„თუ რუსეთი რკინიგზის თემას სერიოზულად მოკიდებს ხელს, ზეწოლა გაიზრდება“

„თუ რუსეთი რკინიგზის თემას სერიოზულად მოკიდებს ხელს, ზეწოლა გაიზრდება“

სერგი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის მხარი დაუჭიროს მოსკოვი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. რუსი დიპლომატი ამბობს, რომ რუსული მხარე მზად არის ასეთი კონსულტაციებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რკინიგზა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების შესაბამისად, აფხაზური რკინიგზის მონაკვეთის ექსპლოატაციაში მონაწილეობს. ლავროვი არ მალავს, რომ სარკინიგზო მიმოსვლით დაინტერესებულია სომხეთი.

რა საფრთხეებს შეიცავს მოსკოვი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა და რა სარგებელს მიიღებს საქართველო, თუ რუსეთი დაითანხმებს საქართველოს მთავრობას რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნაზე? ამ საკითხებთან დაკვაშირებით for.ge საერთაშორისო საკითხებში ექსპერტს, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

სერგი ლავროვის განცხადება, რომ რუსეთი მზად არის მხარი დაუჭირო მოსკოვი-სოხუმი-თბილისის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, ადასტურებს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მალე მიიღება?

- კარასინი და რუსული მხარე საუბრობს ამ თემაზე, როგორც განხილვად თემაზე, მაგრამ ქართული მხარე ამ თემაზე საუბარს უარყოფს, რაც საკამოდ ბუნდოვან სიტუაციას ქმნის.

ზურაბ აბაშიძის კომენტარი არ ეხმარება სიცხადის შემოტანას?

- არა, რა თქმა უნდა. ცხადია, ლავროვი ჰაერიდან არ იღებს სიტყვებს. ის არის ძალიან სერიოზული პოლიტიკოსი და ცხადია, რომ ეს არაა შემთხვევითი თემა. მაგრამ, აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ - თუ რუსეთი ამას სერიოზულად მოკიდებს ხელს, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობაზე და კონკრეტულ პირებზე, რომლებსაც უშუალოდ აბარიათ ქართულ-რუსული ურთიერთობა, ზეწოლა გაიზრდება როგორც რუსული, ასევე სომხური მხრიდან.

რა ფორმით?

- ინტენსიური ხასიათი მიეცემა ამ საუბრებს. საუბრები იქნება კონკრეტულ პირობებზე და მოთხოვნებზე. სომხეთი არ მალავს, რომ მას ყველაზე მეტად აინტერესებს ეს თემა, მაგრამ ჩემი აზრით, სომხეთი ახმოვანევს რუსეთის სურვილს, რომ თავის თავზე აიღოს ის საგარეო პოლიტიკური ამოცანა, რომელიც რუსეთს აქვს. ანუ, აფხაზეთის მონაკვეთზე გაიხსნას რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც საქართველოზე გადის. ფაქტია, რომ აფხაზური მხარე ამას უბრალოდ ვერც შეეწინააღმდეგება და მათ განსაკუთრებულ თანხმობასაც მნიშვნელობა არ აქვს.

თუ საუბარია იმ ინტერესებზე, რომელიც შეეხება რუსეთ-სომხეთის დაკავშირებას, იქნება ეს ეკონომიკური, ენერგეტიკული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამხედრო თავლსაზრისით (რუსეთს უაზარმაზარი ბაზა აქვს სომხეთში, რომელიც საჭიროებს შემდგომ განახლებას და მომარაგებას. კავკასიის რეგიონში რუსეთისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზა), ეს ასევე მნიშვნელოვანი თემაა სომხეთისთვისაც. ამ პირობებში კი, ქართულ მხარეს უნდა ჰქონდეს კონკრეტული საერთაშორისო მხარდაჭერა.

ლავროვის განცხადებით, მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროექტის უშუალო მონაწილეებმა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთმა და საქართველომ, თუმცა, აქვე ამბობს, რომ გასაგები მიზეზების გამო, ძალიან არის დაინტერესებული სომხეთი...

- როგორც კი რუსეთი დაინახავს საქართველოსა და ევროპას, განსაკუთრებით საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობაში არის სისუსტე, ან კომუნიკაციის ნაკლებობა, ისარგებლებს ამ მომენტით და ეცდება ქართულ მხარეს ელაპარაკოს იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც მან თავისი თვალსაზრისით ჩამოაყალიბა საქართველოში - ორი სახელმწიფო - აფხაზეთისა და ცხინვალის სახით. ამაზე საუბრობს ლავროვი და პირდაპირ უსვამს ხაზს, რომ ეს არის ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის მოსალაპარაკებელი თემა, რომელშიც რუსეთი და სომხეთი დაინტერესებულნი არიან.

ლავროვისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე დეტალურად არ საუბრობს. რა სარგებელს მიიღებს საქართველო, თუ რუსეთი დაითანხმებს საქართველოს მთავრობას რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნაზე?

- საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ფინანსურად ვერაფერს ვერ მიიღეს, მხოლოდ საფრთხეს გაზრდის იმ სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებით, რომელიც აუცილებლად იმოძრავებს რუსულ-სომხური ურთიერთობიდან გამომდინარე. ეს ნამდვილად არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აღმოვჩნდებით ძალიან არამომგებიან მდგომარებაში, როგორც რუსეთთან, ასევე სომხეთთან და სეპარატისტულ რეჟიმებთან.

არის ინფორმაცია, რომ კრემლმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, თითქოს, 2011 წლის ხელშეკრულების შესრულების სანაცვლოდ, სარკინიგზო მარშრუტი მოსკოვი-სოხუმი-თბილის-ერევანი გაიხსნას. როდესაც ასეთ ულტიმატუმზეა საუბარი, რამდენად შესაძლებელი იქნება, რომ ხელისუფლებამ მიიღოს შეთანხმება მოსკოვი-სოხუმი-ფოთის მარშრუტის აღდგენაზე?

- ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ზუსტად საჭიროებს ძალიან სკულპულოზურ ანალიზს და ელემენტალურად, დათვლას. ეკონომიკურად, ფინანსურად, გეოპოლიტურად თუ უსაფრთხოების ჭრილში, რა უფრო მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ ეტაპზე, გახსნას სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთის თუ სომხეთის ზეწოლიდან გამომდინარე, თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შესაძლოა, მთავრობამ ჩათვალოს, რომ მნიშვნელოვანია. როდესაც საუბარია ულტიმატუმზე, ჩვენ გვქონდა და დღესაც გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს ზეწოლა, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან თუ სომხეთიდან, გავანეიტრალოთ.

როდესაც საუბარია სომხური ინტერესების გატარებაზე და ამაზე ღიად საუბრობს რუსეთი, ამ კონტექსტში რამდენად უნდა გაითვალისწინოს საქართველომ პარტნიორი აზერბაიჯანის ინტერესები?

- მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ დაკავშირებული უნდა იყოს იმ გეოპოლიტუკურ თუ ეკონომიკურ სატრანზიტო ენერგეტიკულ ფუნქციასთან, რომელიც საქართველოს გააჩნია და რომელიც არის მისი დამოუკიდებლობის დაცულობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი. პირველ რიგში, უნდა გამოვიდეთ იმ საერთო ინტერესებიდან, რომელიც ჩამოყალიბდა აზერბაიჯანთან. ამას სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობა აქვს. დანარჩენი, უბრალოდ, ეს არის სწორდ ის პროცესი, რომელიც რუსეთს სურს, რომ დაძრას მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

როგორც ცნობილია, 2006 წლის დასაწყისში საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან და სომხეთთან შესაძლო ერთობლივ კონსორციუმზე მრავალმილიონიან პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახვადა რკინიგზის აფახაზეთის მონაკვეთის რეაბილიტაციას, თუმცა მაშინ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია. რა მოხდა მაშინ, რატომ ვერ იქნა კონსენსუსი მიღწეული?

- მე არ ვმონაწილეობდი ამ მოლაპარაკებებში და შესაბამისად, არ ვიცი დეტალები. რკინიგზა საქართველოსთვის უნდა იყოს მომგებიანი და უსაფრთხების ელემენტის შემომტანი ქართული სახელმწიფოსთვის. თუ ეს არ ემსახურება ამ კონკრეტულ მიმართულებას, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი სატრანსპორტო საკომუნიკაცია ინფრასტრუქტურა არის და იქნება საფრთხის შემცვლელი, ამის ისტორიული მაგალითები არსებობს.

თავისი არსით, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, ეს რკინიგზა საფრთხის შემცველია.

საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად უნდა აირიდოს თავიდან ის ზეწოლა, რომელიც მოდის რუსეთიდან თუ სომხეთიდან. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ძალიან რთული სიტუაცია, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება.