112-ის SMS და ვიდეო ზარის ახალი სერვისი

112-ის SMS და ვიდეო ზარის ახალი სერვისი

მხოლოდ ყრუ  და  სმენადაქვეითებული პირებისთვის

 

112 ყველასათვის, როცა წამები გადამწყვეტია

  

112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება 27 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. 

112 - ის უფასო სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის!

 

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. 27 მარტიდან სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge.

ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს.

გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება გადაეცემა: სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციას და სახანძრო/სამაშველო სამსახურს

ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.  


პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით.