ლუკაშენკოს გზავნილი – „რუსეთთან პოზიციების დაახლოება და ერთიან ოჯახში დაბრუნება“

ლუკაშენკოს გზავნილი – „რუსეთთან პოზიციების დაახლოება და ერთიან ოჯახში დაბრუნება“

„სწორად უნდა აღვიქვათ, რომ ჩვენ ვესაუბრებით ევრაზიული კავშირის ლიდერს, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს უნიკალური გამოცდილება ევროკავშირთან დაახლოების, მაგრამ ამავე დროს მისი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი დაკავშირებული არის ევრაზიული კავშირის განვითარებასთან და ასევე წინააღმდეგი არ იქნება, თუ შეძლებს დაარწმუნოს ქართული მხარე, იფიქრონ ამ პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, როდესაც პოლიტიკურად და ფინანსურად დამოკიდებული ხარ პუტინზე, ვერ იქნება დამოუკიდებელი.

რა გზავნილები დატოვა საქართველოში და ნიშნავს თუ არა ერთიან ოჯახში დაბრუნება ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

ორმხრივი ურთიერთობის გასამყარებლად რამდენად მნიშვნელოვანი იყო ლუკაშენკოს ვიზიტი? უკვე ცნობილია, რომ იგეგმება ქართული დელეგაციის ვიზიტი ბელორუსიაში...

ცალსახად მნიშვნელოვანია. ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ 2012 წლის შემდეგ მას ურთიერთობის საშუალება არ ჰქონდა საქართველოსთან. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური ხელძღვანლობაა, ეს ვიზიტიც ზუსტად იმისთვის არის გამოყენებული, როგორც პიროვნულ, ისე სახელმწიფო, თუ სამთავრობო დონეზე აღდგენილი და განვითარებული იქნას ახალი შესაძლებლობები. პრეზიდენტი ლუკაშენკო მაქსიმალურად ცდილობს, რომ საერთაშორისო არენაზე იაქტიუროს.

რიგის სამიტის წინ ევრაზიული სახელმწიფოს ლიდერის ვიზიტი სწორად იყო შერჩეული?

დროის თვალსაზრისით, ქართული მხრიდანაც ეს ვიზიტიც სწორად არის შერჩეული. ერთი მხრივ არავისთან თავის მართლება არ გვიწევს იმიტომ, რომ ლუკაშენკო არის ამ ნორმანდიური ოთხეულის ლიდერი. მასთან ჩავიდნენ გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი. მან დიდი წვლილი შეიტანა უკრაინაში ე.წ. მინსკის ორი ხელიშეკრულების მიღწევაში. ამ თავალსაზრით ის ნეგატიური პროცესი, რომელიც მის მიმართ არის როგორც დასავლეთში, ისე ევროპაში, მეორე პლანზე გადავიდა. რეალუარდ, აქ საუბარია მის შესაძლო კონტაქტებზე დასავლეთთან და ამ დიალოგის აღდგენაზე. ლუკაშენკოს მიაჩნდა და ამაზე ღიად ისაუბრა, რომ საქართველო არის მისი დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთთან.

ფაქტია, რომ ლუკაშენკოს მოიხსენიებენ როგორც 21– საუკუნის უკანასკნელი დიქტარორს, სწორედ ამიტომაც ბელორუსი ვერ გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი, მას დაუხურეს ალიანსის კარი. აქედან გამომდინარე, რატომ არის ასეთი მნიშვნელობის მატარებელი რიგი სამიტის წინ .. ევრაზული წევრი სახლმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტი? ერთიაევრაზიული კავშირი, რომელსაც წარმოადგენს ლუკაშენკო და მეორესაქართველო, რომელმაც ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას...

– ორი მნიშვნელოვანი ნაწილია, ერთი – ორმხრივი ურთიერთობები, პირადი და პოლიტიკური კონტაქტების დამყარება საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, ასევე, მრავალმხრივი ფორმატები, რომელიც გულისხმობს ევროკავშირთან ურთიერთობას, იქნება ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, თუ რუსეთთან და ევრაზიულ სივრცესთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ლუკაშენკოსთვის ძალიან აქტუალურია. ის არის ერთ–ერთ აქტიური პრეზიდენტი, რომელიც არის ევრაზიული კავშირის დამფუძნებელი ქვეყანა. საუბარი იმაზე, რომ ლუკაშენკო თავისუფალია რუსეთის გავლენისაგან, ძალიან მიამიტური იქნება. მისი ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან ცალსახად სახეზეა.

ლუკაშენკომ საქართველოში ორი მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერარუსეთთან პოზიციების დაახლოება და ერთიან ოჯახში დაბრუნება. ერთიან ოჯახში დაბრუნებ საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე მინიშნებად შეიძლება განიხილოთ?

