შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის მაიორი ზაზა ფანცულაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთშორისო ბიუროს (INL) უფროსს ტრეისი ნიუველს, ამავე ბიუროს უფროს მრჩეველს პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერს, პროგრამის კოორდინატორს  ნინო მარდალეიშვილს და გამოძიების ფედრეალური  ბიუროს ატაშეს დამიან ბრიკოს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ რევიშვილი,  თემურ ეუბიძე და ამავე დეპარტამენტის სამოქალაქო ურთიერთობებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე  ნანა ბერიძე.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განვითრების მიზნით, INL-ის პროგრამის დაფინანსებითა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მხარდაჭერით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები და  განსაზღვრეს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები.

2013-2014  წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართლდამცავ  უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო  ბიუროს დაფინანსებით და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს ხელშეწყობით, ჩატარდა და ორგანიზება  გაუკეთდა რამდენიმე  მნიშვნელოვან ღონისძიებას, შეხვედრას და ტრენინგს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  გარდა ამისა, INL-ის პროგრამის ფარგლებში, დეპარტამენტს გრანტის სახით გადაეცა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის  ტაქტიკური აღჭურვილობა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვეს.