ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 53-ე შეხვედრა გაიმართა

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 53-ე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 53-ე შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი დააყენეს.

მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შედეგად გამოწვეული პრობლემები და მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულ სასაფლაოებსა და სამლოცველოებში ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების საკითხი განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების და უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების საკითხს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა

29 აპრილს გაიმართება.