ახალი ხილი რუსთაველებს და ამერიკის ელჩს

ახალი ხილი რუსთაველებს და ამერიკის ელჩს

რუსთავში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები განსხვავებული მეთოდებით მუშაობენ. ზოგი ხმაურიანად, ზოგიც ნაკლებად. თანამოაზრეები კი რიგით მოქალაქეებში, ყველას ჰყავს. 

რუსთაველების ნახევარზე მეტი უმუშევარია. ისინი კი, ვინც დასაქმებულები არიან, ძირითადად რუსთავში მოქმედ საწარმოებში მუშაობენ, სადაც შრომის შესაბამისი ანაზღაურება არავის აქვს. მუშაობენ ბევრს, ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას და სახლში მიაქვთ ხელფასი, რომელიც თვიდან-თვემდე იმ შემთხვევაში ყოფნით, თუ ეკონომიას საკვებ პროდუქტებზეც გააკეთებენ.

ოპოზიციური პარტიები აღნიშნული პრობლემების წამოწევით აქტიურობენ. მათი ინტერესის ძირითადი ობიექტი ადგილობრივი თვითმმართველობაა, რომელსაც მოსახლეობის სოციალური მდგომარების შემსუბუქება ევალება.

“ორი თვეა ველოდებით რუსთავის მერიისგან ჩვენ წერილზე პასუხს. ვითხოვდით რუსთავის 2011 წლის ბიუჯეტს. კანონით გათვალისწინებული ყველა ვადა უკვე გასულია. ეს არის ის ახალი ღონისძიებები, რომლებიც რუსთავის ახალმა მერმა დაიწყო. მან აბსოლუტირად ჩაკეტა უწყება და საჯარო ინფორმაცია ყველასთვის დახურული გახადა. ამის პარალელურად, ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მერიაში ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება. ცოტა ხნის წინ, მედია-საშუალებების წყალობით შევიტყვეთ ახალი მანქანების შეძენის შესახებ. ეს ხდება მაშინ, როდესაც 800 000 ლარი ჩამოაჭრეს სოციალურ პროექტებს. რაც შეეხება მედიკამენტებით დახმარების პროგრამას, თუ თითო ბენეფიციარზე გადავთვლით გამოდის, რომ ერთ ადამიანზე ორ თეთრზე ნაკლებია გათვლილი.

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთან ასეთი პრობლემური თემების გახმაურებაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მუშაობის დაწყებას გარდაბნის რაიონშიც. ეს დიდი რაიონია და ვთვლით, რომ აუცილებელია ჩვენი წარმომადგენელი გვყავდეს” - საუბრობს ეროვნული ფორუმის რუსთავის საინიციატივო ჯგუფის წევრი და მედია-სპიკერი, ლევან ონიანი.

ადგილობრივი თვითმმართველობისგან ინფორმაციის გამოთხოვის მეთოდს არ მიმართავს სახალხო კრების რუსთავის ოფისი. მათი მეთოდები უფრო ხმაურიანია. ქალაქში უკვე ორი პრობლემური სიტუაცია იყო, რომლებშიც კრება ჩაერთო. პირველი - როდესაც ე.წ სტამბულის ბაზრის მოვაჭრეებს პრობლემები შეექმნთ ახალ მეპატრონესთან და მეორე - როდესაც “რუსთავას წყალმა” რუსთაველებს ოთხი დღით წყალი ჩაუჭრა.

შედეგი ორივე შემთხვევაში დადგა. პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა. ამის ფონზე კრებამ მეტად გააქტიურება და თანამოაზრეების გაზრდა გადაწყვიტა. თუმცა, კრების სამოქმედი გეგმა რიგითმა რუსთაველებმა ჯერ არ იციან. ამის დაანონსება 2 მაისს იგეგმება, მანამდე კი ხმაურიანი მუშაობა გრძელდება. რამდენინე დღის წინ კრების თბილისელი წევრები რუსთავს ესტუმრნენ, 20 მანქანით შემოუარეს ქალაქს და რუსთაველებს “ გამოღვიძებისკენ” მოუწოდეს. “შემოგვიერდით რუსთაველები! გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო” – მეგაფონებით მოუწოდებდნენ ადგილობრივებს კრების წევრები. გაოცებული რუსთაველები თვალს აყოლებდნენ კრების დროშებით გაწყობილი მანქანების ესკორტს.

გაოცებული იყო ასევე რუსთავის საპატრული პოლიციაც, რომელსაც ექსკორტის დევნამ დამატებითი საქმეც გაუჩინა.

“ეს იყო საინფორმაციო აქცია. ჩვენი არსებობა კიდევ ერთხელ შევახსენეთ რუსთაველებს და ვუთხარით, რომ ვიწყებთ მზადებას 2 მაისისთვის. ანალოგიური ხასიათის აქცია ჩატარდა მცხეთაში და თბილისში“ - ამბობს სახალხო კრების, რუსთავსი კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა, თორნიკე არევაძე.

რუსთავისთვის, რომელიც აქტიური ოპოზიციონერებით განებივრებული არასოდეს ყოფილა ეს ახალი ხილია. გადაწყვეტენ თუ არა რიგითი რუსთაველები დინების საწინააღმდეგოდ ცურვას, ამას დრო გვიჩვენებს.

თუ ოპოზიცია ხალისით ურთიერთობს მედიასთან, ამას ვერ ვიტყვით ადგილობრივ ხელისუფლებაზე.

