 19-მა  სახელმწიფომ და ასევე ევროპარლამენტმა. ჩვენ ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო - ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ეტაპზე ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი წარმატებით გაივლის ამ პერიოდს.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. განხორციელდა შესაბამისი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კომპლექსური რეფორმები და ინტენსიურად ვემზადებით რიგის სამიტისათვის.

ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ ჩვენი ქვეყნისსუვერენიტეტისადატერიტორიულიმთლიანობისუზრუნველყოფისკუთხით: შემცირდააღიარებათარიცხვიდაგაიზარდაიძულებითგადაადგილებულპირთადალტოლვილთაშესახებგაეროსრეზოლუციისმხარდამჭერთარაოდენობა.

ვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. გრძელდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, აქტუალური გამოწვევების ფონზე, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საერთაშორისო რეაქციის მობილიზებას რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისა და ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების საპასუხოდ.

ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ევროინტერგაციის პროცესის შესახებ, მათ შორის როგორც კონკრეტული სარგებლის, ისე იმ ღირებულებების თაობაზე, რასაც საქართველოს ევროპული განვითარების გზა გულისხმობს ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვის თვალსაზრისით.

ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებას, -  ეს არის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ის, რომ დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა, მრავალი ჩვენი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, რათა კვლავაც აქტიური მონაწილეობა მიიღონ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება მათი წარმომადგენლების მონაწილეობით.

ახლა მინდა მოგახსენოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან და ჩვენს ჯართან დაკავშირებით.

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენსჯარისკაცებს შევუქმნათ ყველაპირობა იმისათვის, რომ ღირსეულად განაგრძონ სამსახური ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებისათვის. ჩვენ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელფასები გავზარდეთ 20-25 პროცენტით; თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების 350-მდე მრავალშვილიან თანამშრომელს დაენიშნა სახელფასო დანამატი; საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო ოჯახების ერთჯერადი კომპენსაცია გახდა 100 ათასი ლარი; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახები მიმდინარე წლიდან, 500-ის ნაცვლად, 1000 ლარს იღებენ. ეს არის ის მცირედი, რითაც ჩვენ ვცდილობთ, სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს პატივი მივაგოთ და გვერდში დავუდგეთ მათ ოჯახებს.

ჩვენი ქვეყანა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. 2015 წლიდან საქართველო მონაწილეობს შეკავშირებული ძალების ინიციატივის ფარგლებში არსებულ ნატოს საპასუხო ძალებში. 2014 წელსპირველადჩავერთეთ  ცენტრალურაფრიკაშიევროკავშირისმისიაში. განვაგრძობთაქტიურმონაწილეობასავღანეთშინატოსსამშვიდობოოპერაციაში.

მთავრობაგანსაკუთრებულყურადღებას უთმობსუცხოეთშიმცხოვრებთანამემამულეებს, მათჩართულობასქართულსაზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურდაკულტურულურთიერთობებში, აგრეთვეკავშირებისგანმტკიცებასსაქართველოსადაიმქვეყნებსშორის, სადაცსაქმიანობენჩვენითანამემამულეები.

 

მეგობრებო,

მე დღეს თამამად და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიუხედავად არაერთი პრობლემისა და გამოწვევისა, ბევრად უკეთეს საქართველოში ვცხოვრობთ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდით. და ჩვენი ქვეყანა, ისე როგორც არასდროს, ახლოსაა არაერთი თაობის ოცნების ასრულებასთან -  ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან!

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს აღარ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის, აღარ ეშინიათ შურისძიების. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პატიმრებს არ აწამებენ, არ კლავენ, სადაც ჟურნალისტებს არ აშანტაჟებენ და  არ აძლევენ მითითებებს სახელმწიფო უწყებებიდან, სადაც ბიზნესს არავინ ატერორებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას საკუთარი ხალხის ხმა ესმის!

ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი და მთავრობა, რომელმაც:

სასამართლო  გაათავისუფლა სახელისუფლებო    წნეხისგან!

პოლიცია და ჯარი გახადა დეპოლიტიზებული!

მოსპო უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის არქივი და იცავს თითოეული მოქალაქის უფლებასა და პირად ცხოვრებას!

მედია გაათავისუფლა სახელისუფლებო კონტროლისგან!

ბიზნესი გაათავისუფლა წნეხისგან!

ბიზნესის ხელშეწყობისთვის განახორციელა სახელმწიფო პროექტები!

ბოლო წლების განმავლობაში პირველად ჩაატარა მშვიდი, რეალურად დემოკრატიული არჩევნები!

აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი, რის შედეგადაც ჯანდაცვა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა - თითოეული მოქალაქე დაზღვეულია!

ხელმისაწვდომი გახადა განათლება!

იზრუნა თავისი დევნილი მოსახლეობის საკუთარი ჭერით უზრუნველყოფაზე!

ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას!

შეიმუშავა შრომის ახალი კოდექსი!

დაიწყო ფერმერთა დახმარების პროექტები!

დაიწყო შეღავათიანი აგროსესხების პროექტი, რომლითაც დაფინანსდა ახალი საწარმოები!

შეიმუშავა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვითაც ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქების მერები პირდაპირი გზით აირჩევა!

ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომლებიც ჩვენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვახორციელეთ. ამ არასრული სიიდანაც კარგად ჩანს, რა არის ჩვენი პრიორიტეტი, რა გზა ავირჩიეთ და როგორ ქვეყანას ვაშენებთ. ადამიანი - აი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი. ახლა დადგა დრო, გადავიდეთ განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შრომისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობები. ჩვენი მიზანია, რომ ჯანდაცვაში, განათლებაში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურაში თუ სხვა დარგებში მიღწეული შედეგებით ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ჩვენი მიზანია, ყველას შეეხოს ეს სიკეთე. ამისათვის საფუძველი ჩაყრილია!

ბატონებო,

ჩვენი ქვეყანა ახლა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი იყოს შეუქცევადი და არანაირი დაბრკოლება არ გვქონდეს ამ მიმართულებით. მეც და მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი სრულად ვაცნობიერებთ და ვგრძნობთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ზედიზედ სამ არჩევნებში ქართველმა ხალხმა დაგვაკისრა. მე, როგორც მთავრობის მეთაურს, ბუნებრივია, ამ პროცესში მაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს. ეს ძალიან დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული და ბუნებრივია, რომ ამას დასჭირდეს სამთავრობო გუნდის გადახალისება.

ჩვენს მთავრობას არა აქვს და არც უნდა სხვა ძალაუფლება, გარდა იმისა, რაც ხალხმა მოგვცა. თქვენ მიერ გამოცხადებული ხელახალი ნდობა კი მოგვცემს სტიმულს, რათა ახალი ენერგიით, ახალი ძალისხმევით განვაგრძოთ მუშაობა იმ საერთო მიზნების მიღწევისთვის, რისთვისაც ჩვენ ქართველმა ხალხმა აგვირჩია და გადმოგვცა ქვეყნის მართვის სადავეები.

ახლა კი მზად ვარ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.