– ცალსახად, მისი პოლიტიკური ოჯახი არის ევრაზიული კავშირი. ეს ურთიერთობები, რომელიც არსებობს, არსებობს ევრაზიული კავშირის ფარგლებში რუსეთთან და ეს არის გზავნილი საერთაშორისო არენაზე. ერთი მხრივ, ის ესაუბრება ქართულ მსმენელს და საერთაშორისო თანამეგობრობას, ამავე დროს, იმდენად დამოკიდებულია პუტინზე, მეორე გზავნილი, რომელიც შეეხება ერთიან ოჯახს, ცდილობს მიანიშნოს, რომ საქართველოს არა მარტო ორმხრივ თემებზე ესაუბრა, არამედ მისთვის ევრაზიული კავშირის თემა და რუსეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობაში, ეს არის ცალსახა.

გზავნილი, რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახის წევრი, მომდინარეობს ევრაზიული სახელმწიფის ლიდერისგან, თუ გზავნილის ავტორი არის რუსეთის პრეზიდენტი?

– ლუკაშენკო ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის არაა პირდაპირ პუტინზე დამოკიდებული და, რომ ის არ ახმოვანებს პუტინის გზავნილებს, რომ მასაც აქვს მსგავსი პოზიცია და არ სჭირდება იყოს პუტინის გზავნილების გამხმოვანებელი. მან ძალიან კარგად იცის საქართველოს ფასი და მიაჩნია, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა ამ რეგიონში ევრაზიული სივრცის აღდგენისთვის. აქ მნიშვნელოვანია ჩვენ რა პოლიტიკას დავუპირისპირებთ. ჩვენი საგარეო ვექტორი ცალსახად განსაზღვრულია ევროატლანტიკური სივრცესთან დაახლოებისაკენ.

საქართველოსა და ბელარუსიის პრეზიდენტებს შორის ხელი მოეწრა15-პუნქტიან ხელშეკრულებას. ხელშეკრულების ერთერთი პუნქტი ეხება სავაჭრო ურთიერთობის შეთანხმებას. მაშინ, როდესაც ჩვენთვის პრიორიტეტი არის ევროპული ბაზარი, რამდენად სწორია პარალელურად ევრაზიული კავშირის წევრ სახელმწიფოსთან მსგავის ხელშეკრულების გაფორმება?

– ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რაც პერსპექტივაში გულისხმობს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე გასვლას, ვაჭრობას და ეკონომიკურ აქტიურობას. რა თქმა უნდა, ეს არ უზღუდავს საქართველოს იმ ორმხრივ ხელშეკრულებებს, რომელიც მას აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან, ბელორუსი იქნება თუ სხვა, ურთიერთობა განავითაროს ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატში, თუ ეს საქართველოსთვის მომგებიანი იქნება. ცხადია, სანამ საქართველო შეძლებს თავისი პროდუქციით კონკურენტუნარიანი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე, მას ეს ბაზრები, როგორც არის ბელორუსია, უკრაინა თუ სხვა, მინიმუმ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში სჭირდება და ეს ორმხრივ ფორმატში უნდა განავითაროს. ბელორუსს რომ არ სჭირდებოდეს, ეს მისთვისაც არ იქნება აქტუალური. ჩვენ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმუშაოთ. ბელორუსი ძალიან დიდი რაოდენობით სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ტექნიკას აწარმოებს, ამიტომაც მის ინტერესშია, რაც შეიძლება მეტი პროდუქცია შემოიტანოს საქართველოში და ჩაანაცვლოს სხვა ქვეყნები.

მაგრამ, რამდენად მზად არის საქართველოს მთავრობა და ასევე, ბიზნეს წრეები, რომ ეს ურთიერთობები საქართველოსთვის მომგებიან რეჟიმში გადაიყვანონ?

– ჯერჯერობით ვერ ვხედავ ამ მზაობას. ჩვენ გვაქვს პრობლემა, იქნება ეს ხარისხი თუ რაოდენობა. ნებისმიერი ბაზარი, რომელიც ითხოვს შენს პროდუქციას, ეს დამატებით გაძლევს სტიმულს, რომ შენი პროდუქცია რაოდენობრივად ხარისხიანი იყოს იმდენი, რაც ბაზრებს სჭირდება.

გამომდინარე იქედან, რომ ლუკაშენკომ დიდი წვლილი შეიტანა უკრაინაში .. მინსკის ორი ხელშეკრულების მიღწევაში, ამ შემთხვევაშიც საკუთარ თავზე აიღო ქართულრუსული ურთიერთობის დარეგულირება და არის თუ არა მისი შემდეგი მიზანი, დაანახოს ევროპას, რომ ის არაა რუსეთზე დამოკიდებული?

– უნდა გავითვალისწინოთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ზედმეტი მოლოდი არ უნდა გვქონდეს, თუ რა შეუძლია პრეზიდენტ ლუკაშენკოს. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს თავისი პოლიტიკური ინტერესები აქვს. ბელორუსიის ეკონომიკა საკამოდ რთულ მდგომარეობაშია, 10–15 წლის განმავლობაში დამოკიდებული იყო რუსეთის სუბსიდიებზე. მეტიც, მას ამ წელს აქვს საპრეზიდენტო არჩევნები, მისი მიზანია საზოგადობას აჩვენოს, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია არის პრეზიდენტი, ის არის რელევანტური. ამ თვალსაზრისით საერთაშორისო აქტივობა ერთ–ერთი სტადიის ნაწილია. საერთაშორისო ექსპერტებს მიაჩნიათ, გამომდინარე იმ პროცესებიდან, რომ მან მონაწილეობა მიიღო მინსკის ხელშეკრულების გაფორმებაში, ამით თავისი თავი იპოვა, როგორც ხიდი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში.

ლუკაშენკოს შეთავაზება საქართველოს მთავრობას, რომ გახდება კომუნიკატორი და მომგვარებელი, სახეზეა. ამაზე ღიად ისაუბრა და მიანიშნა, რომ ის მზად არის უბრალოდ შეახვერდოს, დააკავშიროს ორმხრივ ან ცალმხრივ ფორმატში საქართველოს მთვრობა. აქ მნიშვნელოვანია რამდენად მზად არის ქართული მხარე, რომ ერთიანი პოზიციით წარდგეს. გამოკვეთილი საკითხია, ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაცია და დევნილების დაბრუნება, მაგრამ სხვა რა შეიძლება უძღოდეს საქართველო–რუსეთის პირველი პირების შეხვედრას, რომ დევნილების დაბრუნება და დეოკუპაცია, უფრო რეალური გახდეს?!

ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ჟენევის საერთაშორისო ფორმატი, თუ გავითვალისწინებთ ლუკაშენკოს გზავნილებს, თვლის, რომ მას შეუძლია მთლიანად ჩაანაცვლოს ჟენევის ფორმატი?

– ეს, სიტუაციის არასწორი აღქმა იქნება. ის უბრალოდ მუშაობს შიდა პოლიტიკურ ელექტორატზე, ასევე სართაშორისო საზოგადოებაზე, აჩვენოს, რომ მას აქვს უნიკალური როლი იყოს დამაკავშირებელი, კომუნიკატორი რუსეთსა და დანარჩენ ქვეყნებს შორის, მათ შორის საქართველოსთან და, რომ ეს როლი წარმატებით შეუძლია განახორციელოს.

ძალიან მნიშვნელოვანია ლუკაშენკოს გზავნილი, რომელიც შეეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იმ კონტექსტში განვიხილოთ ლუკაშენკოს ვიზიტი, როგორც ერთ–ერთი ევრაზიული კავშირის ლიდერი სახელმწიფოსი, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევრაზიულ კავშირში. მას მიაჩნია, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიც უნდა განიხილავდნენ ამ თემას.

ამავე დროს მისთვის საინტერესოა საქართველოს გზა, რომელიც მან გამოიარა დამოუკიდებლობიდან დღემდე და გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი, აქვს ევროატლანტიკური მისწრაფებები, რამდენად შეძლებს საქართველოსთან თანამშრომლობას, რომ საქართველო იყოს გარკვეული კომუნიკატორი მასსა და დასავლეთს შორის. ამიტომ, ეს არის ორმხრივი ინტერესი, რომელიც სწორად უნდა იქნას გამოყენებული, თუ ჩვენ გვინდა, რომ საერთაშორისო არენაზე ვიყოთ პატივსაცემი მოთამაშე, ლუკაშენკოს წინადადებები ქართულ კონტექსტში უნდა იქნეს გადათარგმნილი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას აღქმული. მეტი ნაციონალიზმი და ნაკლები ემოცია.

მიუხედავად რუსეთის დიდი ზეწოლისა, მან არ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ამის მიუხედავად, რამდენად სწორია წარმოჩენა, რომ ლუკაშენკო არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა?

– იმდენად არის დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს პუტინს უნდა. მან უნდა ითამაშოს, რომ ის არის დამოუკიდებელი ფიგურა. როდესაც პოლიტიკურად და ფინანსურად დამოკიდებული ხარ პუტინზე, ვერ იქნება დამოუკიდებელი და სწორედ ამაზე საუბრობენ ბელორუსიის პოლიტიკაში ჩახედული ექსერტები - რომ ის დამოკიდებულია იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია დამოუკიდებელი იყოს პუტინისგან. ეს არის უსიტყვო, არაფორმალური შეთანხმება. ამ თვალსაზრისით სწორად უნდა აღვიქვათ, რომ ჩვენ ვესაუბრებით ევრაზიული კავშირის ლიდერს, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს აქვს უნიკალური გამოცდილება ევროკავშირთან დაახლოების, მაგრამ ამავე დროს მისი ქვეყნის პოლიტიკური მომავალი დაკავშირებული არის ევრაზიული კავშირის განვითარებასთან და ასევე წინააღმდეგი არ იქნება, თუ შეძლებს დაარწმუნოს ქართული მხარე, იფიქრონ ამ პოლიტიკურ სივრცეში გაერთიანებაზე.

ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან აქტუალურია ბელარუსისთვის, ყაზახეთისთვის და ყველა სხვა დანარჩენი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის და მიაჩნიათ, რომ თუ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს ტერიტორიულ რღვევას, იგივე პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ და მათი პოლიტიკური მომავალი ფაქტიურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამიტომ, აქ ორმხრივი ინტერესია, როგორც საქართველოსი, ასევე ბელარუსის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, რომ არ აღიარონ, როგორც ყირიმის, ასევე ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.