ჩვენ უკვე რამოდენიმე მასალა მოვამზადეთ, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავის თვითმმართველობა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ყვლანაირად გვიშლის ხელს. რუსთავის მერიის პრესსამსახური არ გვაძლევს უფლებას კომენტარი ავიღოთ მერიის ამა თუ იმ სამსახურის ხელმძღვანელისგან. მართალია, ბოლოს ინფორმაციას მაინც გვაწვდის, მაგრამ - ორი-სამი დღის დაგვიანებით, თანაც, პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყოველთვის არასრულყოფილი და დამატებითი კითხვების წარმომქმნელია. ასეთ კითხვებზე კი პასუხს ვეღარ ვიღებთ..

მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მას შემდეგ გაჩნდა, რაც, რუსთავში ახალი მერი, ყოფილი პროკურორი ზაქრო დარჩიაშვილი დაინიშნა. მერიაში მის მიერ მოყვანილი პრესსამსახურისახალი ხელმძღვანელი - მარიკა ფიროსმანაშვილი - ჟურნალისტებს ძალოვანი უწყებებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით იგერიებს. ჩვენს არც ერთ მასალას, ამ საკითხთან დაკავშირებით, მათი ყურადება არ მიუპყრია და შესაბამისად ჩვენთან ურთიერთობაშიც მეთოდები არ შეცვლილა. ჩვენს მსგავსად მერიასთან ურთიერთობაში პრობლემები ექმნება ადგილობრივ გაზეთ ”რუსთავის ამბებს”.

”ადგილობრივი თვითმმართველობობისგან ინფორმაციის მიღება პრობლემად გვექცა. ჩემი ჟურნალიტებისგან ხშირად ამა თუ იმ საკითხზე კომენტარის მისაღებად მისულებს ინფორმაციის წერილობით გამოთხოვას თხოვდნენ, რასაც 10 დღე ლოდინი სჭიდება, ახლა კი გვთხოვენ კითხვები წერილობითი ფორმით მივაწოდოთ.

მერიის პრესსამსახური ყველანაირად გვბლოკავს, რომ ჩვენთვის საინტერესო საჯარო მოხელეს შევხდეთ და ვკითხოთ ის, რაც გვაინტერესებს. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად საჯარო წერილით მივმართეთ ქალაქის მერს, მაგრამ ამითაც არაფერი შეცვლილა. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ ინფორმაციას არ გვაწვდიან იმ ღონისძიებების შესახებაც, რომლებშიც ჩვენი ქალაქის საჯარო მოხელეები იღებენ მონაწილეობას.

როდესაც დარჩიაშვილი დაინიშნა ქალაქის მერად ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ადამიანი ჟუნალისტებს ასეთ პრობლემებს შეუქმნიდა” - საუბრობს ,,რუსთავის ამბების” რედაქტორი, თამარ ბატიაშვილი.

ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარ პროფესიაზე უარის თქმას იმის გამო, რომ რეგიონის საჯარო მოხელებს საჯაროობის არსი არ ესმით და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს, რომელსაც ინფორმაციის მისაწვდომობის კუთხით ჩვენი მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.

14 აპრილს რუსთავში ამერიკის ელჩი, ჯონ ბასი ჩამოვიდა. იგი ინგლისური ენის შესწავლის სასტიპენდიო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა და მათ სერტიფიკატები გადასცა.

სანამ ჯონ ბასი მედია საშუალებებს ინტერვიუს აძლევდა და სანამ მოსწავლეებთან ფოტოებს იღებდა და ბიბლიოთეკას ათვალიერებდა, ჩვენ მოთმინებით ველოდით. თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ იმ დაბრკოლებებზე, რასაც პროფესიული

მთელი შეხვედრის განმავლობაში ელჩს გვერდიდან არ შორდებოდა რუსთავის მერი, რომელიც ჩვენი პრობლემების მთავრი ადრესატია.

ჯონ ბასს, მანქანაში ჩაჯდომამდე ”მივასწარით”. ავუხსენი, რომ ვარ ინტერნეტ-გამოცემა პრესაგე.ტვ-ს და ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ჟურნალისტი რეგიონში და მოუყევი კონკრეტული ფაქტი იმისა, თუ როგორ არიდებენ თავს თვითმმართველობის წარმომადგენლები მედიასთან ურთიერთობას. ერთ-ერთ მაგალითად რუსთავის თვითმმართველობის მიერ 9 შკოდა-ოქტავიას მალულად ყიდვის მაგალითი მოუყვანე, რაზეც კომენტარს არც ერთი საჯარო მოხელე არ აკეთებს. ჩვენთვის დღემდე უცნობია, რა დაუჯდა ამ მანქანების შეძენა რუსთავის ბიუჯეტს.

”პირველი რიგში, დიდი მადლობა ამ ინფორმაციითვის და ნდობისთვის, რომელიც ჩვენ მიმართ გამოიჩინეთ. მე თავადაც ჟურნალისტი ვიყავი და ვიცი ყველა სირთულე, რასაც ჟურნალისტი აწყდება მუშაობისას. მინდა გითხრათ, რომ ინფორმაციის მოპოვებისას პრობლემები ამერიკაშიც იქმნება, თუმცა ცხადია მე არ ვახდენ ამ სიტუაციასთან შედარებას. ყველა ბერკეტი, მათ შორის - საკანონმდებლო, უნდა გამოიყენოთ ინფორმაციის მისაღებად.

ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვებთ თქვენს მოწოდებულ ინფორმაციას. ასევე, ჩემი რჩევა იქნება, ითანამშრომლოთ თქვენ სახალხო დამცველთან. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საუბრისთვის“ – განუცხადა აშშ-ის ელჩმა პრესაგე.ტვ-ს.

შეცვლის თუ არა ჯონ ბასთან ჩვენი საუბარი არსებულ ვითრებას, ამას მალევე ვნახავთ. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ შედეგი არ დადგება, ჟურნალისტური სამუშაო ბევრია, იდეების ნაკლებობას არ განვიცდით და ჩვენი უფლებების იგნორირების უფლებას არავის მივცემთ.