„თავდაცვის სამინისტროს დუმილი და პასუხის გაუცემლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ცუდია“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას, კერძოდ კი თავდაცვის სამინისტროს ნატო-ს პაკეტის იმპელემენტაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება ორჯერ სთხოვა, კონკრეტულად, პირველად გასული წლის ნოემბერში, მეორედ კი თებერვალში მიმართეს. თუმცა პასუხი თავდაცვის სამინისტრისგან ქვეყნის მთავარსადალს აქამდე არ მიუღია.
„ეს დუმილი ცუდია. ჩემი საქმე არ არის, ავხსნა რითია ეს განპირობებული და არც ვფიქრობ, რომ ეს უნდა განვმარტო, მაგრამ ეს დუმილი ცუდია. როცა ჩვენ გვაქვს ერთიანი დღის წესრიგი, ერთიანი ხედვები, მით უმეტეს, როცა თავდაცვის სამინისტრო ძალიან საინტერესო და პროაქტიულ პოლიტიკას ატარებს, საჭიროა კიდევ მეტი პოლიტიკური კონსოლიდაცია, ასეთი ტიპის დუმილი ცუდია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
სწორედ, ნატო-ს პაკეტის იმპელემენტაციასთან დაკავშირებული საკითხები არის ერთ-ერთი თემა, რის გამოც თავდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოშიც იბარებენ. თუმცა, მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ჭიანურდება. რატომ ჭიანურდება ნატო-საქართველოს ინპლემანტაციის საკითხი, ასევე, რას აპირებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და ქვეყნის თავდაცვის უზრულველსაყოფად, ეს არის ის თემები, რაზეც სასაუბროდ მინდია ჯანელიძეს პარლამენტში 5 თვეა ელოდებიან. როგორც ცნობილია, პაკეტი, რომელიც საქართველომ ნატოსგან მიიღო, შინაარსობრივად ძალიან დატვირთულია. შესაბამისად, მისი შესრულების თაობაზე ბევრი კითხვა ისმის.
თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპელემენტაციის საკითხზე მთავრობის სპეციალური სხდომის გამართვას შესაძლებლად მიიჩნევს. მინდია ჯანელიძე ამბობს, რომ პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, რატომ არ მიაწოდეს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ინფორმაცია, ამ კითხვაზე მინისტრს არ უპასუხია.
„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ პრეზიდენტი ინფორმირებული იყო. პირადად მქონდა მასთან საუბარი პაკეტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები ხორციელდება დროულად და ხარისხიანად. იმპლემენტაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ არის და ეს დაადასტურა ბატონმა აპატურაიმ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მისმა მოადგილემ, ვადასტურებ - პრობლემები არ გვაქვს“, - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
ექსპერტი, „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ შორენა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ამ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ნატო-საქართველოს პაკეტის იმპელემენტაციასთან დაკავშირებით მთელი რიგი დოკუმენტები დახურულია.
„იმპლემნტაციის პაკეტი ჯერ გასაჯაროვებული არ არის. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება, რომ ამ პროცესში მარტო ერთი უწყება არ იყოს ჩართული, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი პირდაპირ პასუხისმგებელია ნატოსთან ინტეგრაციის საკითხებზე.
შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში პრეზიდენტი აქტიურად ჩაერთოს და კარია, რომ კონსტრუქციულად, მაგრამ ამის საჭიროებაზე ლაპარაკობს. ასე რომ, კარგია თუ თავდაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს პრეზიდენტის შენიშვნას და მათი პასუხი იქნება, ამ საკითხთან დაკავშირებით, უკეთესი კოორდინაცია პრეზიდენტთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ თავდაცვის სამინისტროს ქმედება ადასტურებს იმ იგნორირებას, რომელიც პრეზიდენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ჩამოყალიბდა, რაც მისივე თქმით, არასწორი დამოკიდებულებაა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცალსახად განსაზღვრულია პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს როლი თავდაცვის ამაღლებაში. პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე ძალიან ბევრი თემა უბრალოდ, ვერ წყდება, ეს მათ ძალიან კარგად იციან, მაგრამ ამის მიუხედავად გრძელდება ამ რეჟიმში მუშაობა. მათი თვალსაზრისით პრეზიდენტი არაფერ შუაში არ არის. ამ დროს კონსტიტუციით და ორგანული კანონით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი, ჩართული უნდა იყოს ამ პროცესებში.
ფაქტია, რომ პრეზიდენტი განსაკუთრებულ კონფრონტაციაზეც არ მიდის ამ თემების გარშემო, მაგრამ ეს შეუმჩნეველი არ რჩება ქვეყნის გარეთ, ჩვენი სტრატეგიული პარტნორებისთვის, რაც მათ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენი სტრატეგიული პარტიორებიც ამის მოლოდინში იყვნენ, რომ თუ არ იქნებოდა ეს თანამშრომლბა, მთელი რიგი საკითხები, უბრალოდ, არ დაიძვრებოდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვანო მაჭავარიანი.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე თვლის, რომ პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, ვინაირად, უელსის სამიტზე საქართველოსთვის მიცემული არსებითი პაკეტი და მისი შესრულება ეხება საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, როგორიც არის საგარეო პრიორიტეტები და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია.
„საჭიროა, შესაბამისი რეაგირება მოხდეს და არა მარტო პრეზიდენტს, არამედ საზოგადოებას განუმარტონ რა პროგრესია ამ მიმართულებით. ბატონმა ჯანლიძემ გვითხრა, რომ თებერვალში გვექნებოდა წარმოდგენა იმაზე, თუ რა პოზიციებზე განლაგდებოდა ის საწვრთნელი ცენტრი, რომელიც წარმოადგენს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ მთავარ საკითხს, აპრილი დაიწყო და ჯერჯერობით, ეს საკითხი არაა გადაწყვეტილი, როცა უკვე შემოდგომაზე უნდა მოხდეს ამ ცენტრის გახსნა და ფუნქციონირება.
ინფორმაცია, თუ როგორ მიდის მუშაობა, არა მარტო ამ ცენტრთან დაკავშირებით, არამედ იმპლემენტაციის პაკეტთან დაკავშირებით, არის ძალზედ მწირი და აქედანაც გამომდინარეობს პრეზიდენტის, პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციის ლეგიტიმური კითხვა - რა ხდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.