ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა.
„როცა პატარა ვიყავი, ბებოს გვერდით მაძინებდნენ. სანამ ჩამეძინებოდა, წიგნს ვკითხულობდი ხოლმე.
ერთხელ წიგნის კითხვის დროს ხმამაღლა ავღრიალდი. მამაჩემი შემოვარდა: - დოდო, რა მოგივიდა? - მკითხა.
- მოკვდა, - ტირილით ვუპასუხე. გვერდით საწოლში ბებო იწვა.
მამამ მას შეხედა, მერე გაოცებულმა მკითხა: ვინ მოკვდა?
- კიუხელბეკერი. - მის ბიოგრაფიას ვკითხულობდი.
- კიუხელბეკერი ერთი საუკუნის წინ მოკვდა, ახლა რა გატირებს? კიუხელბეკერს მოგცემ მე შენ! - გამიწყრა მამა, თან შვებით ამოისუნთქა“.