მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში “რუსთავის ფოლადის“ სასარგებლოდ დასრულდა გახმაურებული დავა ეთერ მთვრალაშვილის სარჩელის გამო, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა კვლავ პარალიზებულია.
ჯერ-ჯერობით რუსთავის ფოლადს არ აქვს წვდომა სამუშაოების საწარმოებლად აუცილებელ რესურსზე - წიდაზე. პარალელურად აკრძალვა ადევს რუსთავის ფოლადის იმ აქტივებსაც, რომელიც თუჯის წარმოებაში გამოიყენება. აღნიშნული აკრძალვა რუსთავის ფოლადის აქტივებს“კოლხის ბიზნეს კორპორაციის“ მოთხოვნით დაედო. “კოლხის ბიზნეს კორპორაცია“ აყენებს დაუსაბუთებელ პრეტენზიებსმეტალურგიული ქარხნის აქტივებზე. სწორედ “კოლხის ბიზნეს კორპორაციის“ ამ უსაფუძვლო სარჩელის ფარგლებში, რომელსაც მოსამართლე ჩიხლაძე გაუმართლებლად დიდი ხნის მანძილზე იხილავდა,ადევს აკრძალვა “რუსთავის ფოლადის“ იმ აქტივებს, რომელიც თუჯის წარმოებაში გამოიყენება. ამგვარი გაუგებარი აკრძალვების ფონზე, “რუსთავის ფოლადი“ განიცდის სოლიდურ ფინანსურ ზარალს.
შეგახსენებთ რომ ეს უმძიმესი შედეგები ერთ შემთხვევაში გამოიწვია მოსამართლე ქოჩიაშვილის, ხოლო მეორე შემთხვევაში მოსამართლე ჩიხლაძის მიერ „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ გამოტანილმა უსაფუძვლო და საეჭვო გადაწყვეტილებებმა.
ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ნორმალურ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნოთ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. ამიტომ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რომ დავიცვათ შპს „რუსთავის ფოლადის“ უფლებები და ინტერესები და საფრთხე ავაცილოთ იმ ადამიანებს რომლებიც რუსთავის ფოლადში არიან დასაქმებულები.