კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 10/04/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 10/04/11, video)

1.საჩხერის რაიონის სოფელი არგვეთი, ეს მუხრან მაჭავარიანის სოფელია. გარდაცვალებამდე დიდმა პოეტმა პრეზიდენტს სთხოვა სოფლისთვის სასმელი წყლის პრობლემა გადაეჭრა. წყალსადენის რეაბილიტაციის პროგრამას მუხრან მაჭავარიანის სახელი დაერქვა. ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სრულიად საქართველოს ამცნო, რომ მუხრან მაჭავარიანის სურვილი შესრულებულია. როგორც აღმოჩნდა, თუ ხელისუფლება აქამდე მხოლოდ ამ ქვეყნად გვატყუებდა, ახლა მისი ტყუილი იმ ქვეყანასაც წვდება. 

2.ქართველი რეზერვისტები აგვისტოს ომის დროს და დღეს. უმაღლესმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ რეზერვისტთა მომზადებაში დახარჯული ათეულობით მილიონი ლარი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. ამ მიმართულებით დღემდე არაფერი შეცვლილა. იმედა დარსალიას რეპორტაჟში ნახავთ, რომ რეზერვი ელიტური კორუფციის დიდ ბუდედ რჩება. 

3.100 მილიონის საქმე, რომელმაც ორი ებრაელი ბიზნესმენი ხანგრძლივი დროით გამოკეტა ციხეში. სასამართლო პროცესი პირველ ინსტანციაში დასრულებულია. ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ დაწყებული საქმე საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა. ანა გოჩაშვილი ამ საქმის დღემდე გაუხმაურებელ დეტალებზე გვიამბობს. 

4.აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2010 წლის სიტუაციას ასახავს, ახალი ფრაზები გაჩნდა - ელიტური კორუფცია, შერჩევითი სამართალი, პატიმართა წამება და მსჯავრდებულთა სიკვდილიანობის ზრდა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ კრიტიკიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაისმა.