გომელაურის კომენტარი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესახებ

გომელაურის კომენტარი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესახებ

პირველ რიგში მინდა მივულოცო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს 10 წლისთავი. 10 წლისთავზე გაიხსნა სპეცდანიშნულების ბაზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არ არსებობდა, არასოდეს არ ყოფილა. გადაწყვეტილება მივიღეთ 2 წლის წინ, როდესაც ბატონი პრემიერი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი - მაშინ დაიწყო ამ ბაზის მშენებლობა და დასრულდა და ვულოცავ ყველას, ადგილობრივ მოსახლეობასაც! ეს მათი უსაფრთხოების გარანტია... და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის. იცით, რომ თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანაა, საზღვართან ახლოს არის. და არანაირი დანაყოფი, ხაზს ვუსვამ, სპეცდანიშნულების დანაყოფი არ არსებობდა აქამდე.