პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა სააკაშვილის საქმეზე დასკვნა დადო

პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა სააკაშვილის საქმეზე დასკვნა დადო

21 მარტმა მოლოდინს ნადვილად გადააჭარბმა. ეს იყო დღე, როდესაც ირაკლი მარგველაშვილი გახდა, ხოლო გიორგი ღარიბაშვილი. სახელების და გვარების ასე შერწყმა და ღონისძიებაზე მათი ერთად ყოფნა, დიდი ხანია ქართველ ამომრჩეველს არ უნახია. ქართევლ ამომრჩეველს ასევე დიდი ხანია არ უნახია ეკრანზე ქვეყნის მომავალზე მოსაუბრე მიხეილ სააკაშვილი.

მაშინ, როდესაც სააკაშვილი ბრიუსელიდან მხარდამჭერებს უხსნიდა, როგორ ებრძოდა კორუფციას, როგორ იყო ადამიანის უფლებები დაცული სახელმწიფოში, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, საქართველოს მთავარ პროკურორს რეკომენდაციას აძლევდა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, 21 მარტი ძალიან საინტერესო დღე იყო, როგორც უმცირესობისთვის, ასევე უმრავლესობისთვის.

ასე რომ, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული მორიგი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურორს განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.

დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საკმარისია ბრალდების მხარდაჭერისათვის და სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის. 

მთავარი პროკურორისთვის წარდგენილ ანგარიშში, საერთაშორისო ჯგუფის დასკვნის მიხედვით, მტკიცებულებები ასახავენ ერთიან, განგრძობად გეგმას 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, რომელიც მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებითა და თაღლითობით, მთავრობის მიერ მედიის საქმიანობის კონტროლს და მთავრობის მიმართ კრიტიკისა და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს.

გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებენ ფართომასშტაბიან კამპანიაზე პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რომლის მიზეზსაც წარმოადგენდა პატარკაციშვილის უარი ტელეკომპანია „იმედი“ სამთავრობო კონტროლს დაექვემდებარებინა, და აგრეთვე, მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რამაც გამოიწვია მისი ქონების განადგურება და მიტაცება.

საერთაშორისო ჯგუფი, 2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა იმ მიზნით, რომ აქტიურად შეესწავლა მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც მოიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, საქართველოს კანონმდებლობასა და შესაბამის მასალებს. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფში გაწევრიანებული არიან – სერ ჯოფრი ნაისი (გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ადვოკატი), მოშე ლადორი - ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი მთავარი პროკურორი და პოლ კოფი - აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი. 

პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფის მიერ დადებული აღნიშნული დასკვნა რიგით მეორეა. პროკურატურაში არსებობს კიდევ ერთი დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქართველ პროკურორებს ეძლევათ რეკომენდაცია გააგრძელონ სისხლისსამართლებრივი დევნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, 2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ პროკურატურის მრჩეველთა დასკვანას, სამართლებრივი ძალა არ აქვს. მისი თქმით, ეს არის უცხოელი გამოცდილების მქონე, მაგრამ დღეს რიგითი მოქალაქეების მოსაზრებები იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც გააჩნია პროკურატრას. მისივე თქმით, დასკვნა შეეხება იმას, რომ უნდა გაგრძელდეს ძიება.

„ამ ადამიანებმა ჩვენს გამოძიებას უთხრეს, რომ გამოძიება ამ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გააგრძელოს და შემდგომ ამაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომო. კონკრეტული, რომ რომელიმე პირის მიმართ რაიმე გადაწყვეტილება მიიღეთო, ამდაგვარი ამ კერძო უცხოელ ექსპერტებს არ უთქვამთ. მათ კარგად იციან, რომ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს კონკრეტულმა საგამოძიებო სტრუქტურამ და საბოლოო ვერდიქტი ამ საქმეზე უნდა გამოიტანოს კონკრეტული სახელმწიფოს სასამართლომ“, – აცხადეს for.ge–სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ამით საქართველომ თავისი თავიც გადაამოწმა და დასავლეთსაც შესთავაზა იმ ექსპერტების შეფასება, რომელთაც მათი რანგისა და გამოცდილების გამო, დასავლეთი უნდობლობას ვერ გამოუცხადებს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი სააკაშვილს ჩაგვაბარებს. დასავლეთს ბევრი კომპლიმენტი აქვს სააკაშვილის მიმართ ნათქვამი. დღეს ასე ადვილად რომ გაიმეტოს, მაშინ თავის თავზეც უნდა თქვას, რომ მეშლებოდაო. მაგრამ, იმის თქმა, რომ პატარკაციშვილის ქონების წართმევისა, თუ დარბევის უკან სამართლებლივი პასუხიმგებლობის მქონე ადამიანები არიან, ეს ქართული მართლმსაჯულებისთვის დიდი დახმარებაა. ეს იმისაც ნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურა უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი თვლის, რომ ინტერპოლის ეროვნული ბიურო ამ არაფორმალური ჯგუფის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, ვინაიდან, მისივე განმატებით, ინტერპოლი არის ის საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც საერთასორისო პოლიტიკურ კონიუნქტურას არის დაქვემდებარებული. ხუხაშვილის განცხადებით, იმ პოლიტიკური ლობისტების შესაძლებლობა, რომელიც სააკაშვილს ჰყავს, გაცილებით მაღალია, ვიდრე ამ სამართლებრივი ჯგუფის და თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, სააკაშვილის ინტერპოლისთვის გადაცემის საკითხი.

„ადამიანები, რომლებიც ამ რეკომენდაციას აძლევენ პროკურატურას, კარგი და გამოცდილი იურისტები არიან. ისინი ამ საქმეს განიხილავენ სამართლებლივ ჭრილში.

პოლიტიკოსები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან და მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ისინი საკითხებს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესები და ეს ინტერესები, როგორც ჩანს, იკვეთება სააკაშვილთან და მის ჯგუფთან. ის რომ, სააკაშვილი აშავებდა, ეს მათთვის პრობლემა არაა. მათ თავისი ამოცანა და ინტერესი აქვთ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.